4:55 AM „შეიკარი ღვედი სიყვარულისთვის…“ | |
რა არის კარგი და რა ცუდი, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. ამ საკითხებზე ყველას საკუთარი შეხედულება აქვს, თუმცა იმისათვის, რომ განსხვავებულმა შეხედულებებმა ადამინები ქაოსამდე არ მიიყვანოს, შეიქმნა ზოგადსაკაცობრიო, თუ დამკვიდრებულ კულტურასა და ქვეყანას მორგებული კანონები. კანონები – დაწერილი თუ დაუწერელი. დაუწერელი კანონები, ეს ის კანონებია, რომელთა დაცვაც ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი. ამასთან სახელმწიფო ქმნის კანონებს, რომელთა დაცვა არ დაცვა, მხოლოდ პირად სურვილებზე არაა დამოკიდებული. აიძულო ადამიანი დაიცვას ასეთი კანონები კი ყველაზე რთულია. ალბათ, თქვენთვისაც ცნობილია გავრცელებული აზრი, რომ „კანონი იმისათვის არსებობს, რომ დაარღვიო." საჭიროა, ვიპოვოთ ის, რაც ადამიანისათვის უფრო ფასეულია, უფრო მაღლა დგას, ვიდრე მშრალი კანონები. რა შეიძლება იყოს ეს? ოჯახი, მეგობრები და კიდევ მრავალი. როგორც
ჩანს, სწორედ ეს გაითვალისწინეს ბრიტანელმა „რეკლამშიკებმა", როდესაც
გადაიღეს სოციალური რეკლამა უსაფრთხოების ღვედთან დაკავშირებით.
გავრცელებული აზრის მიხედვით ასეთი რეკლამები ყოველთვის ერთნაირი და
მოსაწყენია. თუმცა ამ რეკლამამ ეს წინასწარ შექმნილი აზრი დაარღვია. ამ
რგოლის ნახვისას ქართული ანალოგი გამახსენდა „შეიკარი ღვედი
სიყვარულისათვის". | |
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 1070 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |