12:30 PM მსოფლიოში ოქროს მოპოვებამ 2010 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია | |
მსოფლიოში ოქროს მოპოვებამ 2010 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. "Financial Times"-ის ინფორმაციით, 2010 წელს მსოფლიოში 2 652 ტონა ოქრო მოიპოვეს. აღნიშნული მონაცემები 3,2%-ით აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს. ამასთან, გასულ წელს რეკორულად გაიზარდა ოქროს ფასიც. 2010 წლის დეკემბერში ერთი უნცია ოქროს ფასი 1 430,95 აშშ დოლარით განისაზღვრა. ექსპერტები ოქროს ფასის ახალ რეკორდულ მაჩვენელებზე დაფიქსირებას 2011 წელს ელოდებიან. კონსალტინგური კომპანია GFMS-ის პროგნოზით, 2011 წლის ბოლოს ოქროს ფასი შესაძლოა, უნციაზე 1 600 აშშ დოლარით განისაზღვროს. წყარო http://www.ambebi.ge/
| |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 853 | დაამატა: nikushka | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |