7:58 PM ფოტოგრაფმა კეფაში ფოტოკამერა ჩაიმონტაჟა | |
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ხელოვნების პროფესორმა და კონცეპტუალისტმა ბაფაა ბილიალმა კეფაში ციფრული ფოტოკამერა გადაინერგა. ამგვარად ფოტოგრაფიის პედაგოგმა, რომელიც გამომსახველობითი ხელოვნების მიმართ ორიგინალური მიდგომით არის ცნობილი, გადაწყვიტა, დოხის მუზეუმის ცოცხალი ექსპოზიცია გამხდარიყო. ტიტანის ფირფიტას, რომელზეც კამერა მაგნიტით არის მიმაგრებული, პროფესორს თავში ნიუ-იორკის ერთ-ერთ ტატუ-სალონში სამი საათის განმავლობაში უდგამდნენ. იმპლანტაცია პირსინგს ჰგავს და ის ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარდა. "რომ მცოდნოდა, ოპერაცია ასეთი მტკივნეული იქნებოდა, არ გავიკეთებდი", - აღიარა ბილიალმა. 5 სმ-იანი დიამეტრისა და 2,5 სმ სისქის აპარატი პროფესორის თავში ერთი წლის განმავლობაში დარჩება. მთელი ამ დროის მანძილზე კამერა ყველაფერს გადაიღებს, რაც ბილიალის ზურგს უკან მოხდება. კამერა ფოტოებს 24-საათიან რეჟიმში წუთში ერთხელ გადაიღებს, მიღებული ფოტოები კი კატარის დედაქალაქში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დამონტაჟებულ მონიტორებზე გამოჩნდება. როგორც მხატვარი აცხადებს, მისი პროექტი იმის სიმბოლოა, რომ თანამედროვე ადამიანი კამერების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრებს. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 928 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |