9:32 PM ქამელეონი-ნათურა ფერს იცვლის | |
ელექტრონულ მოწყობილობებს ყოველთვის როდი აწარმოებენ პრაქტიკული მიზნებისთვის, ესთეტიკური სიამოვნება და კარგი განწყობაც ხომ ძალიან ძვირად ფასობს. ასეთი ნაკლებპრაქტიკული, მაგრამ ლამაზი მოწყობილობის ნათელი მაგალითია ქამელეონი-ნათურა ჰიუი (Huey), რომელსაც ფერის შეცვლა შეუძლია.
ნათურა ჰიუი ნამდვილად ჰგავს გამჭვირვალე
კორპუსში მოთავსებულ პატარა სიმპატიურ ქამელეონს. კორპუსის ქვევით
მოთავსებულია სხვადასხვა ფერის შუქდიოდების მასივი და ოპტიკური სენსორი.
ნათურის დადებისას ნებისმიერ ზედაპირზე თქვენ ხედავთ, როგორ იცვლის
მომენტალურად ჰიუი ფერს ამ ზედაპირის შესაბამისად. სარეკლამო ვიდეოდან
გამომდინარე, ამ ნათურის ფერთა დიაპაზონი პრაქტიკულად არ არის შეზღუდული.
ცუდი ნამდვილად არ არის 30 დოლარიანი სათამაშოსთვის.
| |
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 1008 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |