• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 18 » ისწავლე მართვა (ნაწილი 1)
5:50 AM
ისწავლე მართვა (ნაწილი 1)
როგორც გახსოვთ საუბარი გვაქვს ჰიპნოზზე,უფრო კონკრეტულად კი საკუთარი თავის ჰიპნოზზე, დღეს მის პირველ სავარჯიშოს გაეცნობით.

შესავალი ნაწილი იხილეთ ამ ბმულზე დაკლიკებით,
ვინც უკვე იცის თუ რაზეა საუბარი, გააგრძელეთ ამ პოსტის კითხვა.
ჩვენს წინაშეა სავარჯიშო,რომელიც პირველად უნდა შეასრულოთ, მარტივია, საჭიროა მთელი კონცენტრაცია მოიკრიბოთ და მხოლოდ შეასრულოთ ის, რაც ეტაპობრივად წერია, თქვენ ადრე შესაძლოა განგიცდიათ ტრანსი,მაგრამ ის იყო თქვენი ნების გარეშე, ხოლო ახლა იქნება თქვენი ნებითვე. არ გაგეფანტოთ აზრები, არ იფიქროთ სხვა რამეზე და რაც მთავარია მოუხმეთ ფანტაზიას, მაქსიმალურად შედით იმ მდგომარეობაში,რომელიც ქვევითაა აღწერილი. ალბათ ბევრს დამართნია,როდესაც რაიმე საჭმელი ან სასმელი გაგვახსენდება,ხშირად ვგრძნობთ პირში მის გემოს. მაგალითად გაგახსენდა ალუჩა და იგრძენი მისი გემო, ან გაგახსენდა ყავა და კვლავ ასე მოხდა. სწორედ ამგვარად უნდა იყოს სავარჯიშოს შესრულების დროსაც, რასაც წარმოიდგენთ,იმას გრძნობთ კიდეც.

ვისაც უჭირს ეტაპებზე განსახორციელებელი მოქმედებების დამახსოვრება, შეუძლია ჩაიწეროს თავისივე ხმა და შემდეგ ჩართოს და მიჰყვეს ამ ხმას. ოღონდ ეს ხმა უნდა იყოს ძალიან რბილი, ბუნებრივი, არაგამაღიზიანებელი და როგორც მე მიწერია აქ ზუსტად იმას არ უნდა ამბობდეს, არამედ მხოლოდ ბრძანებების სახით.

რასაც ვერ გაიგებთ იკითხეთ კომენტარებში…

პირველი სავარჯიშო

პირველი ეტაპი: მოძებნეთ კომფორტული პოზიცია, რომელშიც განახორციელებთ ჰიპნოზს, უნდა იყოთ მშვიდად, რელაქსაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ზოგს საწოლზე წამოწოლა საუკეთესო პოზიციად მიაჩნია, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი იცით,რომ ძილს მოგგვრით, მაშინ სხვა ვარიანტის შერჩევა მოგიწევთ. ჩვენ არ გვჭირდება ძილი!

მეორე ეტაპი:
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დღის საუკეთესო დრო

მესამე ეტაპი:
იფიქრეთ დროზე, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს თქვენი სესია. ეს დაახლოებით 30-60 წუთს უნდა შეადგენდეს.

მეოთხე ეტაპი:
დაისახეთ მიზანი. ანუ რა მიზანს ემსახურება ეს ჰიპნოზი, რისი მიღწევა გინდათ? გაიაზრეთ ეს ყოველივე კარგად და შემდეგ ხმამაღლა წარმოთქვით მიზანი.

მეხუთე ეტაპი:
ამოისუნთქეთ ღრმად და სასიამოვნოდ, დახუჭეთ თვალები და მოდუნდით.

მეექვსე ეტაპი:
უბრალოდ იფიქრეთ და დააკვირდით თქვენი სხეულის თითოეული კუნთის სიმსუბუქეს, როგორ დუნდება სხეული თავიდან ფეხებამდე. მოდუნება და სიმსუბუქე ჩადის ფეხის თითებშიც კი.

მეშვიდე ეტაპი:

ყურადღებით დაუკვირდით სუნთქვას, სუნთქვის რიტმს ადევნეთ თვალყური,ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ დაიძაბოთ. მოდუნდით სუნთქვასთან ერთად. თქვენი სხეული სუნთქავს, თქვენ კი ამ დროს სრულ რელაქსაციას განიცდით.

მერვე ეტაპი:

მინიმუმ 20 წუთი გაატარეთ ასეთ მდგომარეობაში, კერძოდ სხეულის თითოეული კუნთის მოდუნებაში და თითოეულ მათგანზე ფოკუსირებაში.

მეცხრე ეტაპი:
როდესაც ამ დასვენებაში ჩაეფლობით ღრმად, წარმოიდგინეთ ლამაზი კიბე. ამ კიბეს აქვს 10 საფეხური, ეს საფეხურები კი თქვენ მიგიძღვიან ულამაზესი,მშვიდი, თქვენთვის ყველაზე სასურველი ადგილისთვის.

მეათე ეტაპი:

წარმოიდგინეთ თქვენ დგამთ მსუბუქ, პატარა,მოხერხებულ ნაბიჯებს ამ კიბეზე და თითოეული ასეთი ნაბიჯით მიიწევთ იმ ულამაზესი ადგილისკენ. ადგილად თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რაც მოგესურვებათ, მაგალითად ოკეანის ნაპირი, ულამაზესი ცარიელი ქვიშიანი სანაპირო, სასიამოვნო მზე და მსუბუქი სიო.

მეთერთმეტე ეტაპი:
დაიწყეთ უკუღმა თვლა, ანუ როცა კიბეებზე ჩამოდიხართ, მეათე, მერე მეცხრე საფეხურზე, მერე მერვე და ასე, ამასთანავე უნდა შეიგრძნოთ უფრო და უფრო მეტი სიმსუბუქე, უფრო დუნდებით რაც ქვემოთ ჩადიხართ. ეს ყველაფერი უნდა წარმოიდგინოთ იმდენად რეალურად, თითქოს იმ წუთში გრძნობთ.

მეთორმეტე ეტაპი:
ახლა უნდა წარმოიდგინოთ ეს ადგილი, მშვიდობიანი, ლამაზი, იმდენად ღრმად უნდა წარმოიდგინოთ,რომ შეიგრძნოთ კიდეც. წარმოიდგინეთ თქვენი თავი იქ, დგახართ და ეს სიო, ეს ჰაერი თქვენს სახეს ეხება, ამ სუნს თქვენი ცხვირი შეიგრძნობს. ისიამოვნეთ ამ პოზიტიური გრძნობებით და შეინახეთ ეს ყველაფერი სესიის დასრულებამდე. ამ ადგილას ყოფნით დატკბით მანამ,სანამ გაგიხარდებათ.

მეცამეტე ეტაპი:
დაიწყეთ ერთიდან ათამდე ათვლა, როცა ათვლას დაასრულებთ უკვე მოდიხართ სრულ ცნობიერებაზე. თავს გრძნობთ განტვირთულად და დასვენებულად.

შემდეგში დაიდება ამდაგვარი, ოდნავ უფრო გართულებული სავარჯიშო.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 957 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი