4:59 AM როგორ გადავიყვანოთ Docx ფორმატი Doc ფორმატში | |
ალბათ უკვე იცით, რომ Word-ის ფორმატი 2007 ვერსიიდან შეიცვალა Docx ფორმატით. უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც 2003 ვერსიას უამრავი მომხმარებელი ჰყავს და მათ არ შეუძლიათ Docx ფორმატის გახსნა. თუ რა თქმა უნდა სპეციალურ პროგრამას არ გადმოწერენ მაიკროსოფტის ოფიციალური საიტიდან, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ზემოხსენებული 2007 ფორმატი გახსნას 2003 ვორდში. თუ თქვენ არაფრის გადმოწერა არ გინდათ და გსურთ, რომ უფრო მარტივად გამოხვიდეთ მდგომარეობიდან, შედით საიტზე Investintech და ატვირთეთ თქვენთვის სასურველი Docx ფორმატის დოკუმენტი. რამდენიმე წამში თქვენ მიიღებთ Doc გაფართოების დოკუმენტს. | |
კატეგორია: გაკვეთილები | ნანახია: 1139 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 1 | |
| |
2011-08-07