• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 11 » მამაკაცების და ქალების აზრით – სექსუალურია თუ არა ?
3:56 AM
მამაკაცების და ქალების აზრით – სექსუალურია თუ არა ?
 

 

 

 

 

 

     Sexy/not sexy?  სტრინგები, გრძელწინდები, ’’შპილკები’’ და ლამაზი ბიუსტჰალტერი სექსუალური ქალის შეუცვლელი იარაღია. ნებისმიერ ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუყენებია ეს ნივთები მამაკაცის მოსახიბლად და ჯერ არავის გასჩენია აზრი მათ უტყუარობაზე. თუმცა ხშირად მამაკაცების და ქალების აზრი ერთიმეორეს არ ემთხვევა.

 

 

ფეტიში N:1 – სტრინგი

  ითვლება, რომ სტრინგი ყველაზე გულახდილი და სექსუალური საცვალია. მასში არა მარტო თქვენი მომხიბვლელი საჯდომის დემონსტრირებას შეძლებთ, არამედ გაუხდელად შეგიძლიათ სექსით დაკავდეთ.

ქალების აზრი – სტრინგების თაობაზე ორად იყოფა, ზოგისთვის ის მოუხერხებელი ნივთია, რომელიც მხოლოდ უკანალს უხეხავს და თუ ჩაიცმევს, მხოლოდ რამდენიმე წუთი და ისიც იმისთვის, რომ პარტნიორს ასიამოვნოს და რაც უფრო მალე გახდის მას პარტნიორი, უფრო გაუხარდება. ზოგს კი მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. თხელია, არ გაწუხებს და თან კარგად გამოკვეთს ნავარჯიშებ უკანალს.

  გაგიკვირდებათ და მამაკაცების აზრიც ორად იყოფა, ზოგს ტრუსები ურჩევნია ზოგი კი თვლის, რომ თუ იდეალური სხეული არ გაქვს მაშინ ჯობია სტრინგებში თავს ნუ მოაწონებთ პარტნიორს.

 

 

ფეტიში N: – ჩულქი

  ეს რეტრო-ფეტიშია, რომელიც სექსუალობას მატებს ყველაზე მკაცრ სამოსსაც კი, თუმცა მოდით, ვიკითხოთ, რამდენად აქტუალურია გრძელწინდა დღეს.

 ქალების აზრი – გრძელწინდა (ჩულქი) ძალიან სექსუალურია, თუმცა საკმაოდ არაკომფორტული, წარმოგიდგენია ზამთარში როგორ გამოგეყინება ერთი ადგილი? თუმცა თუ იცი, რომ შენს შეციებულ ფეხებს ”ის” გაათბობს და თანაც ძალიან მალე, ჯობია, ჩაიცვა და სექსუალური და მიმზიდველი დახვდე.

 მამაკაცების აზრი – გრძელწინდა ერთხმად აღიარებული აქსესუარია. ასე, რომ ქალბატონებო, იჩქარეთ და შეიძინეთ რამოდენიმე წყვილი (განსაკუთრებით შავი, მაქმანებით ან სეტკა).

 

ფეტიში N:3 რეზინის დვრილები

  მას შემდეგ, რაც სამანტა ჯონსმა, ფილმში „სექსი დიდი ქალაქში" რეზინის დვრილები გაარეკლამა, ის ყველაზე პოპულარულ აქსესუარად იქცა და მისმა გაყიდვებმა სექს შოპებში ყველა სექსუალურ გასართობს გადააჭარბა.

ქალების აზრი – აქაც ორად გაიყო, ზოგისთვის ეს სისულელეა, რეზინის დვრილების მიმაგრება საჭირო ნამდვილად არ არის და თანაც არაკომფორტულია, იქნებ მოძვრეს? თუმცა მეორენი თვლიან, რომ უბრალო მაისურშიც კი ეს დვრილები იმდენად იჭერენ მამაკაცის მზერას, რომ ადვილად შეაბავთ სასურველ მამაკაცს. აი მოხსნა კი ნამდვილად უნდა მოასწროთ, პარტნიორმა არ დაინახოს.

მამაკაცების აზრი – რა ესეთი არსებობს?,  ქალი რომ ვნახო მოტკეცილი მაისურიდან გამოწვერილი დვრილებით რათქმაუნდა ავიღგზნები,თუმცა მაისურის გარეშე რეზინის დვრილებზე სიცილი ამიტყდება.

 

ფეტიში N: 4 ბუზგალტერი პუშ–აპ ეფექტით.

  ბევრი პატარა მკერდის მქონე გოგონას ცხოვრება შეცვალა პუშ–აპ ეფექტიანმა ბუზგალტერმა. მაგრამ მოდით ვიკითხოთ რამდენად მოსწონთ მამაკაცებს მსგავსი ტყუილი?

  ქალბატონების აზრი – ვისაც პატარა მკერდი აქვს მხოლოდ იმისთვის კი არ სჭირდება მსგავსი ბუზგალტერი, არამედ იმისთვის, რომ სამოსში კარგად გამოიყურებოდეს გულმკერდის ნაწილი. თუმცა ძალიან უხერხულია, როდესაც მამაკაცი გეფერება და სინამდვილეშ მკერდამდე ხელი ვერ მიუწვდება, ის პარალონს ან სილიკონს უფრო ეფერება, ვიდრე შენს „ბუმბერაზ" მკერდს.

  მამაკაცების აზრი – სანამ ქალი ჩაცმულია მსგავსი ბუზგალტერი საკმაოდ ალამაზებს მკერდს, თუმცა სექსზე რომ მიდგება საქმე ჩვენ გამჭვირვალე, თხელი ბუზგალტერები გვირჩევნია და საერთოდ მკერდი მთავარია ლამაზი ფორმის იყოს, სილიკონის მოფერებას „მუღამი" არ აქვს.

 

ფეტიში N:5 ფეხსაცმელი შპილკებზე

  უმეტესობა ქალების დარწმუნებულნი არიან, რომ მამაკაცი მათ ყურადღებას არ მიაქცევს, თუ მათ ქუსლზე არ აცვიათ. ამის გამო ხშირად ეწირება ჩვენი ფეხები სილამაზეს, ღირს კი ეს ტანჯვად?

ქალების აზრი – ქუსლი მილამაზებს სიარულის მანერას და სიმაღლეში ვიზუალურად საკმაოდ მზრდის და ეს ორი დადებითი თვისება საკმაოდ დიდი მიზეზია იმისთვის, რომ ავიტანო მაღალ ქუსლზე დგომა და პოდაგრისგან გამოწვეული ტკივილიც კი.

მამაკაცების აზრი – ქუსლი კარგია მაშინ, თუ ქალი მასზე თავს კომფორტულად გრძნობს. ერთ გოგონასთან ერთად სპორტულ დარბაზში დავდივარ. მას ყოველთვის ბოტასში ვხედავდი და სიმართლე გითხრათ, როგორც ქალისთვის  ყურადღება არ მიმიქცევია, ამას წინათ რესტორანში შემხვდა, თვალი ვერ მოვწყვიდტე, ჩემს წინ სხვა ადამიანი იდგა.

კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 1446 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი