• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » სასიყვარულო ლექსები
1:15 AM
სასიყვარულო ლექსები
http://rm.foto.radikal.ru/0709/a8/7c4b1721ad01.jpg

1. მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ჩუმი ჩურჩული ღამის წყვიადში,
მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ნელი ფერება ქარის ნიავში,
არ გესმისი მთვარის ღიმილი, მორცხვად, ღრუბლებში ამოფარული,
წვიმის წვეთების ნაზი ჰანგები, თითქოს მუსიკის ღმერთს მოპარული.
მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ცრემლის ვედრება ღამის წვიმაში,
ოდეს ვარსკვლავნი გადამალული, აღარ კრთებიან ზეცის წიაღში,
არ გესმის ნესტის თვედრება გადამალული!
არ გესმის ყლორტის კისკისი ცვრიან ბალახზე ამომავალი,
ვიცი, აარ გესმის ცისკრის გალობა, შენს შესახვედრად გამომავალი,
მაშ რას მიხვდები, რა მაქვს მდუმარეს გულის სიღრმეში გადამალული


2. აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,-
შენ რომ გიყვარდა,_
ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.

მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,_
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?

თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა,
ის გული მე მაქვს_
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.

შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია;
შენ ეძახოდი ვირაცა ასულს
და ჩემს მეტს
არვის გაუგონია.

მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,_
მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე.
მარი აბრამიშვილი


3. როგორ მიყვარხარ გრძნობას ვერ ვმალავ
,მკლავს უნდობლობა შენი ფარული,
რით დაგარწმუნო არ მკოპნის ძლა
რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული
რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ,
არ დავზოგავდი შენთვის ათასებს,
შემოგწირავდი ოქროს და ქარვას
შემოგავლებდი დიდ-დიდ ალმასებს,
რატომ მზე არ ვარ გრუბლებში სადმე
მე დავტოვებდი სამყაროს პრტოს,
თვალს დავხუჭავდი ყველაპრისატვის,
რომ შენს თვალებში მეცქირა მარტო,
რომ ცისარტყელა ვიყო შვიდფერი
ჩუმად სიტყვასაც კი არ გეტყოდი
მე დავტოვებდი ლაჟვარდს სიღერით
წელზე სარტყელად შემოგერტყმოდი.
მეფე რომ ვიყო ლალებით სავსე
გვირგვინს დვთმობდი ოგონდ გულოთა
ოგონდ ყვავილთა გვირგვინი თავზე
შენი ხელებით მე დამხურვოდა.[შანდორ პეტეფი]


4. საღამო იყო, გარეთ წვიმდა და თან ციოდა...
ვიჯექი მარტო ფანჯარასთან, გული მტკიოდა,
ჩემს მოგონებებს გავეცალე ცრემლი მდიოდა
და მე ვხედავდი ჩემთან ერთად ცაც რომ ტიროდა.
ვაკვირდებოდი წვიმის წვეთებს როგორ ცვიოდა
და მეც ცრემლები წვიმასავით ნაზად მდიოდა...


5. ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,
თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი,
ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი,
რომ გაპატიბ მე დღეს ყველაფერს.
შენ უფრო მწარედ აქვითინდები,
რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.
ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები.
გაიბუტები და როცა წახვალ
მაშინ საფლავში მეც ავტირდები.

6. მე მოვდიოდი მარტო, სულ მარტო
და თავზე თოვლის ფიფქი მცვიოდა,
შენზე ვფიქრობდი და ვერც კი ვგრძნობდი,
თვალიდან ცრემლი როგორ მდიოდ
კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 1252 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
chaluka
 2011-01-08
0  
  applause applause applause applause
უპასუხე      ციტატა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი