3:22 AM როგორ შევხვდეთ კურდღლის წელს? | |
როგორ შევხვდეთ კურდღლის წელს?
მოდის სიხარულის, ბედნიერების, სიყვარულის წელი!
იმისთვის, რომ დამდეგი კურდღლის (კატის) წელი კარგად დაგვეკვებოს, ჩვენც მასსავით მშვიდი, დიდსულოვანი, კეთილგანწყობილნი უნდა გავხდეთ და მაშინ, ჩამოვარდნისას (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით), ყოველთვის ოთხ ფეხზე დავეცემით. პირველი თვისება, რაც ამ ცხოველს სხვებისგან გამოარჩევს _ მოკრძალებაა. ის აფასებს კეთილ დამოკიდებულებას, სულიერ სითბოსა და სტუმართმოყვარეობას. ამიტომ კურდღლის წელში მეტი ყურადღება დაუთმეთ მეგობრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან ურთიერთობებს. ხშირად მოიწვიეთ ისინი სტუმრად. სასურველია, თუ მათთან ერთად გაატარებთ ახალი წლის ღამესაც. სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა გვედგას ვაშლები და ფეტვი. საერთოდ, სუფრაზე სასურველია, იყოს ბევრი ვეგეტარიანული კერძი - ყველანაირი ბოსტნეული, განსაკუთრებით ბალახეული – მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში, სალათის ფოთლები. ასევე, სასურველია თევზის და არაჟნის დადებაც, რადგან ეს წელიწადი კურდღელთან ერთად კატის წლადაც ითვლება იაპონური ასტროლოგიის მიხედვით.
2011 წლის სიმბოლოს, კურდღლის გასახარად, სასურველია, ნაძვის ხის ქვეშ, სხვა საჩუქრებთან ერთად, დადოთ სტაფილოს შეკვრა. იმდენად, რამდენადაც 2011 წლის სტიქია ლითონია, მთელს სახლში განალაგეთ ლითონის ბინის მოსართავები (მაგ. ლითონის ლარნაკები, ან სასანთლეები და სხვ.). მაგიდის გასაწყობად გამოიყენეთ ლითონის ჭურჭელი. სახლში უნდა იყოს ნათელი, მყუდრო, სასიამოვნო ატმოსფერო. არ დაგავიწყდეთ ამ წლის სიმბოლოების ყიდვა და მათი ახლობლებისთვის ჩუქება. ერთი სიმბოლო თქვენთვისაც დაიტოვეთ და დადგით თაროზე, ან მიამაგრეთ მაცივარს (იყიდება სპეციალური მაცივრის სამაგრები), რათა ახალი წლის კეთილგანწყობა დაიმსახუროთ. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1004 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |