10:00 AM ჯგუფ "Boney M"-ის სოლისტი ბობი ფარელი გარდაიცვალა | |
ჯგუფ "Boney M"-ის სოლისტი ბობი ფარელი გარდაიცვალა სამოცდაათიანი წლების პოპულარული დისკო ჯგუფის "Boney M"-ის სოლისტი ბობი ფარელი გარდაიცვალა. "BBC News"-ის ინფორმაციით, ფარელი დღეს რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. მომღერლის გარდაცვალების ზუსტი მეზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისი აგენტის, ჯონ საიენსის განცხადებით, ფარელს გუშინ სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტის შემდეგ სუნთქვის პრობლემები ჰქონდა.
"Boney M"-ის სოლისტი ბობი ფარელი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წარმოშობით არუბადან იყო. ლეგენდარული ჯგუფი "Boney M" საქართველოს ორჯერ სტუმრობდა. ბოლოს ბობი ფარელმა ჯგუფის ახალ შემადგენლობასთან ერთად კონცერტები თბილისსა და რუსთავში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართა. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 814 | დაამატა: nikushka | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |