• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 20 » სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებები
11:35 PM
სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებები
სქესობრივი კავშირის გზით გადამდები დაავადებები ბაქტერიული ქლამიდიოზი გადაეცემა სქესობრივი აქტის დროს. ნიშნები და სიმპტომები: ქალებში: მცირეოდენი ვაგინალური გამონადენი, ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში და სიცხე. მამაკაცებში: ფერმკრთალი გამონადენი სასქესო ორგანოდან, წვისა და ტკივილის შეგრძნება შარდვისას. მკურნალობა: ექიმი გამოწერს ანტიბიოტიკებს. შენიშვნა: დაავადების ხანგრძლივმა ფორმამ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ორგანოების ანთება და შემდგომში უშვილობა. ჰონორეა ჰონოკოკის ბაქტერიები გადაეცამა სქესობრივი გზით. სიმპტომები ქალებში: ქალების უმეტესობა დაავადების საწყის ფაზაში არ ამჟღავნებს არანაირ სიმპტომებს. უჩვეულო ვაგინალური გამონადენი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, სიცხე და ციებ-ცხელება. მამაკაცებში: მოყვითალო გამონადენი სასქესო ორგანოდან, წვისა და ტკივილის შეგრძნება შარდვისას. შენიშვნა: დაავადების ხანგრძლივი ფორმა შესაძლებელია უშვილობის მიზეზი გახდეს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. სიფილისი ტრეფონემური „"სფიროხეტა"" გადაეცემა სქესობრივი გზით. სიმპტომები: ინფექციის საწყის ფაზაში არ ხასიათდება ტკივილით, მაგრამ სიფილისით დაავადებული ადამიანი ძალიან საშიშია. ინფიცირების ადგილას ჩნდება წყლული.რამოდენიმე კვირაში წყლული და გამონაყარი ვრცელდება მთელ სხეულში. მკურნალობა: ინიშნება ანტიბიოტიკები. შენიშვნა: დაავდების ხანგრძლივი ფორმის დროს სიფილისის ბაქტერიები ვრცელდება მთელ სხეულში და, შესაძლოა, ნერვული სისტემაც დააზიანოს, გულიც და, რამდენიმე თვეში ან წელიწადში, სისხლ-ძარღვთა სისტემაც. გენიტალური ჰერპესი უბრალო ჰერპესის ვირუსი გადადის სქესობრივი გზით. სიმპტომები: წვისა და ტკივილის შეგრძნება სასქესო ორგანოების მიდამოებში, შარდვისას, გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. დაავადების პირველი ნიშნები ვლინდება ინფიცირებიდან ორ კვირაში, მაგრამ ვირუსი ორგანიზმში რჩება და შეუძლია მოახდინოს დამღუპველი ზემოქმედება. მკურნალობა: ბოლომდე არ ექვქმდებარება განკურნებას, მაგრამ ანტივირუსული პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება დაავადებულთა მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს ავადმყოფობის გართულებისას. შენიშვნა: რეკომენდებულია თავი აარიდოთ შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს, ან გამოიყენოთ პრეზერვატივი. ქალიბი, რომელთაც აჭმოაჩნდათ გენიტალური ჰერპესი, რეგულარულად უნდა ესინჯებოდნენ ექიმს და იღებდნენ საშვილოსნოს ყელის ნაცხის ანალიზს. პაპილომა პაპილომის ვირუსი გადაეცემა არმარტო სქესობრივი გზით, არამედ პირსახოცისა და თეთრეულის მეშვეობითაც. სიმპტომები: მსუბუქი შესიება სასქესო ორგანოების მიდამოებში. მკურნალობა: ქიმიური პრეპარატების ან ქირურგიული ჩარევის (მოყინვის ან მოწვის) საშუალებით. ცნობილია პაპილომების ხელახალი გაჩენის ტენდენცია. შენიშვნა: რეკომენდებულია პაპილომების მკურნალობა სასწრაფოდ დაიწყოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სწრაფად ვრცელდება მთელ სხეულზე. ქალებში სასქესო ორგანოების პაპილომით ინფიცირების შემთხვევაში, ან ქალებში, რომელთა პარტნიორებიც პაპილომით ინფიცირებულნი არიან, რეკომენდებულია საშვილოსნოს ყელის რეგულარული გამოკვლევა B-ჰეპატიტი ამ ტიპის ვირუსი გადადის სქესობრივი და მჭიდრო ფიზიკური (მაგ.: კოცნა) კონტაქტის დროს. სიმპტომები: დაავადების ადრეულ სტადიაზე სიმპტომები თითქმის არ არსებობს, ან ძლიერ ჰგავს გრიპის სიმპტომებს. დასაშვებია, ბოტკინი და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება. მკურნალობა: ძირითადად იგულისხმება წოლითი რეჟიმი, ბევრი სითხის მიღება და, ზოგჯერ, ანტიბიოტიკებით მკურნალობა, რათა თავი დავიზღვიოთ მეორადი ინფექციისაგან. შენიშვნა: B-ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანის სექსუალური პარტნიორისა და ახლო ნათესავებისათვის რეკომენდებულია სათანადო აცრის ჩატარება. დაავადების ხანგრძლივი ფორმა იწვევს სერიოზულ პრობლემებს ღვიძლის მუშაობაში. გარდნერელა ეს დაავადება ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ საშოში ზედმეტი ბაქტერიებია გავრცელებული, ან ვრცელდება სქესობრივი გზით. სიმპტომები: ქალებში - არასასიამოვნო სუნის მქონე ვაგინალური გამონადენი. კაცებში - ასოს გარეკანისა და ჯირკვლების ანთება. მკურნალობა: ანტიბიოტიკები. სოკოვანი დაავადებები ჩნდება საშოში სოკოს სახეობის - კანდიდების გავრცელების შედეგად. სიმპტომები: ქალებში - წვა და ქავილი სასქესო ორგანოსი,თეთრი ბურბუშელასებური (ფიფქისებური) გამონადენისაშოდან, საშოსა და სასქესო ტუჩების ტკივილი და შესიება. კაცებში - სასქესო ჯირკვლების ანთება და წვა შარდვისას. მკურნალობა: სოკოს საწინააღმდეგო საცხები, სანთლები და ანტიბიოტიკები, რეკომენდებულია ბამბის თეთრეულისა და ფართო, თავისუფალი ტანსაცმლის ტარება, რათა არ შეიქმნას სოკოს გავრცელებისთვის საჭირო თბილი და ნესტიანი გარემო. ტრიქომონპაზი გადაიტანება ტრიქომონპაზის მარტივი ორგანიზმების მიერ სქესიბრივი გზით. სიმპტომები: ქალებში - წვა სასქესო ზონაში, ქაფისებრი მოყვითალო მძაგრი სუნის მქონე გამონადენი. ზოგჯერ არ გააჩნია სიმპტომები. კაცებში - წვა შარდვისას, ან სიბპტომების გარეშე. მკურნალობა: ანტიბიოტიკები ან ქიმიური პრეპარატები მარტივი ორგანიზმების დასახოცად. შენიშვნა: დაავადების გახანგრძლივების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა ქალებში. არასპციფიური ურეთრითი მიზეზი არ არის დადგენილი. მსგავს შემთხვევებში ისმევა დიაგნოზი „ქლამიდიოზი" სიმპტომები: მოყვითალო ან უფერული გამონადენი სასქესო ორგანოდან, გახშირებული შარდვა. წვისა და ქავილის შეგრძნება შარდვისას. ხშირად მიმდინარეობს სიმპრომების გარეშე. მკურნალობა: ანტიბიოტიკები და წყლის დიდი რაოდენობა. შენიშვნა: მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში შესაძლოა გართულებები, მაგ.: ქალებში მენჯის ორგანოების ანთების განვითარება. ტკიპი დაავადებას იწვწვს მცირე ზომის სარკოპტეს სკაბეის ტკიპები. გადადის სქესობრივად და ინფიცირებულ საგანთან კონტაქტისას (პირსახოცით, თეთრეულით, ზეწრით). სიმპტომები: ინტენსიური ქავილი სასქესო ორგანოს გარე თმით დაფარულ ადგილებში, მოწითალო ზოლები და წყლულები კანზე, ტკიპები იმდენად მცირე ზომისაა, რომ მათი შემჩნევა შეუძლებელია. მკურნალობა: სამედიცინო პრეპარატები და კანის მალამოები,ტანსაცმელი, თეთრეული და პირსახოცები უნდა გაირეცხოს საგულდაგულოდ ან დამუშავდეს ქიმიური ხსნარით განმეორებითი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. შენიშვნა: ყოველმხრივ უნდა ავარიდოთ თავი იმ ადამიანებთან კონტაქტს, ვინც შესაძლოა დაავადების მატარებელი იყოს. სექსუალურმა პარტნიორმა და სხვა ახლობლებმაც უნდა ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა. ტილი მცირე ზომის მწერი პტირუს პუბისი იწვევს დაავადებას, რომელიც გადადის სქესობრივი გზით, ან სხვისი ტანსაცმლის, თეთრეულის და პირსახოცის ხმარებით. სიმპტომები იგივეა, რაც ტკიპის დროს. მკურნალობა და რეკომენდაციები იგივე (დაზიანებული უბნების დამუშავება სამედიცინო შამპუნით ან კანის მალამოებით).
კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 2086 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი