11:42 PM სექსზე | |
სექსი - ხელით შესასრულებელი სამუშაოა. ფრეიდის დროიდან თვლიან, რომ
ცხოვრებისეული ყველა სიძნელე უხარისხო სექსითაა გამოწვეული. დაბალი ხელფასი
გაქვთ? არ გაწინაურებენ სამსახურში? გეზარებათ ნამცხვრის გამოცხობა და
სახლში ლურსმნის ჩარჭობა? ყური მიუგდეთ საკუთარ სხეულს: იქნებ დაღლილობასა
და უფულობაში არ არის საქმე. იქნებ საწოლში ვერ გრძნობღ თავს კარგად.
მოდით, გავერკვეთ რატომ ვართ ცუდად.
ვარიანტი პირველი: არ მინდება.
ქალების ნაწილს მიაჩნია, რომ მათ სექსი არ ჭირდებათ, სექსის გარეშეც ბევრი
თავში სახლელი აქვთ. სამსახურში ყველაფერი ერთდროულადაა გასაკეთებელი,
სახლში უამრავი საქმე, ბავშვები დასაპურებელი, იატაკი მოსახეხი. საღამოს
ორგანიზმს მიაყურადებთ და, მართლაც, საწოლისკენ გული არ მიგიწევთ. მხოლოდ
ძილი....ერთი-ორი თვის ასეთ რეჟიმში ცხოვრების შემდეგ სექსი უკვე
მოვალეობად გადაიქცევა. შუაღამისას, როცა ყველას მშვიდად ძინავს,
სამზარეულოში დახვავებული დარეცხილი ჭურჭელი, ხოლო აივანზე შრება სარეცხი,
შენ კი იძულებული ხარ ცოლ-ქმრული მოვალეობის გამო კიდევ ერთი საათი იცეკვე
ლოგინში! წლების მომატებასთან ერთად მამაკაცებსაც იგივე ემართებათ.როცა
თმაში ჭაღარაა და შვილიშვილებიც იქვე ირევიან, უხერხულია სექსი ისევ
გაინტერესებდეს.
- სიყვარულსა და სექსს ასაკი არა აქვს - ამტკიცებს ექიმი-სექსოლოგი ელენა
როსლიკი. სექსუალურობა - ადამიანის ნატურის მნიშვნელოვანი ნაწილია. რა თქმა
უნდა, ასაკთან ერთად მცირდება სქესობრივი ლტოლვის ინტენსიურობა, მაგრამ
მთლიანად არასოდეს ქრება. თუ ადამიანი სექსის მიმართ გულგრილია, ეს
ნიშნავს, რომ რაღაც წესრიგში არ არის. ინტიმური დარღვევის მიზეზი შესაძლოა
იყოს ავადმყოფობა, ოჯახური პრობლემები, პარტნიორებს შორის სირთულეები,
სტრესი...
რჩევა: შეიცანით ერთმანეთი
კარგ სექსუალურ პარტნიორებად არ იბადებიან. პარტნიორებად გადაიქცევიან
ხანგრძლივი და საკმაოდ სასიამოვნო განათლების შედეგად. დაიწყეთ მარტივიდან:
შეისწავლეთ საკუთარი თავი და პარტნიორი. ელენა როსლიკის თქმით, ჩვენი კანი
- ერთიანი სექსუალური ორგანოა. „შეეხეთ სხეულს სხვადასხვა მიდამოებში,
ტუჩტბით, თითებით, ენით. ცვალეთ შეხების ხასიათი - მსუბუქიდან ძლიერამდე.
პარტნიორმაც იგივე გააკეთოს. გამოიყენეთ სხვადასხვა მოძრაობები - წრიული,
თათუნი. ამავე დროს ყური მიუგდეთ თქვენს შეგრძნებებს და დააკვირდით
პარტნიორის რეაქციებს, - გვირჩევს სექსოლოგი. - დროთა განმავლობაში
მიხვდებით, რა სიამოვნებსუფრო მეტად თქვენ და, რა - თქვერს პარტნიორს".
ხარისხიანი სექსისთვის საჭიროა შეგეძლოთ ინტიმური გარემოს შექმნა. „ხელს არ
უნდა გიშლიდეთ არც ტელევიზორი, არც ტელეფონი, - ხაზგასმით აღნიშნავს ელენა
როსლიკი. - ნუ მოცდებით სხვა საქმეებზე - მთელმა სამყარომ მოიცადოს.თქვენი
სექსი ხუთ წუთსაც რომ გაგრძელდეს, ეს ხუთი წუთი მიუძღვენით მხოლოდ
ერთმანეთს".
ვარიანტი მეორე: ვერ ხერხდება
კარგი, იტყვით თქვენ. დავუშვათ, დავკარგე ერთი თვე ჩემი და პარტნიორის
შესასწავლად. ვთქვათ, მოვუყევი პარტნიორს სიმართლე: რომ ის, რაც ჩვენ
ორგაზმად მივიჩნიეთ იყო მხოლოდ ასტმის გამოვლინება. ორგაზმი კი, თურმე,
სულაც არ მიმდინარეობს ამ სიმპტომებით და არც იმ ადგილას. რა ვქნა, თუ
ბედნერებასა და ჩვენს შორის პრობლემა დგას? უფრო სწორად ... არ დგას...
სტატისტიკურად, არ არსებობს მამაკაცი, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ მაინც არ
ჩავარდნილა რთულ სიტუაციაში - მოჩვარული ორგანოთი ხელში. შვიდი, ასეთი
დრამის გამომცდელი მამაკაცებიდან, მეორე ღამესვე აღიდგენს თავის
რეპუტაციას, მაგრამ ყოველ მერვესთვის, ეს წუთიერი სისუსტე, ქრონიკულ
ხასიათს იღებს. 40 წელს გადაცილებული მამაკაცების 30% განიცდის ერექციის
დარღვევას.
რჩევა: ნუ შეჩერდებით, წაიკითხეთ სტატიები: „იმპოტენცია", „ადენომა",
„პროსტატიტი", „კლიმაქსი მამაკაცებში".
ერექციული დისფუნქციას - ასე ეძახიან ექიმები მამაკაცთა მთავარ
უსიამოვნებას - შეიძლება სრულიად განსხვავებული მიზეზები ჰქონდეს და მათში
გარკვევა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. შესაძლოა, პრობლემის საფუძველი იყოს
ფსიქოლოგიური მიზეზი, ამ შემთხვევაში საჭიროა ფსიქოთერაპიის დახმარება. არ
არის გამორიცხული ჰორმონების როლიც. 45 წელს ზემოთ მამაკაცთა 40%-ს
უვითარდება მამაკაცური კლიმაქსი და უმცირდება ტესტოსტერონის დონე. ამ
ცვლილების შესახებ შეიძლება შევიტყოთ არა მხოლოდ ერექციის შემცირებით,
არამედ საერთო სისუსტით, სამსახურის მიმართ უცაბედი გულგრილობის
გამომჟღავნებით, განწყობის გაფუჭებით... ხანდახან ასოს სისხლი არ მიეწოდება
სისხლძარღვთა დაავადების გამო, არსებობს უძლურების სხვა მიზეზებიც. ასეთ
დროს დამხმარედ გვევლინება ვიაგრა ან მისი ანალოგები, სიალისი და ლივიტრა -
ასოს სისხლმომარაგების გამაუმჯობესებელი აბები. თუ ამანაც არ უშველა,
მაშინ გამოიყენება სხვა მეთოდები - ნემსი ასოში, ვაკუუმის აპარატი და,
ბოლოს, ქირურგია. ჩვენს დროში შესაძლებელია მამკაცს დავუბრუნოთ ძალა და
საკუთარი თავის რწმენა!
ვარიანტი მესამე: გადამეტებული სურვილი
იცით, რა არის მამაკაცურ უძლურებაზე უარესი? უკურეაქცია - გადამეტებული
ნდომა. წარმოიდგინეთ:მამაკაცი სურვილით იწვის. იგი აქტიური და
ყოვლისშემძლეა. იმდენად აქტიური, რომ ვერ იკავებს თავს. პარტნიორი ჯერ ისევ
მისი თვალებით ტკბება, ის კი - ჰოპ! - და ყველაფერი, რაც შესაძლოა უკვე
დამთავრებულია.
დიდხანს ვერ თანხმდებოდნენ სექსოლოგები რა ჩაეთვალათ ვადამდელ ეაკულაციად.
დაობდნენ წუთებზე. გასაგებია, რომ სქესობრივი აქტის დაწყებიდან 1-2 წუთში
განცდილი ორგაზმი ძალიან ნაადრევია. დასაშვებად მიაჩნიათ5-8 წუთი. მაგრამ
თუ ცოტა უფრო გახანგრძლივებაა სასურველი?.. ხანგრძლივი დავის შემდეგ პასუხი
იპოვეს. ნაადრევი ეაკულაცია - ესაა ვერ აკონტროლებდე საკუთარ ორგაზმს.
რჩევა: გაიმყარეთ რეპუტაცია.
სპერმის გამოყოფის გაკონტროლება შეიძლება ისწავლო, ამბობს დოქტორი
როსლიკი. საჭიროა მიმართოთ სექსოლოგს. ის იპოვის მიზეზებს და გასწავლით
ნებისყოფის გამომუშავებისთვის საჭირო ვარჯიშებს. ვარჯიში შეიძლება შინაურ
პირობებში - მარტო, ან მოსიყვარულე, გამგებ პარტნიორთან ერთად. დროებით
დამხმარე საშუალებად ასოს მგრძნობელობის შემცირებისთვის შეიძლება
გამოიყენოთ შესასხურებლები ან აბები, რომლებსაც იყენებენ დეპრესიული ან
ზედმეტად აფორიაქებული პაციენტების სამკურნალოდ. აბებს ერთი გვერდითი
მოვლენაც აღმოაჩნდა - აფორიაქებულობასთან ერთად ქრებოდა თვისებაც წამებში
ორგაზმის მიღწევისა. ამიერიდან აღნიშნული ჯგუფის წამლები წარმატებით
გამოიყენება სექსოლოგიაშიც.
ვარიანტი მეოთხე: სურვილი მტკივნეულია.
არსებობენ ქალები, რომლებიც საწოლში ტკივილს განიცდიან - არა იმიტომ, რომ
ნამცეცები ან ზეწრის ნაკეცები უშლით. არც იმიტომ, რომ პარტნიორი არ
მოსწონთ. უფრო მეტიც - პარტნიორი ძალიანაც მოსწონთ და სწორედ მასთან უნდათ
განიცადონ ის სიახლივე, ყოვლისმომცველი ... მაგრამ აქ ერთვება ტკივილი და
ყველაფერი წყალში იყრება.
არსებობს ასეთი დაავადება - ვულვარული ვესტიბულიტი. სქესობრივი გზით არ
გადადის, მაგრამ სქესობრივ ურთიერთობას კი გაგიმწარებთ. დიდხანს არაფერი
იცოდნენ მის შესახებ. ახლაც ცოტა რამაა ცნობილი. დაავადება ვრცელდება მცირე
მონაკვეთზე სქესობრივ ბაგეებსა და საშოს შესასვლელს შორის. ეს ადგილი
ღიზიანდეება და სქესობრივი აქტი მტკივნეული ხდება.
ვესტიბულიტის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ზოგიერთი თვლის, რომ ეს არის
კანის დაავადება. ზოგი, რომ საქმეში ერთვება ნერვული რეცეპტორები. არსებობს
აზრი, რომ ვესტიბულიტს იწვევს ქალის სასქესო ორგანოების მრავალჯერადი
ანთებითი პროცესი. აი გამოირიცხება ისიც, რომ იგი არის გვერდითი მოვლენა
ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების ან შარდში მარილების გაზრდილი
შრმცველობისას.
რჩევა: დაამატეთ საცხი - გირჩევთ „სოლარისს".
თუ იტანჯებით გინეკოლოგიური დაავადებებით, რომლებიც სქესობრივი აქტის დროს
ტკივილს იწვევს, ხოლო გინეკოლოგის მიერ დანიშნული მკურნალობა შედეგს არ
იძლევა, შესაძლოა საქმე გვქონდეს ვესტიბულიტთან. დოქტორი როსლიკი გვირჩევა
მივმართოთ სექსოლოგს. სპეციალისტი გაგვაცნობს იმ საშუალებათა შესახებ,
რომლებიც შეგვიმსუბუქებს ტკივილს აქტის დროს. ამ დროს ჩაირთვება სხვადასხვა
საცხები, სპეციალური გიმნასტიკა და დიეტა, ჰიგიენის განსხვავებული წესები.
ბევრი ადამიანი თვლის, რომ სექსი არ არის მათ ცხოვრებაში მთავარი. აი,
სამსახური, დოვლათი სახლში, ზრუნვა ბავშვებზე - სხვა საქმეა. სინამდვილეში
ადამიანი, რომელსაც არ უხარის საწოლში, კარგავს უნარს განიცადოს სიხარული
სხვა სიამოვნებებითაც, - თვლის ფსიქიატრი იაკობ ხერმონი.
ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ვერ იკმაყოფილებს სექსუალურ
მოთხოვნილებებს, შეიძლება დაავადდეს დეპრესიით. თუ ინტიმური ცხოვრება არ
გაქვთ აწყობილი, მიმართეთ სპეციალისტს. ბოლოს და ბოლოს, სექსი ისეთივე
ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა, როგორც ჭამა და ძილი. უძილობით ან უმადობით
გატანჯული ხომ აკითხავთ ექიმს, რატომ არ უნდა მიმართოთ სამედიცინო
დახმარებისთვის სპეციალისტს სქესობრივი დაუკმაყოფილებლობის დროსაც?
| |
კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 2168 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |