3:54 AM სექსუალური ბებიების შემოტევა | |
სექსუალურობის ასაკი: რომელ წლამდე იქნები კვლავ სასურველი, მიმზიდველი და სექსუალური?
რაშია საიდუმლო? რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ქალბატონი მხოლოდ ახალგაზრდობაშია მომხიბვლელი, ზოგი კი წლებთან ერთად იფურჩქნება და მშვენდება?. ზოგი ამ პროცესს გენეტიკას აბრალებს და მშობლების მაგალითს აკვირდება, ზოგი ცხოვრების პირობებით მსჯელობს „გენაცვალე მაგას ისეთი ცხოვრება აქვს რა დააბერებსო" – იტყვიან ხოლმე, საქმე იმაშია, რომ თვითოეულ ქალში ბავშვობის ასაკშივე ვითარდება ზრდის, დამწიფების და დაბერების პროგრამა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს პროგრამა არც ჩვენს გენებში და არც ჩვენს დეენემში არ არის ჩაწერილი, ის ჩვენს ტვინშია. ჩვენს სხეულს ხომ ქვეცნობიერი მართავს. დაუჯერებელია, ნუთუ ჩვენს ტვინში ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის დავბერდები? ან როდის დავკარგავ სექსუალურ მომხიბვლელობას? ფსიქოლოგები გვირჩევენ, უბრალოდ ვკითხოთ საკუთარ თავს, რომელ ასაკში დავკარგავ სექსუალურობას და პირველი პასუხი რომელიც იქნება, რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ის არის თქვენი სექსუალურობის ზედა ზღვარი. ნუ იფიქრებთ ცუდზე, პირიქით, თქვენ ქვეცნობიერზე ზემოქმედებით შეგიძლიათ თქვენი მომხიბვლელობის ასაკობრივი ჩარჩოები გაზარდოთ. მთავარია ქვეცნობიერზე იმოქმედოთ და პლასტიკური ქირურგიის კლინიკის უხარისხო რეკლამას არ დაემსგავსოთ. არსებობს ფსიქოლოგი ეფერმანის მეთოდი, რომლის თეორიის მიხედვითაც ადამიანს თავისუფლად შეუძლია კონცენტრირება კააკეთოს მხოლოდ სილამაზეზე და სექსუალურობაზე და ამის მეშვეობით 70 წლამდე გადაწიოს სხეულის დაბერების ზღვარი. თუმცა ამ შედეგის დანახვას დრო სჭირდება. ამიტომ დროულად დაიწყეთ იმაზე ფიქრი. დაიჯერე, რომ თქვენ დიდხანს იქნებით სასურველი და სექსუალური და წლები ვერაფერს დაგაკლებთ. ნაკლებად ეძებე სახეზე ნაოჭები, ხშირად მიაქციე ზემოთ ჩამოთვლილ მსახიობებს ყურადღება. მათი მონაცემები სწორ გზაზე დაგაყენებთ. ნუ იფიქრებ საკუთარ წლებზე, იფიქრე საკუთარ თავზე, როგორც ახალგაზრდა, ენერგიულ და სექსუალურ ქალბატონზე. | |
კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 1076 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |