2:20 PM ლექსი სიდედრზე | |
ერთ დღეს ჩემი სიდედრი ჩვენს ბინაში გადმობარგდა, ისეც ბევრი კამერა მაქვს სათვალთვალოდ ესღა მაკლდა. გამიღიმა, გამეპრანჭა- მერე მოჰყვა თავის ქებას, სახე ისე დაემანჭა სარკეც ERROR-ს ეუბნება. ერთ საიტზე შარვალს მირჩევს მეორეზე – ჰალსტუხს, პერანგს... რა დრო დადგა ქორწილის დღე ჩემით ვეღარ დამიგეგმავს. დამიბლოკავს სპორტის არხებს სერიალი თუ იწყება, მანამ "დე”-ს არ დავუძახებ უკან აღარ იხედება. არ იკმარა რომ სულ ვიღწვი- ოჯახისთვის, და მდებს შარებს, facebook-ის ფერმაშიც კი უგრაფიკოდ მამუშავებს. თავის გვარზე მოინდომა გადავიდეს ჩვენი ბავშვი, ტვინი ისე ამირია ანტივირუსს ვიდგამ თავში. იმ ნატვრის ხეს,-ცოლის შერთვის სურვილი რომ შევაბნიე, ყოველ დილით ისე ვარხევ ფოთოლიც არ შევარჩინე. | |
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1695 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 2 | |
| |
2012-10-29