აქსიომაა
ის, რომ მამაკაცს არ შეუძლია თვალი აარიდოს ქალის მომხიბვლელობას.
თუმცაღა, სილამაზეს ყველა თავისებურად აღიქვამს. არის ხერხები რომლითაც
შეძლებთ ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლას.
1. აიძულე იფანტაზიოროს! რამდენადაც გასაკვირი უნდა
იყოს, მამაკაცები მომავალ ინტიმურ ურთიერთობაზეუბრალო მინიშნებითაც კი
იხიბლებიან. ჩაიცვით გამომწვევად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ნუ გამოაჩენთ
ყველაფერს ერთდროულად, დატოვეთ რაღაც საინტერესო.
2. არ დამალო, რომ გიყვარს სექსი! ცუდი რა არის
იმაში, რომ გიყვარდეს სექსი, ქალი რომელსაც ამის თქმა შეუძლია მამაკაცს
ხიბლავს. ბევრი ქალი არ აღიარებს ამას, სითამამე კი შესანიშნავი ანკესია
ძლიერი სქესისთვის.
3. დარწმუნებული იყავი საკუთარ თავში! ამბობენ რომ
მამაკაცს სურს, გვერდით ჰყავდეს მორჩილი ქალი. ეს სიცრუეა, სინამდვილეში
მათი ოცნებაა თამამი ქალი, რომელსაც შეუძლია, თვითონვე მიხედოს საკუთარ
თავს და მიიღოს გადაწყვეტილება, ხოლო ქალი, რომელსაც სულ დამშვიდება და
მოვლა სჭირდება, მალევე ღლის მამაკაცს.
4. იყავი გულახდილი! ქალი, რომელიც ურცხვად მოუყვება საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებზე და შესთავაზებს მათ განხორციელებას, ოცნებაა თვითოეული მამაკაცისთვის.
5. შეიყვარე საკუთარი სხეული! მამაკაცებს ხიბლავთ
ლამაზი მკერდი, მკვრივი ტანი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,
როდესაც ქალს არ რცხვენია იმისი, რაც გააჩნია და არ მალავს საკუთარ სხეულს.
ძნელია, უყვარდეს შენი სხეული სხვას თუკი შენ თვითონ არ გიყვარს ის.
6. იუმორი! ქალი რომელიც კარგად ხუმრობს არ
ეჩვენება უკარება და უჟმური მამაკაცს, მას სიამუვნებს როცა მის გვერდით
მხიარული ქალია, ქალს უნდა შეეძლოს გაიხუმროს და სათანადოდაც უპასუხოს
სხვის ხუმრობას. იუმორის გრძნობას სიმსუბუქე და ხალისი შეაქვს
ურთიერთობაში, ისწავლეთ ანეკდოტების მოყოლა.
7. დაუმატე ცოტა სიგიჟე! აჩვენე, რომ ხშირად
დაუფიქრებლად იღებ გადაწყვეტილებებს. დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია. შენ იმ
მამაკაცის ფიქრებს დაიპყრობ, ფიქრი იმაზე თუ ”რაოდენ გიჟი შეიძლება იყო
საწოლში”, არ მოასვენებს მას.
8. უთხარი რომ მზად არ ხარ სერიოზული ურთიერთობებისთვის! მამაკაცს უნდა სჯეროდეს, რომ ყველა ქალს არ სურს ვალდებულებები. დაე, სჯეროდეს, რომ შენ მზად ხარ გაერთო.
9. დაემსგავსე ფლეიბოის ყდაზე ნანახ გოგონებს! ყველა
მამაკაცი მეოცნებეა, მათ სურთ ქონდეთ სექსი პამელა ანდერსონის მსგავს
ქალთან, სინამდვილეში საქმე სილიკონის ფორმაში არ არის, იყავი ველური და
სექსუალური.
|