3:34 AM საუკუნის წყვილი | |
მალაიზიის
მცხოვრებ ვუკ კანდორს, რომელმაც ცოტა ხნის წინ 108-ე დაბადების დღე
აღნიშნა, ერთწლიანი განშორების შემდეგ 38 წლის მეუღლე დაუბრუნდა. ერთი წლის
გამავლობაში მისი მეუღლე კუალა-ლუმპურის ნარკოლოგიურ კლინიკაში
მკურნალობის კურსს გადიოდა, იტყობინება AFP.
"მადლობელი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლე დაბრუნდა, რადგან მე ის ძალიან მიყვარს", - განაცხადა კანდორმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მუჰამედ ნოორ ჩე-მუსა ბოლო 12 თვის განმავლობაში ნარკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობის ნებაყოფლობით კურსს გადიოდა და მეუღლის რეგულარული ნახვა არ შეეძლო - მთელი ამ დროის განმავლონაში მან მეუღლე სულ ხუთჯერ ნახა. ახლა წყვილი ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებას დაუბრუნდა. "ნებისმიერი სხვა ქალის მსაგავსად, მეუღლის მოვალეობას შევასრულებ", - განაცხადა ბედნიერმა კანდორმა. კანდორი და ჩე-მუსა 2006 წელს ტრენგანის შტატში დაქორწინდნენ, რის გამოც ადგილობრივი გაზეთების პირველ გვერდებზე აღმოჩდნენ. 108 წლის კანდორისთვის ეს 23-ე ქორწინება იყო. მისი თქმით, მან 28 წლის ჩე-მუსაზე იმიტომ იქორწინა, რომ ის სხვა უფრო ახალგაზრდა ქალთან არ წასულიყო. თავად მუჰამედი არ აზუსტებს 108 წლის ქალზე დაქორწინების მიზეზებს. მისი თქმით, ეს ქორწინება "ღვთის ნებით" მოხდა. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 980 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |