4:21 AM როგორ წავშალოთ Win32 Sality ვირუსი | |
Win32 Sality გახლავთ ვირუსის სახეობა, რომელიც კომპიუტერში ვრცელდება ე.წ. removable media დისკების საშუალებით. მსგავსი სახის დისკი შეიძლება იყოს თქვენი USB flash ან სულაც გარე HD დისკი. ეს ვირუსიწარმოადგენს ასევე ცნობილი ვირუსის new folder-ის ნაირსახეობას, რომელსაც შეუძლია გარე დისკებიდან შეაღწიოს მყარ დისკში და დააზიანოს რამდენიმე სისტემური ფაილი. გარდა ამისა, თიშავს Task Manager, Reg-edit , MS-config სერვისებს. შესაბამისად არაერთ პრობლემას იქმნის მომხმარებელს.
ამ ვირუსს როგორც წესი ანტივირუსების უმეტესობა (მაგალითად კასპერსკი) ადვილად შლის. თუმცა თუ კასპერსკი არ გიყენიათ და თქვენმა ანტივირუსმა ვერ მოახერხა ვირუსის მოსპობა, გადმოიწერეთ პროგრამა Win32 Sality Remover. გადმოწერის მერე გაუშვით პროგრამა rmsality.exe. თუკი თქვენ ხმარობთ ვისტას ან ვინდოუს 7-ს, მაშინ მარჯვენა ღილაკით მონიშნეთ პროგრამა rmsality.exe და მენიუში აირჩიეთ Run as an administrator. ამის მერე შედით Start > Run და ჩაწერეთ ბრძანება gpedit.msc და გამოჩნდება Group Policy ფანჯარა. შედით User Configuration > Administrative Templates > System > Ctrl+Alt+Del . მონახეთ Remove Task Manager ფუნქცია და მონიშნეთ ის როგორც Disable. ზუსტად იგივე პარამეტრები მიუთითეთ რეესტრსაც. დააკლიკეთ Prevent Access to Registry Editing Tool და მიუთითეთ Disable. ამის მერე პრობლემამ არ უნდა შეგაწუხოთ. | |
კატეგორია: გაკვეთილები | ნანახია: 1089 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |