• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » ნოდარ დუმბაძე (ლექსები)
2:12 PM
ნოდარ დუმბაძე (ლექსები)

დათუნია

გამარჯობა, დათუნია,
რა კარგი ხარ, ლამაზი,
ვერ მიცანი? შემომხედე,
მე ვარ შენი თამაზი.
ყურადღებას არც კი მაქცევ,
მოდიხარ და მიდიხარ. . .
მეც მყავს სახლში დათუნია,
მაგრამ შენ ხომ დიდი ხარ!
არ გრცხვენია დამიკარგე
შენი ნახვის ხალისი,
რამოდენა გაზრდილხარ და
გამარჯობა არ იცი.
 
_______________________________________________
 
 
ავადმყოფი
დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასიათი წამიხდა,
იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.
ღმერთო ნეტავ საშიში
არაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო.
 
_______________________________________________
 
 
ბაღი
მე ბაღი ბაღი მეგონა,
ყვავილებით და პეპლებით,
აქ კი რა დამხვდა?- მაგიდა,
წიგნი და მასწავლებელი,
ვაშლის ფაფა და სტაფილო,
კატლეტები და სუპები,
არა, ბატონო, ამ ბაღში
უთუოდ დავიღუპები.
არ მინდა თქვენი საწოლი,
არც ეს ფაფუკი ბალიში,
ან ნამდვილ ბაღში წავიდეთ,
ან არა - სახლში გამიშვით.
კატეგორია: საბავშვო | ნანახია: 4405 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 2

 2011-11-29
0  
  მომეწონა კიდევ დადეთ ლექსები დუმბაძის
უპასუხე      ციტატა


 2011-11-14
0  
  ნოდარ დუნბაძის კექსები
უპასუხე      ციტატა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი