5:14 AM როგორ დავბლოკოთ აპლიკაციები Facebook-ში | |
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოსაბეზრებელი ფაქტორი რაც ამ სოციალურ ქსელს აქვს არის ის, რომ ზედმეტად გადატვირთულია აპლიკაციებით. თანაც წარა-მარა რომელიმე კონტაქტი ამა თუ იმ აპლიკაციას გიგზავნით. არის შემთხვევები, როცა ადამიანს არ სიამოვნებს ეს ფაქტი და მათი დაბლოკვა უნდა. მაგრამ არ იცის მიზანს როგორ მიაღწიოს. თუ თქვენ ახალი ხართ Facebook-ში, ჩვენ განახებთ, როგორ უნდა დაბლოკოთ არასასურველი აპლიკაციები ამ სოციალურ ქსელში.
გახსენით ბრაუზერი და შედით Facebook-ში. მარჯვენა მხარეს ზედა კუთხეში ჩამოშალეთ Account და დააკლიკეთ მენიუზე Privacy settings ამის მერე მარცხენა ქვედა კუთხეში თქვენ ნახავთ ასეთ რამეს Applications and websites დააკლიკეთ Edit your settings. გამოვა ყველა იმ აპლიკაციების სია, რომლებსაც თქვენ ხმარობთ. უბრალოდ დააკლიკეთ Turn off all platform applications და შეინახეთ ცვლილებები. ამის მერე აპლიკაციებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოგეხსნებათ. | |
კატეგორია: გაკვეთილები | ნანახია: 1341 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |