11:36 PM რომანტიკა და ურთიერთობა | |
ყველა ურთიერთობა იწყება, როგორც რომანტიული. ჩვენ სულმოუთქმელად ველით
შეხვედრას, ვიმედოვნებთ, რომ ამ ადამიანს ცხოვრების ბოლომდე ვეყვარებით,
ვწერთ სასიყვარულო ბარათებს, თავს ვევლებით ჩვენს პარტნიორს სიყვარულითა და
ყურადღებით.
მაგრამ დრო გადის, და რომანტიკა ურთიერთობებიდან თანდათან ქრება. ეს
იმდენად ხშირად ხდება, რომ უკვე კანონზომიერებადაც კი ითვლება. მაგრამ
ნამდვილად ასეა? მოგვწონს კი, რომ უკვე ისეთი მოუთმენლობით აღარ ველოდებით
საყვარელ ადამიანთან შეხვედრას? რომ ისე ყურადღებიანები აღარა ვართ
ერთმანეთის მიმართ და აღარ ვცდილობთ ვასიამოვნოთ ერთმანეთს, რომ იკარგება
სექსუალური ლტოლვა?
რომანტიკა არ უნდა გაქრეს ურთიერთობებიდან, ბუნებით ასე არ არის
დაშვებული. როდესაც რომანტიკა ქრება, ეს სიგნალია, რომ ჩვენი გრძნობები
სუსტდება. ჩვენ ვშორდებით ერთმანეთს და გულგრილები ვხდებით
ერთმანეთის მიმართ.
არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ ვცივდებით ერთმანეთის
მიმართ: იმედგაცრუება, წყენა, მეორე ადამიანის არსებობის შეგრძნება, როგორც
აუცილებლობა.
იმედგაცრუება
ადამიანები დრო და დრო გვაწბილებენ და ამის თავიდან აცილება შეუძლებელია.
ურთიერთობების დასაწყისში ჩვენ აგვყავს ჩვენი პარტნიორი კვარცხლბეკზე,
მხოლოდ კარგს ვამჩნევთ მასში. დროის მსვლელობასთან ერთად ჩვენ ვეცნობით
ადამიანს უკეთ და ვწბილდებით მის რაღაც თვისებებში. იმედგაცრუება კი იწევს
იმას, რომ ჩვენ ვკარგავთ ინტერესს და ვცივდებით ჩვენი პარტნიორის მიმართ.
წყენა
ისეც ხდება, რომ ადამიანები გულს ტკენენ ერთმანეთს. ზოგთან ეს უფრო ხშირად
ხდება, ზოგთან _ნაკლებად. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად
სწორად შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობების აწყობა. ჩვენში
წყენა შეიძლება გამოიწვიოს შეუსრულებელმა დაპირებებმა. ჩვენ შეიძლება
გავნაწყენდეთ იმაზე, თუ რა თქვა ან არ თქვა ჩვენმა პარტნიორმა. ჩვენ
შეიძლება გვეწყინოს, რომ ჩვენს მოთხოვნილებებს ანგარიში არ ეწევა, რომ
ჩვენთვის დაავიწყდათ დაბადები დღის ან ქორწინების წლისთავის მოლოცვა. წყენა
საკუთარ თავში ჩაკეტვის სურვილს იწვევს.
ერმანეთის აღქმა, როგორც აუცილებლობა
თქვენს შორის არსებობს გარკვეული დამოკიდებულება, შესაძლებელია თქვენ
დაქორწინებულები ხართ. მთელი რთული სამუშაო ურთიერთობების აწყობისა
დასრულებულია და თქვენი ყურადღება კარიერაზე, ბავშვებზე, მეგობრებზე,
ჰობიზეა გადატანილი.....ამ ყველაფრის შემდეგ რჩება კი თქვენი ურთიერთობა
უწინდებური?
ალბათ არა... როგორც კი თქვენ უწყებთ თქვენს პარტნიორს ყურებას, როგორც
რაღაც ავეჯის ნაწილს, რომელიც თქვენი ცხოვრების განუყრელი ნივთია, თქვენ
გულს ტკენთ მას და აწბილებთ, რასაც ურთიერთობების გაცივებამდე მიყავხართ.
არსებობს რამოდენიმე ხერხი რომანტიული ურთიერთობების შენარჩუნებისა.
ისწავლეთ თქვენი პარტნიორის ნაკლოვანებების დანახვა, ნუ გააიდეალებთ მას.
ელოდეთ გარდაუვალ წყენებს და გაწბილებებს, ისწავლეთ პატიება. და ყველაზე
მთავარი, დაიხსომეთ, რომ ადამიანი თქვენ გულს გტკენთ არა იმიტომ რომ არ
უყვარხართ, არამედ იმიტომ რომ, ადამიანის ბუნება არასრულყოფილია.
ნუ დაუმალავთ პარტნიორს თქვენში დაგროვილ უარყოფით ემოციებს, წყენას,
იმედგაცრუებას, რაიმეს შეცვლის აუცილებლობას.
ისაუბრეთ ამ თემებზე, განიხილეთ პრობლემები ერთად. ჭეშმარიტება ხომ მხოლოდ
კამათში იბადება.
უთხარით თქვენს პარტნიორს, თუ როგორ ძლიერ გიყვართ იგი, თითქოს ეს
უკანასკნელი დღე იყოს თქვენს ცხოვრებაში.
ხანგრძლივი და ჯანმრთელი ურთიერთობისათვიხ ხშირი ფიზიკური კონტაქტიც
აუცილებელია. ამიტომ თუ გარკვეული პაუზის შემდეგ არ გრძნობთ ურთიერთობის
განახლების სურვილს, ნუ შეწყვეტთ მცდელობებს. დროთა განმავლობაში იგრძნობთ,
რომ კონტაქტზე წასვლა გიადვილდებათ და სურვილი კვლავ დაგიბრუნდებათ.
| |
კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 1005 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |