• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » რა გველის კურდღლის/კატის წელში?
3:21 AM
რა გველის კურდღლის/კატის წელში?
http://lady.ge/Untitled-1300mmm.jpgრა გველის კურდღლის/კატის წელში?
ახალი, 2011 წელი, აუცილებლად მოიტანს ბევრ წარმატებას და ბედნიერებას! კატა ხომ ყოველთვის ოთხ ფეხზე ვარდება – ის ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. ის ბედის რჩეულია!. ახალი წლის ყოველი დღე ფსიქოლოგიურ და პირადულ ასპექტში, სასიკეთო ცვლილებების სიმბოლო გახდება!


პირველი თვისება, რაც ამ ცხოველს სხვებისგან გამოარჩევს _ მოკრძალებაა. კურდღელი ძალიან მორიდებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან სტუმართმოყვარე, აფასებს ოჯახურ სიმყუდროვესა და სილამაზეს.

ის აფასებს კეთილ დამოკიდებულებას, სულიერ სითბოსა და სტუმართმოყვარეობას, ამიტომ კურდღლის წელში მეტი ყურადღება დაუთმეთ მეგობრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან ურთიერთობებს, ხშირად მოიწვიეთ ისინი სტუმრად.

ეს საკმაოდ დიპლომატიური ნიშანია. მას, აგრეთვე, რომანიკულობა და ერთგულება ახასიათებს, ამიტომ ამ წელს შექმნილი ოჯახები განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩევა.

ბევრი იპოვის თავის რჩეულს და ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა ოჯახის შექმნით დაგვირგვინდება!


კურდღელი (კატა) _ ოჯახის ცხოველია, გამრავლების, შთამომავლობის, სიმშვიდის სიმბოლო. ეს წელი მეტ სიმშვიდეს შემოიტანს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ხელს შეუწყობს ნებისმიერი სახის ოჯახური ურთიერთობების გამყარებას.
სიყვარული _ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი 2011 წელს! სიყვარული იქნება ყველგან, რასაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავზე იგრძნობს და ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდება.


მიმოიხედეთ ირგვლივ და მონახეთ თქვენი გულის სწორი! სწორედ ეს არის ამ წლის უმთავრესი ლეიტმოტივი.
აღმოსავლურ ასტროლოგიაში ნათქვამია ასევე, რომ კურდღელი საოცრად ჭკვიანია, ბევრ სფეროში შეუძლია საკუთარი ძალების მოსინჯვა. ის მფარველობს ყველას, ვისაც მეცნიერებასთან ექნება შეხება და საერთოდაც, ყველა სპეციალისტს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე.


კურდღელი ცოტათი მშიშარა და ფრთხილია. ამიტომ ბევრ ადამიანს, მითუმეტეს ამ წელს დაბადებულებს, გაუჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება. ამასთანავე, ის საკმაოდ პედანტურია და არ უყვარს მოუწესრიგებლობა საქმეებში, აზრებში, ყოველდღიურობაში.


ეს განსაკუთრებულად კარგი წელი იქნება მათთვის, ვინც დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა. ასევე, შემოქმედებითი სფეროს ადამიანებისთვის. ეს წელი ინტელეგენტური და ხელოვნების ნიჭიერი წარმომადგენლებისთვისაა.


კურდღლის წელში დაბადებულ ადამიანები ირგვლივმყოფთა ნდობით სარგებლობენ. ბევრი მიმართავს მათ დახმარებისთვის. ამ წელს დიდი სტუმრიანობა და დროის ტარება იქნება. გამორჩეული იქნება ურთიერთობებით, კომუნიკაციით, მოლაპარაკებებითა და შეხვედრებით. ამასთან, კონფლიქტური სიტუაციები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, რადგან კურდღელი საუკეთესო დიპლომატია და შეძლებს ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკებას.


ამ წელს სხვებისთვის გაწეული ნებისმიერი დახმარება, ასმაგად დაგიბრუნდებათ. სასურველია თქვენი გეგმებისა და საიდუმლოებების საიდუმლოდ შენახვა, რათა ვერავინ შეძლოს მათი ჩაშლა.


ამ წელს დაბადებული ბავშვები ძალიან ნიჭიერები და კეთილგანწყობილნი იქნებიან, მაგრამ ცოტათი ქარაფშუტებიც. ამასთან, ადრეული ასაკიდან მოუნდებათ თავიანთ ნებაზე სიარული, ყველანაირად ეცდებიან პატარაობიდანვე დამოუკიდებლობის მოპოვებას.
ეს წელი არამარტო ქმედების, არამედ გონიერი მომავლისთვის მზადების წელია. აუცილებელია რაღაც ფუნდამენტის შექმნა, რომელსაც სწორედ წელს უნდა ჩაეყაროს საფუძველი.


კურდღლის წელი სამართლიანობის აღზევების წელია, ის, ვინც უკანონოდ მიითვისებს სხვის ქონებას, ამ წელს ადვილად დაკარგავს მას.


წლის ბოლო ხელს შეუწყობს კრიზისიდან გამოსვლას და მეტ პოზიტივს შემოიტანს ადამიანებისა და ქვეყნის ცხოვრებაში.
თუ თქვენ თხის, ცხენის (მითუფრო `ცეცხლოვანი ცხენის~), ძაღლის, ხარის ან დრაკონის წელიწადში ხართ დაბადებული, ეს წელი განსაკუთრებით ბედნიერი იქნება თქვენთვის. გამოიყენეთ ეს მომენტი! წამოიწყეთ ახალი საქმე და წარმატებით მიიყვანეთ ბოლომდე!


მამლის ან მაიმუნის წლებში დაბადებულებს მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ დასახული მიზნების მისაღწევად და დაგროვილი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.


სხვა ნიშნებისთვის კი კურდღლის წელი ნეიტრალურია, არც ძალიან ცუდი და არც ძალიან კარგი.


გისურვებთ ვარსკვლავების კეთილგანწყობას!
გილოცავთ ახალ წელს!!!

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1148 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი