• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » guns n roses ბიოგრაფია
10:00 PM
guns n roses ბიოგრაფია
განზ-ენ-როუზიზი არის ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, ჩამოყალიბდა ლოს ანჟელესში, კალიფორნიის შტატში 1985 წელს. გაყიდული აქვთ რა 90 000 000 ზე მეტი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით, ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰარდ როკ ჯგუფად.მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 000 000 იანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და დაიმკვიდრა I ადგილი ამერიკაში გამოსვლის დღიდანვე.ალბომის პირველი სიმღერა Welcome to the jungle გამოყენებულია Clint Eastwood ის 1988 წლის ფილმის The dead pools საუნდრტეკად. ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ, ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80 ანების და ადრეული 90 იანი წლების ჰარდ როკის სცენა.მაშინ როცა გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში , ვიდეო ჩარტებში Guns n' Roses-მა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო sleeze rock ის პოპულარიზაციას და უამრავი ფანი მიიზიდა.ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 87 93 წლებში.მაგრამ წევრებს შორის არსებულმა პიროვნულმა უსიამოვნებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა.დღეს ერთადერთი წევრი I შემადგენლობიდან ექსელ როუზია, რომელიც უკვე 22 წელია რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს
წარმატებისკენ სვლა (1985 - 1989)
Guns n' Roses ჩამოყალიბდა 1985 წლის მარტში ვოკალისტის აქსელ როუზის და გიტარისტის თრესი განზის მიერ, რომელიც Hollywood Rose ის და L.A Guns ის არაოფიციალური მენეჯერი იყო.აქსელი ორივე ჯგუფის წევრი იყო, ხოლო თრესი განზი მხოლოდ მეორე ჯგუფის წევრი.ჯგუფის პირველი შემადგენლობა ამ ორი ჯგუფის სხვა წევრებსაც მოიცავდა: Hollywood Rose დან ექსელის დიდი ხნის მეგობარს იზი სტრედლინს, ხოლო L.A Guns დან ბასისტ Ole Beich ს და დრამერ Rob Gardners ს. ჯგუფის განსაკუთრებული სტილი აერთიანებდა ჰარდ როკს, ბლუზს, პანკს... და მუსიკის სხვადასხვა სტილს თანამედროვე პოპულარულ ჰევი მეტალში. როდესაც ჯგუფის წევრებმა თრესი განზმა და რობ გარდნერმა ვერ მოახერხეს ჯგუფის ერთ ერთ პირველ შოუზე გამოსვლა, ექსელმა და იზიმ მიიწვიეს გიტარისტი სლეში და დრამერი სტივენ ადლერი. 1986 წლის დასაწყისში ჯგუფმა ასეთი სახე მიიღო : ექსელ როუზი (ვოკალი) , სლეში (სოლო გიტარა) , იზი სტრედლინი (რითმ გიტარა) , დაფ მაკკაგანი (ბას გიტარა) და სტივენ ადლერი (დრამი) .ლოს ანჟელესისკენ მიმავალ გზაზე მათ დაწერეს Welcome to The Jungle. ეს სიმღერა ჯგუფის ერთ ერთ ჰიტად იქცა
ტურნეების წარმატება
Guns n' Roses ხშირად ხსნიდა დიდ კონცერტებს, თუმცა მას შემდეგ რაც მათი წარმატება უფრო და უფრო გაიზარდა დაიწყო Appetite for Destruction ის ტურნე.ჯგუფი მოგზაურობდა აშშ ში. 1988 წლის გაზაფხულზე მიწვეულნი იყვნენ როკ ფესტივალზე "Monsters of Rock", ინგლისში , კერძოდ castle donnington ში.ამ ფესტივალზე გამოდიოდნენ ისეთი ჯგუფები როგორებიცაა Kiss და Iron Maiden. Guns n' Roses ის გამოსვლის დროს 100 000 ადამიანმა ხტომა და სცენისკენ წინ წასვლა დაიწყო.მიუხედავად ექსელის მოთხოვნისა, რომ უკან დაწეულიყვნენ, ხალხი მაინც წინ მიიწევდა, რასაც შედეგადად ორი ფანი ემსხვერპლა.ფანების დაშავების შესახებ ჯგუფმა არაფერი იცოდა, ამიტომაც კონცერტი არ შეუწყვიტავთ.ამის გამო, მედიამ ისინი საჯაროდ დაადანაშაულა.ისეთმა ინციდენტებმა, როგორიც Appetite for Destruction ის ტურნეს დროს მოხდა, ჯგუფს შესძინა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ჯგუფის სახელი.ჯგუფის წევრების საქციელი ხშირად ხდებოდა მედიის ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი.მაკკაგანი, სლეში, სტრედლინი და ადლერი ხშირად იყვნენ შემჩნეულნი ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ როგორც სცენაზე, ისე სცენის მიღმა.ინგლისში 1987 წლის ტურნეს დროს მედია საკმაოდ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ჯგუფისადმი და Slash ს იხსენიებდნენ როგორც "Slosh", "Slug" and "Slush". ამ ტურის დროს Guns n' Roses მა ჩაწერა ექვსიდან 5 სიმღერა, რომელიც შეტანილ იქნა მათ ლაივ ალბომში უბრალო სახელწოდებით EP (Live from the Jungle) . აქ არ იქნა შეტანილი სიმღერა "Welcome to the Jungle".ეს ალბომი 1987 წელს გამოვიდა, თუმცა დიდი ყურადღება არ მუქცევია.ერთი მხრივ იმიტომ, რომ მხოლოდ იაპონიაში იქნა გამოშვებული და მეორე მხრივ იმიტომ რომ ალბომი Appetite for Destruction ამავე პერიოდში გამოუშვეს.
Use Your Illusion-ის მსოფლიო ტურნე
ამ ტურნეზე შესრულდა The Godfather, Black Sabbath ის სიმღერა "It's Alright". "Move to the City" კლასიკური როკის სტილშია გადაკეთებული.ამ სიმღერისთვის ექსელმა მიიწვია მუსიკოსების სპეციალური შემადგენლობა, რომელიც ტურნესთვის შეიქმნა.პრესაში ხშირად იყო გაშუქებული კონცერტები, რომლის დროსაც ხდებოდა არეულობა ან ჯგუფი იგვიანებდა.მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრების მიერ ნარკოტიკების გამოყენება კონტროლს ექვემდებარებოდა , ექსელი ხშირად იყო უკმაყოფილო დაცვით, ასევე კონცერტების უნებართვო ჩაწერით . 1991 წლის 2 ივლისს, მისურის შტატში, რივერპორტის ამფითეატრში, ზუსტად სანტა ლუისის გარეთ ექსელ როუზი სცენიდან ხალხში გადახტა, რათა მსმენელისთვის ვიდეო კამერით კონცერტის გადაღება აეკრძალა.ერთ-ერთი ინფორმციით ეს ადამიანი იყო ჟურნალისტი, რომელსაც კონცერტის გადაღების უფლებ არ ჰქონდა.მას შემდეგ რაც ექსელი სცენაზე აიყვენეს, როუზმა კონცერტი ასეთი სიტყვებით დაასრულა : "Thanks to the ... security, I'm going home." მან მიკროფონი დაახეთქა და სცენა დატოვა.ზოგიერთ ფანს ეგონა , რომ ექსელმა მიკროფონი ვიღაცას ესროლა.თუმცა სლეშმა განაცხადა :"მან მიკროფონი ძირს დააგდო,ასე რომ ჩვენ აქედან მივდივართ".გაბრაზებულმა ხალხმა არეულობა მოაწყო, რის შედეგადაც იყვნენ დაშავებულნიც.როუზი დაადანაშაულეს ამ ინციდენტის გამო, თუმცა მისი დაკავება პოლიციამ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, რადგან ჯგუფი ტურნეს აგრძელებდა.როუზმა, როდესაც თავს იცავდა, განაცხადა რომ ჯგუფის დაცვამ რამდენჯერმე მოითხოვა კამერით გადაღება შეწყვეტილიყო.ოთხივე თხოვნა იგნორირებულ იქნა.გარდა ამისა, ჯგუფის სხვა წევრებიც აცხადებდნენ რომ, არავინ სცადა ხალხის შეჩერება, რომელიც ბოთლებს ისროდა .Use Your Illusion ის გაფორმების დიზაინი, კერძოდ სამადლობელ სექცია შეიცავს ასეთ სიტყვებს :"Fuck You, St. Louis!". ამ პერიოდში რითმ გიტარისტმა იზი სტრედლინმა დატოვა ჯგუფი, ექსელთან და სლეშთან გაუგებრობის გამო.იგი შეცვალეს გილბი კლარკით.კონცერტების დროს ექსელი წარადგენდა გილბი კლარკს და ამის შემდეგ კლარკი იწყებდა "Wild Horses" Rolling Stones ის სიმღერს დაკვრას.1991 წლის ბოლოს როუზმა ტურნეს დაამატა მუსიკოსების ანსამბლი, რომელშიც რამდენიმე ბექ ვოკალისტიც იყო.1992 წლეს Guns n' Roses მა მონაწილეობა მიიღო ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ კონცერტში და ორი სიმღერა შეასრულა.მოგვიანებით ჯგუფი გაემგზავრა მოკლევადიან ტურნეში ამერიკულ ჰევი მეტალ ჯგუფთან მეტალიკასთან ერთად. 1992 წლის აგვისტოში , მონრეალის ოლიმპიურ სტადიონზე კონცერტის დროს მეტალიკის ვოკალისტი ჯეიმს ჰეტფილდი დაშავდა.მეტალიკა იძულებული გახდა კონცერტის მეორე საათი გაეუქმებინა.დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Guns n' Roses სცენაზე გამოჩნდა.ტექნიკური პრობლემების გამო მუსიკოსების თავიანთი ხმა არ ესმოდათ, გარდა ამისა ექსელს ხმასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა როგორც თავად განაცხადა.შედეგად ჯგუფს სცენა შედარებით ადრე დაატოვებინა.ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია.ფანებმა არეულობა მოაწყვეს.ატრიალებდნენ მანქანებს, ამტვრევდნენ შუშებს, ადგილობრივ მაღაზიებს ანგრევდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. Use Your Illusion Tour იმითაც გამოირჩევა, რომ ჯგუფმა ამ პერიოდში გადაიღო სამი ძალიან ძვირადღირებული ვიდეო კლიპი:"Don't Cry", "November Rain"და "Estranged. ბალადა "November Rain ყველაზე უფრო მოთხოვნად ვიდეოდ იქცა mtv ზე. მან ჯილდო აიღო 1992 წლის MTV Video Music Award ზე საუკეთესო სინემატოგრაფიისთვის.შოუს დროს ჯგუფმა სიმღერა შეასრულა ელტონ ჯონთან ერთად, რომელიც პიანინოზე უკრავდა.
1993 წელს გილბი კლარკს უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა მოტოციკლით, რის გამოც ჯგუფს მისი დროებითი შემცვლელი ესაჭიროებოდა.იზი Guns n' Roses ის შეუერთდა და 5 მდე კონცერი მათთან ერთად ჩაატარა.
ისტორიული ტურნე დასრულდა არგენტინაში, ბუენოს აირესში 1993 წლის 17 ივლისს.ტურნე გრძელდებოდა 28 თვის განმავლობაში და მოიცავდა 200 კონცერტს.ეს ბუენოს აირესში გამართული კონცერტი იყო ბოლო, სადაც ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობის წევრები სლეში და მაკკაგანი გამოვიდნენ.
ჯგუფის დაშლა (1994-1997) 
1994 წელს გილბი კლარკმა დატოვა ჯგუფი, რადგან ექსელი გრძნობდა, რომ მისი გამოცდილება სიმღერების წერისა არ იყო საკმარისი ჯგუფის მომავალი პროექტისთვის.ამავე წელს ჯგუფმა ჩაწერა Rolling Stones ის სიმღერის "Sympathy for the Devil" ქავერი ფილმის "Interview with the Vampire" საუნდტრეკად. გილბი კლარკის ნაცვლად ექსელის მეგობრის პოლ ტობიასის მიერ ჩაწერილი ნაწილი სიმღერაში სათანადოდ არ ჯდებოდა.როდესაც სლეშმა მოისმინა საბოლოო ჩანაწერი, აღმოჩნდა რომ მისი გიტარის სოლოს ნაცვლად პოლ ტობიასის გიტარის სოლო იყო ჩაწერილი. 1995 წლის დასაწყისში ოზი ოზბორნის გიტარისტმა Zakk Wylde მა განაცხადა, რომ იგი შეურთდა ჯგუფს ერთკვირიანი რეპეტიციისთვის ექსელის პირადი თხოვნით. სლეშმა შექმნა თავისი სოლო პროექტი Slash's Snakepit. 1996 წლის აგვისტოში კვლავ შეიკრიბნენ.ორი კვირის განმავლობაში ალბომზე ერთად მუშაობის შემდეგ, დაფი და მეთ სორუმი გაემგზავრნენ თავიანთი პროექტის Neurotic Outsiders ტურნეში და უკან დაბრუნდნენ სექტემბრის დასაწყისში ერთი კვირით.ამის შემდეგ სლეშს და ექსელს მარტო უხდებოდათ მუშაობის გაგრძელება.ოქტომბერში სლეშმა განაცხადა, რომ იგი ჯგუფში მხოლოდ სამი კვირით იყო დაბრუნებული და რომ მისი და ექსელის ურთიერთობა წინ ვეღარ მიიწევდა.რამდენიმე კვირის შემდეგ ექსელმა განაცხადა რომ სლეში ჯგუფში აღარ იყო. სლეში შეცვალა Nine Inch Nails ის ყოფილმა გიტარისტმა რობინ ფინკმა.1997 წელს მეთ სორუმს ჯგუფი დაატოვებინა ექსელმა.სორუმი ამტკიცებდა თითქოს პოლ ტობიასმა ცუდად ახსენა სლეში.დაფ მაკკაგანმა 1998 წელს ოფიციალურად დატოვა ჯგუფი.შედეგად ჯგუფის ერთადერთი ნამდილი წევრი I შემადგენლობიდან მხოლოდ ექსელია.მოგვიანებით სლეშმა, მაკკაგანმა და სორუმმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი Velvet Revolver.
Guns N' Roses - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰარდ როკ ჯგუფი
80 იან წლებში Guns n' Roses მა შემოიტანა უფრო სერიოზული, ემოციური ხანდახან კი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მუსიკა მეტალში.მათი მუსიკა მოიცავდა ჰეარ მეტალ ჯგუფების თემებს.ჯგუფის როკ ნ როლის სტილი სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი ამერიკული ახალგაზრდობის გემოვნებისგან, რომელიც ორიენტირებული იყო ალტერნატივაზე, ელექტრონულ მუსიკაზე და ჰიპ პოპზე. Guns n' Roses მა 9 თვეში მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ყველა ჩარტი დაიპყრო მას შემდეგ , რაც mtv ზე ჯგუფის სიმღერა ღამის საათებში რამდენიმეჯერ დაატრიალეს .Appetite for Destruction ითვლება ყველა დროის ერთ ერთ საუკეთესო ალბომად გაყიდვების მხრივ. ჯგუფზე ყოველთვის განსაკუთრებულად ლაპარაკობდნენ ცოცხალი ლეგენდები. ოზი ოზბორნმა Guns n' Roses ის მეორე Rolling Stones უწოდა. 2002 წელს Q magazine მა დაასახელა ის 50 ჯგუფი, რომელიც უნდა ნახო მანამ, სანამ მოკვდები.მათ შორის Guns n' Roses .მუსიკალურმა ტელევიზიამ VH 1 მა 100 უდიდეს ჰარდ როკ ჯგუფს შორის Guns n' Roses ს მე 9 ადგილი დაუმკვიდრა.ხოლო 50 საუკეთესო ჯგუფს შორის მე 11. ჟურნალ Rolling Stone ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის იყო Guns n' Roses ის ალბომი . ჯგუფი კრიტიკისგან თავისუფალი არ ყოფილა.მედია ხშირად აკრიტიკებდა მათ ნარკოტიკებისა და სასმელის ხშირად მიღების გამო.ასევე იმის გამოც რომ ექსელი ხშირად იცვამდა ჩარლზ მენსონის (ცნობილი კრიმინალი) მაიკებს.ალბომებს შორის დიდი შუალედებიც კრიტიკის საფუძველი ხდებოდა. ვოკალისტი კრიტიკის საგნად იქცა, მას შემდეგაც რაც ჯგუფი დაიშალა.მუსკრიტიკოსები თვლიდნენ , რომ კლასიკური შემადგენლობის დაშლის შემდეგ, ახალი შემადგენლობით მოღვაწეობა აღარ უნდა გაეგრძელებინა. 2012 წლის დასაწყისში Guns n' Roses წარდგენილი იქნება Rock and Roll Hall of Fame ში .კრიტიკოსები და ფანები მიიჩნევენ , რომ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობის აღდგენა.
კატეგორია: ბიოგრაფია | ნანახია: 1477 | დაამატა: nikushka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი