2:58 PM ისევ ტრადიციები... | |
გერმანიაში მიღებული ტრადიციაა, ქორწილის წინა საღამოს, პატარძლის სახლის წინ ჭურჭლის დამტვრევა. ამ რიტუალს საპატარძლოს მეჯვარეები ასრულებენ და დიდი მონდომებით ამტვრევენ თეფშებს. ეს ბედნიერების ნიშანია.
* ესპანეთში სასიძო მომავალ ცოლს აუცილებლად სჩუქნის ცამეტ მონეტას. ეს იმის ნიშნად, რომ მთელი ცხოვრება იზრუნებს მასზე. * კენიაში პატარძლები ფეხებზე და მაჯებზე საგანგებო, რიტუალურ სვირინგებს იკეთებენ. საღებავი მთელი წელი ძლებს, მერე გადადის. კენიაში მიაჩნიათ, რომ ერთი წელი საკმარისია რომ, ქალი თავის სტატუსს შეეჩვიოს. * ბერმუდის კუნძულებზე საქორწინო ტორტს ნედლი ყლორტებითა და კვირტებით რთავენ. ქორწილის მერე ახალდაქორწინებულები ყლორტს მიწაში რგავენ. სახლის წინ, თუ ხე გაიზარდა, მათი ცხოვრებაც ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება. * ჩინეთში საქორწინო ცერემონიის დროს სიძე ღვინოს ორი ფიალით სვამს, რომლებიც ერთმანეთზე წითელი ლენტით არის გადაბმული. წითელი ფერი ბედნიერების სიმბოლოა. * შვედეთში პატარძლის ფეხსაცმელს არ უნდა ჰქონდეს შესაკრავი. რათა მომავალში ბავშვის გაჩენა არ გაუჭირდეს. გათხოვილ შვედ ქალბატონებს თითზე სამი რგოლი უკეთიათ: ერთი ნიშნობის ბეჭედია, მეორე – საქორწინო, მესამე – ქმრის მიერ პირველი შვილის დაბადების აღსანიშნავად ნაჩუქარი. * ამერიკაში ქორწილის დღეს პატარძალს ყველაფერი ახალი უნდა ჰქონდეს, გარდა ერთი ნივთისა, რომელიც აუცილებლად ძველი უნდა იყოს. იმის ნიშნად, რომ წარსული, ანუ მეგობრები და ახლობლები ყოველთვის მის გვერდით იქნებიან ახალ ცხოვრებაში. * ნიგერიაში პატარძალმა ქორწილის დღემდე წონაში უნდა მოიმატოს, ეს სავალდებულოა – თუ არა, მას მშობლებს დაუბრუნებენ. მათ მიაჩნიათ, რომ გამხდარი პატარძალი ახალ ოჯახში სიღარიბეს შეიტანს. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1251 | დაამატა: nikushka | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 4 | |
| |
2011-01-12