საუკუნეების
მანძილზე ქალებისა და მამაკაცების ერთმანეთისადმი ლტოლვის საიდუმლო
აფორიაქებს მეცნიერების, ფილოსოფოსებისა და პოეტების გულსა და გონებას.
ამერიკელმა მეცნიერებმა კი გადაწყვიტეს, გაარკვიონ, რა უფრო მიმზიდველია
სექსუალურ ურთიერთობებში და მოულოდნელ დასკვნამდე მივიდნენ - ინტიმურ
ურთირთობებში ქალებისა და მამაკაცების უმრავლესობას აღელვებს კოცნა.
კოცნისას მუშაობაში 29 კუნთი ერთვება და ეს თავის ტვინის სისხლით
მომარაგებასა და გაცვლით პროცესებს აჩქარებს. ვნებიანი კოცნა შედეგად ქმნის
ქიმიურ სუბსტანციებს, რომლებიც ტვინზე ნარკოტიკივით მოქმედებენ, მაგრამ ეს
”ნარკოტიკი” მორფინის ზემოქმედებას 200-ჯერ ჭარბობს.
გარდა ამისა, კოცნა სექსუალური ცხოვრების ერთგვარი ენაცაა. აღმოჩნდა,
რომ მამაკაცების 71% და ქალების 69% პროცენტი პარტნიორს აჩვენებს და
მიანიშნებს, რომ ინტიმური ურთიერთობის გაგრძელება სურს.
სხვადასხვა სქესის წარმომადგენლის დამოკიდებულება კოცნისადმი
განსხვავებულია, მაგალითად, ქალებს ურჩევნიათ რამდენიმე სახის კოცნა
გამოყონ - ნაზი, დამამშვიდებელი, მომთხოვნი და აღმგზნები. მამაკაცები კი
უფრო იქით იხრებიან, რომ ყოველგვარი კოცნა სექსისთვის მზაობად აღიქვან.
თუმცა ქალებიცა და მამაკაცებიც ერთ აზრამდე მიდიან, რომ პარტნიორის ბაგეები
ყველაზე მეტად ამაღელვებელია საყვარელი ადამიანის სხეულზე.
დღეს კოცნის სამკურნალო ეფექტს მეცნიერული კვლევები ადასტურებენ.
ჩიკაგოს სტომატოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ
კალციუმისა და ფოსფორის შემცველი ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა კბილებს
კარიესისგან უშაქრო ”ორბიტზე” ნაკლებად არ იცავს.
პროფესორი ულფ ბემიგი კოცნას პროფილაქტიკური აცრის ვარიანტად თვლის:
სხვისი ბაქტერიები ადამიანის ორგანიზმში წინააღმდეგობის უნარს აძლიერებს -
ხდება ე.წ. ”ჯვარედინი იმუნიზაცია”.
კოცნის დროს ენისა და ბაგეების ყველა კუნთია ჩართული. ამ სასიამოვნო
კონტაქტის ერთი წუთი იმაზე მეტ კალორიას წვავს, ვიდრე 500 მეტრის გარბენა.
სახის კანი უფრო კარგად მარაგდება სისხლით და უფრო ნელა ბერდება.
* * *
დრო მიედინება, მამაკაცები და ქალები ერთმანეთის სიყვარულის
მოსაპოვებლად სულ ახალ-ახალ ხერხებს იგონებენ. თუმცა ძველი, როგორც თვითონ
სამყარო, კოცნა ძველებურად ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი და ამავე დროს
სასარგებლო რამედ რჩება დედამიწაზე.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-11
თქვენ კვლავ ერთად ხართ საძინებელში, მარტო, თუმცა ეს თქვენს გულს არ
ახარებს?, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, თუმცა მთავარი მიზეზი ერთია, შენ
არ მოგწონს „რაღაც" შენს ან შენი საყვარელი ადამიანის ქცევაში მაგრამ ჩუმად
ითმენ და არ საუბრობ ამ პრობლემის შესახებ. პირველ რიგში შეიგნე, რომ
შენ მარტო არ დგახარ ამ პრობლემის წინაშე. მსოფლიოში ძალიან ბევრ მამაკაცს
და ქალს უჭირს საუბარი საკუთარ სექსუალურ პრობლემებზე. ზოგს ეშინია, თუ
როგორ აღიქვავს ამ „პრეტენზიას" პარტნიორი, ზოგი კი თვლის, რომ ეს ასეც
უნდა იყოს და ეგუება დისკომფორტს. უთქმელად მიყვებიან დინებას და ვერც კი
წარმოუდგენიათ, რომ სექსი შეიძლება იყოს არა მარტო უკეთესი, არამედ
ფანტასტიურად კარგი. ამ სიჩუმეს კიდევ უფრო ცუდი შედეგი მოაქვს,
დისკომფორტი აციებს გრძნობებს და აფუჭებს ურთიერთობას. შენ გეშინია
აწყენინო საყვარელ ადამიანს, ან საკუთარი თვითკრიტიკის გეშინია და არ გინდა
დაფიქრდე ამ პრობლემაზე, მაგრამ აბა დაფიქრდი, როგორ ცივდება ურთიერთობა,
როდესაც შენ მასთან ინტიმური ურთიერთობის სურვილი არ გაქვს. თანაც თუ
სექსოლოგების სიტყვებს დავუჯერებთ ძალიან იშვიათია ურთიერთობა, რომელსაც
დახვეწა არ ესაჭიროვება.
როგორ ვისაუბროთ სექსზე? 1. დასაწყისისთვის
მშვიდი ტონით აცნობე შენს პარტნიორს, რომ შენ გინდა მასთან თქვენს ინტიმურ
ურთიერთობებზე საუბარი. მოამზადე საჭირო სიტყვები და ეცადე დელიკატური იყო
როგორც მასთან, ასევე საკუთარ თავთან ურთიერთობაში. 2. თქვენს ყურადღებას არავინ და არაფერი არ უნდა იქცევდეს, ბავშვები, ტელევიზორი, ტელეფონი – ეს ყველაფერი სასტიკად აკრძალულია. 3. დროულია
საკუთარ „მე"–ზე იზრუნო, ისაუბრე იმაზე, თუ რა გსურს, რა გსიამოვნებს
ურთიერთობაში და რა არ გსიამოვნებს. არასოდეს არ დაადანაშაულო პარტნიორი,
არ უთხრა, რომ ის რაღაცას არასწორად აკეთებს. შესთავაზე სხვადასხვა პოზები
და გამოსავლის ძებნა. 4. შესთავაზე პარტნიორს მოგიყვეს საკუთარი
სურვილების შესახებ. იქნებ მასაც აქვს პრობლემა, რომელზეც ხმას არ იღებდა?.
დაფიქრდი რა შეგიძლია შეცვალო შენს ქცევაში ისეთი, რომელიც ორივეს ძალიან
მოგეწონებათ. 5. არ განიხილო არაფერი სექსის გარდა, წყენა, გასაუთოვებელი
პერანგი, გატეხილი თეფში.... 6. რეგულარულად ისაუბრე პარტნიორთან ამ პრობლემებზე, რაც უფრო იშვიათად საუბრობ სექსზე, მით უფრო რთულია ამ თემის დაწყება.
ეცადეთ იპოვოთ საერთო ენა სექსში, ჰარმონიული ურთიერთობა საწოლში ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთბის საწინდარია.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-11
როდესაც ჩემს საყვარელ ადამიანთან ტელევიზორის წინ საწოლში
ვნებივრობდი, სპორტული გადაცემა დაიწყო. ძალიან მოკლე ხანში ისე გამოვედი
წყობილებიდან, რომ ტელევიზორის დამტვრევა მინდოდა, ეგღა მაკლდა, მე თითქმის
შიშველი მის მკლავებში ვდნებოდი და ის ცალი თვალით და მთელი გონებით
ფეხბურთის ანგარიშებზე და საჯარიმოზე ფიქრობდა. ვუსაყვედურე, მან კი
პატარა, 5 წლის ბავშვივით მიპასუხა, რომ სექსით 10 წუთის შემდეგაც
დავკავდებოდით, გადაცემა კი სწორედ ეხლა გადიოდა და თანაც ისეთ
მნიშვნელოვან თამაშზე, რომელსაც ვერაფრით გამოტოვებდა.
ადრე ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით და ვწუწუნებდი, თურმე ბედნიერი
ქალი სწორედ მაშნ ვყოფილვარ. ჩემი „მაჩო" ტელევიზორს მხოლოდ სამზარეულოში
უყურებდა. გამოსახულება ცისფერი ეკრანიდან მას ისე ართობდა, რომ დამწვარ
ტოსტებსაც კი კმაყოფილი სახით, თითქმის დაუღეჭავად ყლაპავდა. საძინებელი
ოთახი მხოლოდ ძილისთვის და სექსისთვის იყო განკუთვნილი, ერთი განიერი
საწოლი და პატარა კომოდი იდგა. მის გონებას ვერანაირი სპორტული გადაცემა
ვერ გაფანტავდა, ის მთლიანად ჩემი იყო თავიდან და ბოლომდე. რამდენიმე
წელიწადში გავფართოვდით, დიდი არაფერი, სულ რაღაც სამი ოთახი. ჩემმა
საყვარელმა პარტნიორმა საძინებელ ოთახში უზარმაზარი პლაზმური ეკრანი
დაკიდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მას ტელევიზორის გარეშე ცხოვრება არ
შეუძლია. იმ დღის მერე გაღვიძებისთანავე „წკაპ" და ჩართავს ტელევიზორს,
თანაც პულტს ხელიდან არ აგდებს. სამსახურიდან დაბრუნებული, იმის ნაცვლად
რომ მე მეამბოროს პირველ რიგში ისევ პულტს კიდებს ხელს. ჩვენ თითქოს
ვკონტაქტობთ მაგრამ ჩვენს შორის მუდამ ჩართულია დიდი პლაზმური ეკრანი სადაც
„ყოველთვის ბევრად საინტერესო თემებზე საუბრობენ". ნანატრი განიერი
საწოლის ახლოს კი ახალი თაობის (ნავაროტებით) კომპიუტერია, ჩემი ქმარი
თურმე გენიოსი ყოფილა, მას ერთდროულად შეუძლია ტელევიზორსაც უყუროს და
კომპიუტერში გონკები ან ომობანაც ითამაშოს. ნუ გეცინებათ, კარგად
დაფიქრდით როგორია, როდესაც თქვენ მას ეალერსებით და ის მონიტორზე ამ დროს
მონიკა ბელუჩის ან პამელა ანდერსონის ღრმა დეკოლტეს უყურებს. ბოლოს ვერ
ვხვდები წარმოსახვაში ვისთან აქვს სექსი, ჩემთან თუ პამელა ანდერსონთან?.
ხელს გულზე დავიდებ (უფრო სწორად მარცხენა ძუძზე) და გამოგიტყდებით ერთხელ
მონიტორმა ჩემი ყურადღებაც მიიპყრო, ეს იყო გამეორება ფილმისა „სექსი დიდ
ქალაქში". თუმცა ჩემს სიყვარულს უკვე ხვრინვაც კი ქონდა ამოშვებული ჩემს
გვერდით საწოლზე და მე კი განერვიულებული ვერაფრით ვიძინებდი.
რაც დრო გადის, იქმნება სერიოზული სექსუალური პრობლემები. ნელ–ნელა
იქით მივდივართ, რომ სექსიც აღარ გვინდა, გადავეჩვიეთ. ვხდებით აგრესიულები
და ჩვენი ცხოვრებაც რუტინად გვეჩვენება. ამ რუტინის ნიადაგზე რამდენიმე
ხანში ისე ვგიჟდებით, რომ „საყვარელ" პარტნიორს საძინებლიდან ვაძევებთ
ტელევიზორის საყურებლად არა იმიტომ, რომ სექსით არ დავკავდით საღამოს,
არამედ იმიტომ, რომ დავიძინოთ, მისი გადაცემების ხმა ძილს გვიფრთხობს.
ეს პრობლემა მსოფლიოს ძალიან ბევრ წყვილს აწუხებს. ფრანგმა
სექსოლოგებმა ოჯახური წყვილის ორი ჯგუფი შეისწავლეს. ერთი მათგანი
ტელევიზორს დღის განმავლობაშ მხოლოდ ორი საათი უყურებდა, მეორე ოთხი საათი.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ პირველი ჯგუფის წყვილები ორჯერ უფრო ხშირად
იყვნენ დაკავებული სექსით, ვიდრე მეორე. ანალოგიური კვლევა ჩაატარეს
იტალიელმა მეცნიერებმაც, კვლევის ერთ ჯგუფს საძინებელში ქონდა
დამონტაჟებული ტელევიზორი, მეორეს კი არა. შედეგი ასეთი იყო, ჯგუფს,
რომელსაც საძინებელში ტელევიზორი არ ქონდა სექსი ქონდათ კვირაში ორჯერზე
მეტად, ხოლო ჯგუფს, რომელსაც ტელევიზორი ქონდათ, თვეში ოთხჯერ მაქსიმუმ.
დიდ ბრიტანეთში საქმე კიდევ უარესად არის, გამოკითხულთა მესამედი
დათანხმდა, რომ ახალი 50 დიუმიანი, პლაზმური ტელევიზორის სანაცვლოთ სექსი
არ ექნებოდათ ნახევარი წელი. ბრიტანელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ
„ბოევიკები" და „რეალითი შოუ" ყველაზე მეტად კლავენ ვნებას. რით ვუშველოთ? • გავიტანოთ საძინებლიდან ცისფერი ეკრანი • მოვსპოთ საძინებლიდან კომპიუტერი • ჩავრთოთ მუსიკა P.
S. სექსი მუსიკის ფონზე ბევრად ძველი ჩვევაა, ვიდრე სექსი ტელევიზორის
ფონზე. პირველყოფილ ეპოქაში ახლად დაწყვილებულებს სარეცელისკენ ტამტამებით
აცილებდნენ. აქედან დასკვნა, ჩვენი ლიბიდო იზრდება ცეცხლოვანი მუსიკის
ფონზე. მეცნიერულად დადგენილია, რომ მუსიკა ასტიმულირებს ტვინის უჯრედებს,
რომლებიც მოქმედებენ სექსუალურ აღგზნებაზე.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-11
Sexy/not sexy? სტრინგები, გრძელწინდები, ’’შპილკები’’ და ლამაზი
ბიუსტჰალტერი სექსუალური ქალის შეუცვლელი იარაღია. ნებისმიერ ქალს
ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუყენებია ეს ნივთები მამაკაცის მოსახიბლად და
ჯერ არავის გასჩენია აზრი მათ უტყუარობაზე. თუმცა ხშირად მამაკაცების და
ქალების აზრი ერთიმეორეს არ ემთხვევა.
ფეტიში N:1 – სტრინგი
ითვლება, რომ სტრინგი ყველაზე გულახდილი და სექსუალური საცვალია.
მასში არა მარტო თქვენი მომხიბვლელი საჯდომის დემონსტრირებას შეძლებთ,
არამედ გაუხდელად შეგიძლიათ სექსით დაკავდეთ.
ქალების აზრი – სტრინგების თაობაზე ორად იყოფა, ზოგისთვის ის
მოუხერხებელი ნივთია, რომელიც მხოლოდ უკანალს უხეხავს და თუ ჩაიცმევს,
მხოლოდ რამდენიმე წუთი და ისიც იმისთვის, რომ პარტნიორს ასიამოვნოს და რაც
უფრო მალე გახდის მას პარტნიორი, უფრო გაუხარდება. ზოგს კი მის გარეშე
ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. თხელია, არ გაწუხებს და თან კარგად გამოკვეთს
ნავარჯიშებ უკანალს.
გაგიკვირდებათ და მამაკაცების აზრიც ორად იყოფა, ზოგს ტრუსები
ურჩევნია ზოგი კი თვლის, რომ თუ იდეალური სხეული არ გაქვს მაშინ ჯობია
სტრინგებში თავს ნუ მოაწონებთ პარტნიორს.
ფეტიში N: – ჩულქი
ეს რეტრო-ფეტიშია, რომელიც სექსუალობას მატებს ყველაზე მკაცრ სამოსსაც
კი, თუმცა მოდით, ვიკითხოთ, რამდენად აქტუალურია გრძელწინდა დღეს.
ქალების აზრი – გრძელწინდა (ჩულქი) ძალიან სექსუალურია, თუმცა საკმაოდ
არაკომფორტული, წარმოგიდგენია ზამთარში როგორ გამოგეყინება ერთი ადგილი?
თუმცა თუ იცი, რომ შენს შეციებულ ფეხებს ”ის” გაათბობს და თანაც ძალიან
მალე, ჯობია, ჩაიცვა და სექსუალური და მიმზიდველი დახვდე.
მამაკაცების აზრი – გრძელწინდა ერთხმად აღიარებული აქსესუარია. ასე,
რომ ქალბატონებო, იჩქარეთ და შეიძინეთ რამოდენიმე წყვილი (განსაკუთრებით
შავი, მაქმანებით ან სეტკა).
ფეტიში N:3 რეზინის დვრილები
მას შემდეგ, რაც სამანტა ჯონსმა, ფილმში „სექსი დიდი ქალაქში" რეზინის
დვრილები გაარეკლამა, ის ყველაზე პოპულარულ აქსესუარად იქცა და მისმა
გაყიდვებმა სექს შოპებში ყველა სექსუალურ გასართობს გადააჭარბა.
ქალების აზრი – აქაც ორად გაიყო, ზოგისთვის ეს სისულელეა, რეზინის
დვრილების მიმაგრება საჭირო ნამდვილად არ არის და თანაც არაკომფორტულია,
იქნებ მოძვრეს? თუმცა მეორენი თვლიან, რომ უბრალო მაისურშიც კი ეს დვრილები
იმდენად იჭერენ მამაკაცის მზერას, რომ ადვილად შეაბავთ სასურველ მამაკაცს.
აი მოხსნა კი ნამდვილად უნდა მოასწროთ, პარტნიორმა არ დაინახოს.
მამაკაცების აზრი – რა ესეთი არსებობს?, ქალი რომ ვნახო მოტკეცილი
მაისურიდან გამოწვერილი დვრილებით რათქმაუნდა ავიღგზნები,თუმცა მაისურის
გარეშე რეზინის დვრილებზე სიცილი ამიტყდება.
ფეტიში N: 4 ბუზგალტერი პუშ–აპ ეფექტით.
ბევრი პატარა მკერდის მქონე გოგონას ცხოვრება შეცვალა პუშ–აპ
ეფექტიანმა ბუზგალტერმა. მაგრამ მოდით ვიკითხოთ რამდენად მოსწონთ
მამაკაცებს მსგავსი ტყუილი?
ქალბატონების აზრი – ვისაც პატარა მკერდი აქვს მხოლოდ იმისთვის კი არ
სჭირდება მსგავსი ბუზგალტერი, არამედ იმისთვის, რომ სამოსში კარგად
გამოიყურებოდეს გულმკერდის ნაწილი. თუმცა ძალიან უხერხულია, როდესაც
მამაკაცი გეფერება და სინამდვილეშ მკერდამდე ხელი ვერ მიუწვდება, ის
პარალონს ან სილიკონს უფრო ეფერება, ვიდრე შენს „ბუმბერაზ" მკერდს.
მამაკაცების აზრი – სანამ ქალი ჩაცმულია მსგავსი ბუზგალტერი საკმაოდ
ალამაზებს მკერდს, თუმცა სექსზე რომ მიდგება საქმე ჩვენ გამჭვირვალე, თხელი
ბუზგალტერები გვირჩევნია და საერთოდ მკერდი მთავარია ლამაზი ფორმის იყოს,
სილიკონის მოფერებას „მუღამი" არ აქვს.
ფეტიში N:5 ფეხსაცმელი შპილკებზე
უმეტესობა ქალების დარწმუნებულნი არიან, რომ მამაკაცი მათ ყურადღებას
არ მიაქცევს, თუ მათ ქუსლზე არ აცვიათ. ამის გამო ხშირად ეწირება ჩვენი
ფეხები სილამაზეს, ღირს კი ეს ტანჯვად?
ქალების აზრი – ქუსლი მილამაზებს სიარულის მანერას და სიმაღლეში
ვიზუალურად საკმაოდ მზრდის და ეს ორი დადებითი თვისება საკმაოდ დიდი
მიზეზია იმისთვის, რომ ავიტანო მაღალ ქუსლზე დგომა და პოდაგრისგან
გამოწვეული ტკივილიც კი.
მამაკაცების აზრი – ქუსლი კარგია მაშინ, თუ ქალი მასზე თავს კომფორტულად
გრძნობს. ერთ გოგონასთან ერთად სპორტულ დარბაზში დავდივარ. მას ყოველთვის
ბოტასში ვხედავდი და სიმართლე გითხრათ, როგორც ქალისთვის ყურადღება არ
მიმიქცევია, ამას წინათ რესტორანში შემხვდა, თვალი ვერ მოვწყვიდტე, ჩემს
წინ სხვა ადამიანი იდგა.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-11
სექსუალურობის ასაკი: რომელ წლამდე იქნები კვლავ სასურველი, მიმზიდველი და სექსუალური?
არავის არ გაუკვირდება დღევანდელ ეპოქაში 50 წლის სექსუალური
ქალბატონის ხილვა. ეს ხომ ის პერიოდია, როდესაც 50 წელს მიღწეული შერონ
სტოუნი ფილმში „ძირითადი ინსტიქტი 2", ბევრად სექსუალურია ვიდრე მანამდე
გადაღებულ ფილმში „ძირითადი ინსტიქტი", როდესაც მადონა და დემი მური დღესაც
თავისუფლად მისცემენ ფორას ნებისმიერ პატარა გოგონას. კიმ კეტროლს კი
ახალგაზრდობაში ყურადღებას არავინ აქცევდა, მისი აღზევების პერიოდი ჯერ
სერიალს, შემდეგ კი ფილმს „სექსი დიდ ქალაქში" და „სექსი დიდ ქალაქში 2"
უკავშირდება. ის ერთ–ერთ სექსუალურ მსახიობად ითვლება ამერიკაში.
რაშია საიდუმლო? რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ქალბატონი მხოლოდ
ახალგაზრდობაშია მომხიბვლელი, ზოგი კი წლებთან ერთად იფურჩქნება და
მშვენდება?. ზოგი ამ პროცესს გენეტიკას აბრალებს და მშობლების მაგალითს
აკვირდება, ზოგი ცხოვრების პირობებით მსჯელობს „გენაცვალე მაგას ისეთი
ცხოვრება აქვს რა დააბერებსო" – იტყვიან ხოლმე, საქმე იმაშია, რომ თვითოეულ
ქალში ბავშვობის ასაკშივე ვითარდება ზრდის, დამწიფების და დაბერების
პროგრამა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს პროგრამა არც ჩვენს
გენებში და არც ჩვენს დეენემში არ არის ჩაწერილი, ის ჩვენს ტვინშია. ჩვენს
სხეულს ხომ ქვეცნობიერი მართავს.
დაუჯერებელია, ნუთუ ჩვენს ტვინში ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ
როდის დავბერდები? ან როდის დავკარგავ სექსუალურ მომხიბვლელობას?
ფსიქოლოგები გვირჩევენ, უბრალოდ ვკითხოთ საკუთარ თავს, რომელ ასაკში
დავკარგავ სექსუალურობას და პირველი პასუხი რომელიც იქნება, რაოდენ
სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ის არის თქვენი სექსუალურობის ზედა
ზღვარი.
ნუ იფიქრებთ ცუდზე, პირიქით, თქვენ ქვეცნობიერზე ზემოქმედებით შეგიძლიათ
თქვენი მომხიბვლელობის ასაკობრივი ჩარჩოები გაზარდოთ. მთავარია
ქვეცნობიერზე იმოქმედოთ და პლასტიკური ქირურგიის კლინიკის უხარისხო
რეკლამას არ დაემსგავსოთ.
არსებობს ფსიქოლოგი ეფერმანის მეთოდი, რომლის თეორიის მიხედვითაც
ადამიანს თავისუფლად შეუძლია კონცენტრირება კააკეთოს მხოლოდ სილამაზეზე და
სექსუალურობაზე და ამის მეშვეობით 70 წლამდე გადაწიოს სხეულის დაბერების
ზღვარი. თუმცა ამ შედეგის დანახვას დრო სჭირდება. ამიტომ დროულად დაიწყეთ
იმაზე ფიქრი. დაიჯერე, რომ თქვენ დიდხანს იქნებით სასურველი და სექსუალური
და წლები ვერაფერს დაგაკლებთ. ნაკლებად ეძებე სახეზე ნაოჭები, ხშირად
მიაქციე ზემოთ ჩამოთვლილ მსახიობებს ყურადღება. მათი მონაცემები სწორ გზაზე
დაგაყენებთ. ნუ იფიქრებ საკუთარ წლებზე, იფიქრე საკუთარ თავზე, როგორც
ახალგაზრდა, ენერგიულ და სექსუალურ ქალბატონზე.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-11
აქსიომაა
ის, რომ მამაკაცს არ შეუძლია თვალი აარიდოს ქალის მომხიბვლელობას.
თუმცაღა, სილამაზეს ყველა თავისებურად აღიქვამს. არის ხერხები რომლითაც
შეძლებთ ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლას.
1. აიძულე იფანტაზიოროს! რამდენადაც გასაკვირი უნდა
იყოს, მამაკაცები მომავალ ინტიმურ ურთიერთობაზეუბრალო მინიშნებითაც კი
იხიბლებიან. ჩაიცვით გამომწვევად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ნუ გამოაჩენთ
ყველაფერს ერთდროულად, დატოვეთ რაღაც საინტერესო.
2. არ დამალო, რომ გიყვარს სექსი! ცუდი რა არის
იმაში, რომ გიყვარდეს სექსი, ქალი რომელსაც ამის თქმა შეუძლია მამაკაცს
ხიბლავს. ბევრი ქალი არ აღიარებს ამას, სითამამე კი შესანიშნავი ანკესია
ძლიერი სქესისთვის.
3. დარწმუნებული იყავი საკუთარ თავში! ამბობენ რომ
მამაკაცს სურს, გვერდით ჰყავდეს მორჩილი ქალი. ეს სიცრუეა, სინამდვილეში
მათი ოცნებაა თამამი ქალი, რომელსაც შეუძლია, თვითონვე მიხედოს საკუთარ
თავს და მიიღოს გადაწყვეტილება, ხოლო ქალი, რომელსაც სულ დამშვიდება და
მოვლა სჭირდება, მალევე ღლის მამაკაცს.
4. იყავი გულახდილი! ქალი, რომელიც ურცხვად მოუყვება საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებზე და შესთავაზებს მათ განხორციელებას, ოცნებაა თვითოეული მამაკაცისთვის.
5. შეიყვარე საკუთარი სხეული! მამაკაცებს ხიბლავთ
ლამაზი მკერდი, მკვრივი ტანი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,
როდესაც ქალს არ რცხვენია იმისი, რაც გააჩნია და არ მალავს საკუთარ სხეულს.
ძნელია, უყვარდეს შენი სხეული სხვას თუკი შენ თვითონ არ გიყვარს ის.
6. იუმორი! ქალი რომელიც კარგად ხუმრობს არ
ეჩვენება უკარება და უჟმური მამაკაცს, მას სიამუვნებს როცა მის გვერდით
მხიარული ქალია, ქალს უნდა შეეძლოს გაიხუმროს და სათანადოდაც უპასუხოს
სხვის ხუმრობას. იუმორის გრძნობას სიმსუბუქე და ხალისი შეაქვს
ურთიერთობაში, ისწავლეთ ანეკდოტების მოყოლა.
7. დაუმატე ცოტა სიგიჟე! აჩვენე, რომ ხშირად
დაუფიქრებლად იღებ გადაწყვეტილებებს. დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია. შენ იმ
მამაკაცის ფიქრებს დაიპყრობ, ფიქრი იმაზე თუ ”რაოდენ გიჟი შეიძლება იყო
საწოლში”, არ მოასვენებს მას.
8. უთხარი რომ მზად არ ხარ სერიოზული ურთიერთობებისთვის! მამაკაცს უნდა სჯეროდეს, რომ ყველა ქალს არ სურს ვალდებულებები. დაე, სჯეროდეს, რომ შენ მზად ხარ გაერთო.
9. დაემსგავსე ფლეიბოის ყდაზე ნანახ გოგონებს! ყველა
მამაკაცი მეოცნებეა, მათ სურთ ქონდეთ სექსი პამელა ანდერსონის მსგავს
ქალთან, სინამდვილეში საქმე სილიკონის ფორმაში არ არის, იყავი ველური და
სექსუალური.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-11
XS – ზომა იდეალურია თუ საქმე ქალის პროპორციებს ეხება, ხოლო თუ ის
მამაკაცის ორგანოებს შეესაბამება დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით. აქ კი
მხოლოდ პროფესიონალთა რჩევები თუ დაგვეხმარება.
აქვს თუ არა ზომას მნიშვნელობა?
შენ შეხვდი შენი ოცნების მამაკაცს და ის „იდეალურია", ისეთი
მამაკაცური, როგორიც მთელი ცხოვრება მოგწონდა, ისეთი ყურადღებიანი და
როგორსაც მთელი ცხოვრება ელოდი, თუმცა საქმე ახლო ურთიერთობამდე მიდის და
აღმოაჩენ რომ მისი მამაკაცური ღირსება ძალიან მცირე ზომის არის.
როგორ უნდა მოიქცე?, უნდა დაშორდე ამ „პატარა" პრობლემის გამო?. ამ კითხვაზე სექსოპათოლოგი გვესაუბრება.
სექსოპათოლოგი – კარგი სექსი აუცილებელია
ურთიერთობისთვის. თუ თქვენს მეგობარს მცირე ზომის ფალოსი აქვს, ეს საბაბი
არ არის, რომ დაშორდეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, მამაკაცი მცირე ზომის სასქესო
ორგანოთი შეიძლება იყოს მხურვალე საყვარელი. ასეთ მამაკაცებს საკუთარი
უპირატესობები აქვთ საწოლში.
• პატარა სასქესო ორგანო იდეალურია ორალური სექსისთვის. • შეგიძლიათ
შეიძინოთ სპეციალური სექს–სათამაშო. ხელოვნური ფალოსის სახით. მათი შეძენა
ინტერნეტით შეგიძლიათ სექსშოპში. ისინი არა მარტო სიგრძეს და სიგანეს
მატებენ, არამედ დამატებით შეგრძნებებსაც იწვევენ, რაც იდეალური სექსის
გარანტია. • არსებობს სპეციალური ლუბრიკანტი, რომელიც საშოს
ავიწროვებს. ამით თქვენ შეძლებთ თქვენი საშოს ზომა მოარგოთ თქვენი
პარტნიორის ფალოსის ზომას.
მთავარი ჯოკერი მარჯვე ხელებია
• მიაჩვიეთ ის ხელით მუშაობას, კლიტორი ხომ ღრმად სულაც არ არის, ის სულ
რაღაც ორიოდე სანტიმეტის სიღრმეზეა საშოს შესასვლელიდან. თუ ის იპოვის
წერტილს –G და მას ხელით ასტიმულირებს, თქვენს ორგაზმს არაფერი შეედრება. • აკეთე კეგელის ვარჯიშები, რომელიც განკუთვნილია საშოსთვის. ამით შენ ტონუსში მოიყვან საშოს და ისწავლი მის მართვას. • და
ბოლოს ყველაზე მთავარი და კარგი ამბავი. საშო არის ორგანო, რომელიც დროთა
განმავლობაში იცვლის ფორმად და ერგება ჩვეულ ზომებს, ამიტომ, თუ თქვენ
ხანგრძლივი ურთიერთობა გექნებათ თქვენს პარტნიორთან, ზედმეტი ჩარევა აღარ
დაგჭირდებათ
ევა ავტორიტეტულად გაფრთხილებთ, კარგი ბიჭები ქუჩაში არ ყრია და გაუფრთხილდით.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-11
ანუ 18 საშუალება როგორ გავხადოთ მამაკაცი ბედნიერი
ხშირად იწერება სტატიები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი
საძინებელში , მაგარმ რა უნდა გააკეთოს ქალმა, რათა კაცს ასიამოვნოს?
გულის სიღრმეში, ყველა მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ის იდეალური ქალი
იქნებოდა. პირველ რიგში მას ძალიან ეყვარებოდა სექსი, და მეორე ამას ისე
გააკეთებდა, რომ პარტნიორი აღფრთოვანებული დარჩენილიყო მასთან გატარებული
ღამის შემდეგ და არსად გაეშვა ეს ღვთაებრივი არსება. რა მოეთხოვება
ქალს ლოგინში? - კაცების უმეტესობა თვლის, რომ მთავარია ქალი იქ მოხვდეს,
დანარჩენს თვითონ გაარკვევან და მოახერხაბენ. მეცხრამეტე საუკუნის
ბოლოს იქნა აღმოჩენილი ქალის ორგაზმი. მანმადე ითვლებოდა, რომ ქალი
საშინლად იტანჯებოდა მორალურად და ფიზიკურად, შთამომავლობის გაჩენის
მიზნით. მამაკაცები თვლიან, მათი ნება რომ იყოს ისინი მოახდენენ ქალური
ორგაზმის კონსტრუირებას ისეთი სახით, რომ კულმინაციის დროს ქალი დაიწყებდა
"ნათებას მრავალფეროვანი ნათურებით” და იყვირებდა; "არის”. დღევანდელი
მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ ვნებიან ქალებს, რომელბიც მამაკაცს
აყვებიან და ისეთ რამეებს გააკეთებენ საძინებელში რომ.... და რას
გააკეთებენ?! 165 გამოკითხული მამაკაციდან კითხვაზე: "ქალის რა
ქცევა მოსწონთ ყველაზე მეტად?” ასეთი პასუხები მივიღე ( მაგრამ აუცილებელი
არაა ყველა ქალი მოიქცეს ასე, მაგრამ თუ ოდესმე გადაწყვეტენ ასიამოვნონ
პარტნიორს და თვითონაც რაიმე ახალი გამოცადონ მაშინ გამოადგებათ ეს
ჩამონათვალი).
1. ჩაიცვი ლამაზი საცვლები კაცებს მოსწონთ
მაქმანები, შავისა და წითელის ნაზავი, რუშები. სპორტული, თეთრი საცვლები
უფრო ნაკლებად აღაგზნებთ მათ ვიდრე საცვლები ყვავილებით. თუ ქალი ლოგინში
მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით "მოხვდა” ხო . . .
2. დატოვე შუქი ანთებული სამწუხაროდ
მამკაცები სუბნელეში ვერ იხედებიან, მათ ქალებისაგან განსხვავებით უფრო
მეტად ააგზნებთ ეროტიული ხატები, ვიდრე ხმები. ისინი უნდა ხედავდნენ
"სამუშაო ფრონტს”, ამისათვის საკმარისია პატარა ღამის ლამპა, თუ ამ ლამპის
აბაჟური ვარდისფერი ან ფორთოხლისფერი იქნება ქალის ფიგურა უფრო ლამაზი
გამოჩნდება, თან თბილი ფერი დაფარავს ნებისმიერ ნაკლს.
3.სასურველია რამე დასალევი ან საჭმელი მოათავსო ლოგინთან ახლოს
ყოველი მეორე მამაკაცი სექსისი შემდეგ განიცდის ცხოველურ შიმშილს, ეს
ნორმალურია და სულაც არ ნიშნავს იმას რომ ის სულელი ცხოველია, უბრალოდ მას
სჭირდება ძლების მოკრება.
4. წამოიწყე სექუალური თამაში მამაკაცებს მოსწონთ
თვალთვალი და და იგზბებიან როცა მათ ხელს კრავენ ცოტა ხნით, ეს სურვილს
ამძაფრებს, მაგრამ ზედმეთი არ მოგივიდეტ.
5. კითხე რა სურს მას ყველა მამაკაცს აქვს
ფანტაზიები, რომელთა შესრულების საშუალება იშვიათად ეძლევათ. ეს
ფანტაზიები ყოველთვის არაა აუცილებელი იყოს სადომაზოხისტური, ბევრი
ოცნებობს სექსზე ქალთან თეთრ ხალათში და სტეტოსკოპით კისერზე, ზოგს
უბრალოდ აღაზნებს იმ აზრის გაელვებაზეც, რომ პარტნიორმა შეიძლება ის
გაამათრახოს, ზოგი ოცნებობს სექსზე წყალში. მათ ეშიანიათ არ შეაშინონ
პარტნიორი და ჩუმად არიან, რათა მანიაკად არ მიიჩნიონ.
6. იმოძრავე ნეკროფილების გარდა, ნებისმიერ მამაკაცს მოსწონს როცა სექსის დროს ქალი მოძრაობს, თან რაც უფრო აქტიურად მით უკეთესი.
7. მოეალაერსე მკერდზე თქვენ წარმოიდგინეთ
მამაკაცებსაც სიამოვნებთ მკერდზე ალერსი, მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეთ,
თორე სერიოზულ პრობლემებს გადააწყდებით.
8. იკივლი, ღრმად ისუნთქე, იკვნესე,
მამაკაცისათვის ყოველთვის სასიამოვნოა პარტნიორის ყვირილი (თუ გვერდით
ოთახში მშობლებს არ ძინავთ). ეს ინსტინქტია, რომელიც მიანიშნებს მამრობითი
სქესის წარმომადგენელს რომ მისი პენისი ღრმადაა საშოში და დიდი
შესაძლებლობაა განაყოფიერება მოხდეს.
9 გაიკეთე ბიკინის ზონის ეპილაცია 165
გამოკითხულუი მამაკაციდან: 15 თვლის რომ ქალს ბოქვენზე თმა არ უნდა ქონდეს,
144 თვლის რომ მხოლოდ ბიკინის ზონა უნდა იყოს თავისუფალი, ხოლო 6 თვლის
რომ თმა ბუნებრივად უნდა იზრდებოდეს.
10. არ გამოიძახო პატრული თუ უცებ
შემოგთავაზა ანალური სექსი. მას ეს აინტერესებს, იმიტომ რომ: ა) ეს ტაბუ
დადებული თემაა, ბ) ეძებს ახალ შეგრძნებებს, გ) მამაკაცებისათვის ეს ნაწილი
ეროგენული ზონაა, რადგან პროსტატა ძალიან მგრძნობიარე ორგანოა და
მოთავსებულია სწორ ნაწლავთან ახლოს, ამიტომ მამაკაცების ნაწილს გონიათ რომ
ანალური სექსი ქალსაც უნდა სიამოვნებდეს. სტატისტიკის მიხედვით გამოკითხული
ქალებიდან ყოველ მეხუთე ქალს მოსწონს ანალური სექსი.
11. დალიე სექსის წინ ერთი ლიტრი საქმე
იმაშია, რომ სავსე შარდის ბუშტის დროს სტიმულირდება წერტილები რომლებიც
ნანლაგებულია საშოს წინა კედელზე და ქალი მეტ სიამოვნებას იღებს. მამაკაცს
მოსწონს, როცა პარტნიორი მასთან თავს კარგად გრძნობს, ასეთი
"კეთილშობილიები” არიან კაცები.
12. დახვეწე ტექნიკა კაცებს ძალიან იზიდავთ
ორალური სექსი, მიუხედავად იმისა პარტნიორი ამას ასრუკებს 5-ზე თუ 2-ზე
პლუს ენთუზიაზმი. ამიტომ დახვეწე ტექნიკა, ყველას ჯობს იმოქმედო ენით და
ხელის გულებით ვიდრე პირით.
13. უთხარი კომპლიმენტი
ყველაზე გამოცდილი მაჩოც კი არაა დარწმუნებული რომ ყველაფერს კარგად
აკეთებს, მამაკაცებს ეშინიათ რომ ის არ მოგეწონებათ, ამიტომ ნებისმიერი
კომპლინენტი შენი მხრიადნ მიხებული იქნება დადებითად. უბარალოდ საკმარიასია
უთხრა: "ესეთი რამე არავისთან, არასდროს მქონია” (მიუხედავად იმისა, რომ
შენი ნათქვამიდან სიმართლე მარტო ის არის, რომ არასდროს გქონია სექსი
მამაკაცთან ჭრელ ნასკებში).
14. აკოცე ყურებსა და კისერზე ყელი და ყურები ეროგენული ზონაა არა მარტო ქალებისათვის, არამედ მამაკაცებისათვისაც.
15. ითამაშე მისი საუკეთესო ნაწილით
მამაკაცები ამაყობენ თავისი პენისთ მაგარამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ
მამაკაცისათვის პენისი ყველაფერია. არსებობს ორი ორგანო (სათესლე
ჯირკვლები) რომლებზეც შეხაბა მამაკაცებს ძალიან მოსწომთ.
16.გაიღიმე
მამაკაცებს არ სურთ თავი იგრძნონ მოდზალადედ, მათთვის სასურველია
პარტნოირს მომღიმარი გამომეტყველება ქონდეს ვიდრე გატანჯული სახე.
17. ჩამოკიდე საძინებელში სარკე. როგორც
მეორე პუნქტში ავღნიშნეთ მამაკაცისათვის ძალიან მნიშვნელოვანია
მხედველობითი ხატები, და როცა ეს მხედველობითი ხატები ორმაგდება.....…
18.ხელი შეუშალე ორგაზმს მიაღწიოს
კიდე
გინდა? ის კი უკვე ფინიშზეა და მოხარული იქნება გაჩერდეს, მაგრამ არ
შეუძლია? დაეხმარე. არსებობს ძველი და კარგად გამოცდილი საშუალება: თუ ამ
დროს ქვევით ჩამოქაჩავ მამაკაცის სათესლე ჯირკვლებს ეაკულაცია შეჩერდება,
მაგრამ ეს მოახერხე აჟიოტაჭის გარეშე, რადგან შეიძლება პაუზა დზალიან
გახანგრძლივდეს.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-11
დავიწვი ამ გოგოს საცოდაობით :D ეროტიკაა გოგოებს და არასრულწლოვნებს ამის ნახვა ეკრძალებათ :P
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-04
|