11:12 PM სექს კომპლექსები | |
კულტურა აყალიბებს კონკრეტულ, სპეციფიურ, მისთვის დამახასიათებელ განცდებსა
და ქცევებს.
განაგებს სქესებს შორის კონტაქტებს. სექსუალური ქცევის განსაკუთრებით
ცნობილი კომპლექსებია:
ალისა საოცრებათა ქვეყანაში - ეს კომპლექსი უვითარდებათ ქალებს, რომლებიც
ოცნების სამყაროში ცხოვრობენ. მათი მდიდარი ფანტაზია ქმნის სიყვარულის,
იდეალური კავშირის სცენარს,რომელშიც ორივე პოარტნიორი გარკვეულ როლს
თამაშობს. მსგავსი ტიპის ქალები ამ ოცნებებს მიყავთ იქამდე, რომ ამ
კომპლექსით ისინი ცხოვრობენ თავიანთი ოცნების განსახიერების პარტნიორთან
შეხვედრის მოლოდინში.
ტიტანიის კომპლექსი - ეს კომპლექსი სჩვევიათ ვნებიან,
მგრძნობიარე,სექსუალურად აღზნებულ ქალებს, რომლებიც დიდ მოთხოვნებს
უყენებენ თავიანთ პარტნიორებს, იცვლიან მათ მეტად ხშირად. ანუ ეს ქალები
სექსის ორგიული კოლტურის წარმომადგენლები არიან. სექსუალური ისტორიის
განვითარების პერიოდში მეტად ფასობდა ქალების სექსუალური თვისებები, მაგრამ
დღესდღეობით ბევრს მიაჩნია, რომ ყველაზე მიმზიდველი ქალები სწორედ
მგრძნობიარე და ვნებიანი ქალები არიან, რადგან ვნება ქორწინების
საწინდარია.
კონკიას კომპლექსი - გამოხატავს ქალის ცხოვრების პასიურ პოზიციას. ქალი
ელოდება ჯადოსნურ პრინცს ზღაპრიდან, რომელიც წაიყვანს მას თავგადასავლების,
სილამაზისა და კომფორტის სამყაროში. ლამაზ და საოცარ მამაკაცზე ოცნებები
მოზარდი გოგონებოსთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ზოგჯერ ქალს ეს ოცნებები
ზრდასრულ ასაკშიც უნარჩუნდება. მსგავსი ტიპის ქალები ოცნებობენ იმაზე, რომ
მათზე „აბოდებდნენ", ამჩნევდნენ მათ და გზას უკვალავდნენ მაღალ
საზოგადოებაში.
დონ კიხოტის კომპლექსი - მამაკაცი ამჯღავნებს ქალის მიმართ არარეალურ
მოლოდინსა და სურვილებს, ელაპარაკება მას დიდი მოწიწებით, აღმერთებს მას და
ეთაყვანება.
მადონას და კახპის კომპლექსი - ეს კომპლექსი ახასიათებს დასავლეთ კულტურის
სფეროში აღზრდილი მამაკაცების ქცევას. იგი მდგომარეობს კაცის მიერ ქალის
ურთიერთ გამომრიცხავ შეფასებაში. ერთის მხვრივ კაცი აფასებს ისეთ
ფასეულობებს, როგორიცაა ქალურობა, ერთგულება, სათნოება, სიკეთე. მეორეს
მხვრივ კი მიისწრაფის ვნებიან და ადვილად მისაწვდომ ქალებთან. ერთი ტიპის
ქალს ის ირჩევს ცოლად და შვილების დედად, ასაჩუქრებს მას სულიერი
სიყვარულით. მეორეს მიმართ კი განიცდის უდიდეს სწრაფვას და მასთან ეძებს
თავისი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ხშირად ასეთი მამაკაცები ღიად ყოფენ ქალებს ორ კატეგორიად: ქალები-ცოლები
და ქალები-საყვარლები. ეს მეტად გავრცელებული კომპლექსია. კულტურის
ისტორიას ზერელედ გაცნობაც კი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ საიდან იღებს
სათავეს ეს კომპლექსი - ეს გაორებული მორალის შედეგია, კაცებისთვის
დამახასითებელი სპეციფიური აღზრდა, რომელიც მათ უპირატესობას აღნიშნავს.
დონჟუანის კომპლექსი - ჰქვია მოქცევის ისეთ სტილს, როცა კაცი ცდილობს
დაიპყროს ქალები, და ფლობდეს მათ მხოლოდ თავისი სექსუალური მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად. რაც უფრო მეტია სასიყვარულო კავშჲრები, მით უფრო
რწმუნდებიან ისინი საკუთარ მამაკაცურ სიმძლავრეში და შეუდარებლობაში. ქალს
ისინი ეპყრობიან როგორც ნივთს, რომელიც გამოყენების მერე კარგავს თავის
ფასსა და ინტერესს.
ოტელოს კომპლექსი - შედგება პათოლოგიური ეჭვიანობისაგან. მსგავსი
კომპლექსის მქონე მამაკაცები ეჭვიანობენ თავიანთ პარტნიორზე მეტნაწილად
ალკოჰოლის ზემოქმედების დროს, ისახავენ თავიანთ წარმოსახვაში ღალატის
სცენებს. ეს კომპლექსი უნდა უღვიქვათ როგორც ქალებისადმი შიში. მამაკაცს
ეშინია დაცინვის და თავმოყვარეობის დაკარგვის, რის შედეგადაც მას უჩნდება
სურვილი განუყოფლად ფლობდეს ქალს.
რომეო და ჯულიეტას კომპლექსი - გულისხმობს პირველი ნახვიდან შეყვარებას და
რაც შეიძლება მალე შეუღლების სურვილს. ამ კომპლექსის წარმოქმნა
ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის აკრძალვას უკავშირდება, როცა სქესობრივი
სიყვარული მხოლოდ ცოლქმრობაშია დაშვებული. შეუღლების სურვილი ამ დროს ისეთი
ძლიერია, რომ აძლევს შეყვარებულ წყვილს ყველა მათ გზაზე დამდგარი
დაბკოლების გადალახვის საშუალებას. ჩვენ დროში ეს კომპლექსი მეტად
იშვიათია, რადგან შეუღლებამდე სასქესო კავშირის მიმართ აზრი შეიცვალა და
იგი საყოველთაოდ დასაშვები გახდა, ასევე დაქორწინებაც არ წარმოადგენს
არავითარ პრობლემას.
ტრისტანის და იზოლდას კომპლექსი - იგი აერთიანებს ეროტიზმსა და დანაშაულის
გრძნობას. მსგავსი კომპლექსის მქონე ადამიანებს(რომლებმაც დაარღვიეს
ქოირწინებამდე სქესობრივი კავშირის დამყარების აკრძალვა)
ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები ტანჯავს. ერთის მხვრივ კომპლექსების
შეგრძნება, მეორეს მხვრივ სინდისის ქენჯნა და სინანული იმის გამო, რომ მათ
მიერ ალაგმული მორალის ნორმის ფარგლები დაარღვიეს.
უნდა ითქვას, რომ ტვით ზემოთ მოხსენებული კომპლექსები ჯერ კიდევ არ
წარმოადგენენ პათოლოგიას და არ იწვევენ სექსუალურ დარღვევებს, ისინი ამ
დარღვევებს განვითარებისთვის მხოლოდ ფონს უქმნიან. მსგავს როლს თამაშობენ
სექსუალური მითებიც. მაგალითად: საბედისწერო ქალის მითი, მითი ეროტიულ
სამოთხეზე, ოქროს ხანაზე და ა.შ. კომპლექსები ქცევაში, მითები აყალბებენ
გარკვეულ დამოკიდებულებას სექსში და პოარტნიორის მიმართ. მათ შეიძლება ხელი
შეუწყონ სექსუალური ჯანმრთელობის დარღვევისთვის საჭირო პირობებს. მითი
საბედისწერო, ფატალურ ქალზე ახასიათებთ თითქმის ყველა კულტურის ადამიანებს,
რომლებშიც მამაკაცები დომინირებენ.
ამასთან ერთად ქალის ფატალურობა სხვადასხვანაირად გამოიხატება, მაგრამ
ყველაზე ხშირად იგი ასახავს ავი სიამოვნების განსახიერებას. კაცების
გამხრწნელს, ანუ საზოგაგდოდ მიჩნეული მითი წარმოადგენს ეროტიულ სამოთხეს,
რომელშიც სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი თვისებები აისახება.
მაგალითად: მუსულმანურ სამოთხეში „გეირაში" მამაკაცებს მარადიულ სექსუალურ
ნეტარებას ანიჭებენ, ქრისტიანულ სამოთხეში კი ადამიანი მიწიერი
სიყვარულიდან გადადის ზეციურ სიყვარულში.
სექსუალურ კომპლექსებსა და ტავმების განვითარებას ხელს უწყობს არასწორი
აღზრდა, ისინი მამაკაცში შესაძლოა სექსუალურ ქცევაზე აისახოს. არსებობენ
მსოფლიოშჲ ფართოდ გავრცელებული კომპლექსები, მათ განეკუთვნება კომპლექსი,
რომელიც ქალს მშობიარობის შემდეგ უვითარდება - იგი კაცისადმი
დამოკიდებულებას მკვეთრად იცვლის, პოზიტიურად და ნეგატიურად.
სექსუალური ტრავმებისა და კომპლექსების ძირითადი მიზეზები. ასევე
ბავშვობის ასაკში გამოყენებული ზომები თუ სიტუაციები მშობლების მხრიდან,
რომლებმაც შესაძლოა მომავალში სქესობრივი ცხოვრებისადმი ნეგატიური
დამოკიდებულება განაპირობოს.
ბიჭისა თუ გოგოს სასტიკი დასჯა სექსუალური თამაშების შემთხვევაში,
რომელსაც თან მოსდევს ახსნა-განმარტება, რომ მსგავსი თამაში საზიზღრობაა.
ბავშვებისთვის იმის ჩანერგვა, რომ სქესობრივი ცოდვაა და საზიზღრობაა.
სირუაცია, როდესაც ბავშვი შემთხვევით დაინახავს სქესობრივ აქტს და
არასწორად გაიგებს მას, აღიქვამს მას როგორც ადამიანების ურთიერთ წამების
ფორმას.
ასევე შიში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მოზარდებში სექსუალობის
ფიზიოლოგიურმა გამოვლინებებმა, როგორიც არის - მასტურბაცია, სპონტანური
ერექცია, მენსტრუაცია, ეროტიული სიზმრები. ჩამოთვლილი ფაკტორები შესაძლოა
სექსუალური არასრულფასოვნების კომპლექსის გაჩენის მიზეზი გახდეს.
კულტურების შეცვლისას, კულტურის სხვადასხვა სფეროების შეჯახების
შემთხვევაში, საერთაშორისო ქორწინებების დროს წარმოიქმნება საკუთარი
კომპლექსები და მითები რომლებიც შემდგომში შესაზლოა სექსუალური დარღვევების
ძირითადი მიზეზიც გახდეს.
| |
კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 1069 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |