• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 18 » GOTHICA
8:08 PM
GOTHICA

მაშინდელი ანუ 70-80 იანი წლების გოთები ძალიან განსხვავდებოდნენ იმიჯით დღევანდელი გოთებისაგან, თუმცა დღესაც არიან გოთები რომლებიც ბაძავენ პროტო გოთებს და ცდილობენ ისეთივე იმიჯი ჰქონდეთ, განსაკუთრებით ეს იგრძნობა ეგრედ წოდებულ deathrock მიმდინარეობაში რომელიც პანკისა და გოთიკის ნაზავია და კარგად გამოხატავს იმდროინდელი გოთების სულისკვეთებას, სულისკვეთება კი ის იყო რომ პანკების გარკვეული ნაწილი შეეშვა უკიდურეს ნიჰილიზმს და მათ უფრო დეპრესიული და მელანქოლიური მიმართულებით წასვლა არჩიეს, თუმცა ისინი მაინც ძალიან გავდნენ პანკებს, მარტო ის რად ღირს რომ პანკური სლოგანი "Punks Not Dead” უცებ გარდაიქმნა "Goth’s Undead”, რეალურად ადრეულ გოთებს მოიხსენიებდნენ როგორც "dark punks” რადგან როგორც იმიჯი ასევე იდეოლოგია არც თუ ისე განსხვავდებოდა მაშინდელი პანკური იდეოლოგიისგან.

აუცილებელია განვასხვავოთ გოთიკა როგორც ჩამოყალიბებური სუბ კულტურა და გოთიკა როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, ცხადია ისინი ერთი მეორისგან დამოუკიდებლად ვერ იარსებებენ მაგრამ ფაქტია რომ გოთიკ სუბ კულტურა დღეს ფაქტიურად მოდისა და სტილის ნაწილი გახდა.

გოთიკ სუბკულტურის საწყის ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ 1979 წელი როცა გამოვიდა სინგლი Bauhaus- "Bela Lugosi’s Dead” როგორც მიიჩნევენ სწორედ ამ სიმღერის შემდეგ გახდა გოთიკა ისეთი როგორიც ეხლა არის, სიმღერა კი მიეძღვნა უნგრელ მსახიობს რომელმაც 1931 წელს გადაღებულ ფილმში დრაკულას როლი ითამაშა, სიმღერის მისამღერში არის სიტყვები "Undead, undead, undead” სწორედ ეს სიტყვები გახდა ცნობილი დევიზის საფუძველი.

თავდაპირველი გოთები თავის თავს არ მოიხსენიებდნენ გოთებად, სიტყვა "გოთი" ხმარებაში მას შემდეგ შემოვიდა რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ეს სუბკულტურა და მკვეთრად გაემიჯნა პანკ სუბკულტურას.

განვითარება:

80 წლებიდან უკვე იწყება გოთიკის როგორც დამოუკიდსებელი კულტურის განვითარება, ამ პერიოდში გოთიკა ჩაიკეტა გარკვეულ საძღვრებში და იგი აღარ განიცდიდა სხვა მიმდინარეობის ზეგავლენას, სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ისეთი ჯგუფები როგორიცაა The Shroud, Rosetta Stone, London After Midnight, Mephisto Walz, Corpus Delicti, ამ პერიოდში ჩამოყალიბდა გოთური მწერლობა და მხატვრობა ( უძლიერესი გოთი მწერალი ქალი Anne Rice)



90 იანი წლებიდან განვითარდა გოთიკ მუსიკა განსაკუთრებით გერმანიაში ამარიკასა და დიდ ბრიტანეთში, ჩამოყალიბდა ახალი ქვე მიმდინარეობები darkwave, ethereal, dark folk, ჩამოყალიბდა გოთების სხვადასხვა ტიპი, შეიქმნა გოთიკ რადიოები, ჟურნალები, გაზეთები, კლუბები, გაერთიანებები და სხვა.

თანამედროვეობა:

90 იანი წლების მეორე ნახევარში კი გოთიკ სუბკულტურა ახალ სტადიაში გადავიდა კერძოდ dark culture, ამ ტერმინში იგულისხმება კულტურის ბნელი მხარე, ვამპირიზმი, ფეტიშიზმი. გოთიკის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა ინტერნეტმა დღეიოსათვის 8000 სხვადასხვა ნეტ რესურსია ამ თემატიკაზე ასევე სხვადასხვა ფესტივალებმა Wave Gotik Treffen (გერმანია) Whitby Gothic Weekend (ინგლისი) Convergence (აშშ)

ამ პერიოდში ჩამოყალიბდა გოთიკის მეტალ განხრა ანუ გოთიკ მეტალი.

აქსესუარები:

პირსინგი- პირსინგი სწორედ გოთების სუბკულტურაში წარმოიშვა (რა თქმა უნდა იგი ადრეც არსებობდა თუმცა თანამედროვეობაში სწორედ გოთებმა დაამკვიდრეს), თავდაპირველად ის თვითნაკეთი ფორმის იყო და მას სახელდახელოდ აკეთებდნენ თუმცა დღეს უკვე ნებიოსმიერს შეუძლია მისი ტატუ სალონში გაკეთება, ასევე გოთების შემოღებულია ტყავის სპეციფიური სამაჯურები, შარვლები, და სხვა აქსესუარი და ტანისამოსი რომელსაც მხოლოდ გოთები ატარებენ.

70-80 წლების გოთები განსაკუთრებით კი მამაკაცები ანდროგენული იმიჯით გამოირჩეოდნენ, ნუ ისინი ხშირად ატარებდნენ როგორც ქალის ისე კაცის ტანისამოსს, თუმცა ამან შემდგომში უფრო რბილი ფორმა მიიღო და დღევანდელი გოთი მამაკაცი უფრო ზომიერია ვიდრე მაშინდელი.




ცხოვრების წესი:

ეს არის განსაკუთრებული რომანტიკულ დეპრესიული აზრი ცხოვრებაზე, (ჩაკეტილობა, დეპრესია, მელანქოლია)

რეალობის აღქმა ( მიზანტროპია, სილამაზის თავისებური აღქმა, ლტოლვა ოკულტიზმისა და სხვა ირეალურისადმი)

საზოგადოებასთან ურთიერთობა ( სტერეოტიპებისადმი შეუგუებლობა, ანტაგონიზმი საზოგადოებისადმი და მისგან სრული იზოლაცია) რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი რომ გოთს ყველა ეს თვისება ჰქონდეს.

განსაკუთრებით გავრცელებულია სიკვდილის კულტი ანუ მისი გაფეტიშება, ასევე გოთები გამოირჩევიან არტისტულობით.

მუსიკის როლი კი აქ არც თუ ისე მაღალია (სხვა კულტურებთან შედარებით) არსებობს ბევრი ადამიანი ვინც უსმენს გოთიკას მაგრამ არ არის გოთი და პირიქით. დღეს მათი გამაერთიანებელი მუსიკასთან ერთად არის მხატვრობა, ფოტოგრაფია, მწერლობა და სხვა.

იყო გოთი ნიშნავს იმას რომ როგორც იმიჯით ასევე მსოფმხედველობით ესადაგებოდე გოთიკ კულტურას. მხოლოდ მსმენელი არ არის გოთი, რადგან გოთიკა ძალიან ჩაკეტილი და აბსოლუტურად განსხვავებული კულტურაა რომელსაც დიდი სულეირი და ესთეთიური მხარე გააჩნია მუსიკალურთან ერთად.





გოთების სახეობები:



მორეი, Perky Goth:

მორეი გოთი არის უკიდურესად დეპრესიული, ჩაკეტილი პიროვნება როგორც მიიჩნევენ სწორედ ისინი არიან 100% იანი გოთები და სუბკულტურის საფუძველი.

Perky Goth აი ესენი უფრო "ლაით" გოთები არიან, ასევე ტიპიური ფეტიშისტები ანუ მათთვის გოთიკა მხოლოდ ფეტიშია, მათ ხშირად "ძალით" გოთებსაც უწოდებენ





Antiquity Goth, Renaissance Goth, Romantic Goth, Victorian Goth:

Antiquity Goth-გოთები რომლებიც იმოსებიან გარკვეული ეპოქის ტანისამოსით და ფაქტიურად ცხოვრობენ სხვა ეპოქაში

ასევე Renaissance Goth, Romantic Goth, Victorian Goth ესენიც რაც მთავარია მათში არ არის აუცილებელი შავი ფერის ტარება, ვთქვათ თუკი ვიქტორიანული ეპოქის ტანისამოსი არ შეიცავს შავ ფერს Victorian Goth-ს ააქვს სრული უფლება ატაროს ის.



Corporate Slave Goth:

ესენი არიან უბედური გოთები რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა კორპორაციებზე და იძულებულნი არიან კორპორატიული ტანისამოსი ატარონ, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ უნიფორმაში გოთური ელემენტების შეტანას, მაგრამ თავისი სტილით ისინი არანაირად არ გვანან გოთებს, იმიტომაც არიან კორპორაციის მონა გოთები.



Cyber Goth, Darkwave

ესენი არიან ფეტიშ გოთები, ულტრათანამედროვე სტილის აქსესუარებითა და ჩაცმულობით.



Glitter Goth, Fairy Goth

აქ მხოლოდ გოგო გოთები არიან, ისინი ვინც ცდილობს ფერიებსა და სხვადასხვა მითიურ გმირებს მიბაძოს, მათი ჩაცმის სტილი ძალიან ორიგინალური და ბავშვურია კერძოდ ზოლიანი ტანისამოსი, მოკლე კაბები, ტოპი, ორიგინალური თმის ფერი და სხვა.



Gypsy Goth, Hippie Goth

ამ სტილს მისდევენ ასაკოვანი გოთები და გოთები კერპთაყვანისმცემლები (Wicca)



Fetish Goth

თანისამოსში გამოიყენება მხოლოდ ხელოვნური მატერიალი, ლატექსი ვინილი და სხვა, არიან გამომწვევები, აქვთ უცნაური ვარცხნილობა, ასევე მატში გავცრელებულია ანდროგენიზმი.



Punk Goth, Post-Punk, Dark Punks

გოთები რომლებიც მისდევენ 80 იანი წლების სტილს, იროკეზი, დახეული ჯინსი, ტყავის ქურთუკი და სხვა.



Western Goth

იხილეთ ჯგუფი Fields of the Nephilim და მიხვდებით რას გულისხმობს ეს სტილი



Tribal Goth

იგივე modern primitives, აუცილებელია პირსინგი (ტუჩი, მკერდი) და ახლოს დგანან ფეტიშ გოთებთან.



Vampyre Goth

ისინი თავ ვამპირებად თვლიან და ხშირად არიან კიდეც (ბრიტანეთში არის რამდენიმე კლუბი სადაც ხდება შეკრებები და იმართება ეგრეთ წოდებული "Vampyre party" სადაც სვავენ რეალურ სისხლს)

ხშირად სახეს თეთრად იღებავენ რომ მიცვალებულებს დაემსგავსონ ატარებენ წითელ შავთან შეხემაბულ ტანისამოსს.



ხარ თუ არა გოთი?

დღეს ძალიან პოპულარულია გოთური სუბ კულტურა, არსებობს უამრავი საიტი თუ ჟურნალი ამ თემატიკაზე, ასევე გოთური იმიჯის ტირაჟირება ხდება არა მარტო გოთიკ ჯგუფების მიერ, არამედ პოპ შემსრულებლების მიერაც, ეგრეთ წოდებული Darkstyle მოდაშია თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ გოთები ბევრნი არიან, საერთოდ როგორ უნდა განვსაზღვროდ არის თუ არა ვთქვათ გივი ავთანდილის ძე უჯმაჯურიძე გოთი?

პრინციპში ამის დადგენა ძნელია, გარდა იმისა რომ ის უნდა გამოიყურებოდეს როგორც გოთი ასევე ის უნდა არსებობდეს სუბ კულტურაში, დიდ მეგაპოლისებში სადაც განვითარებულია გოთიკ ინდუსტრია, ანუ არსებობს კლუბები, ტარდება კონცერტები არის მაღაზიები და ა.შ იქ ადვილია შენნაირებთან ერთად დროის გატარება, შეხვედრა, შეკრება და ა.შ პატარა ქალაქებში კი ეს გაცილებით ძნელია თუმცა მაინც ახერხებენ მცირე შეკრებების მოწყობას ნუ თუნდაც სასაფლაოზე.

ასევე მნიშვნელოვანია გოთური სოფმხედველობა, ძნელია ყველა გოთს ერთი და იგივე აზრი აწუხებდეს თუმცა მათ ერთნაირი ხედვა უნდა გააჩნდეთ ცხოვრებაზე, მელანქოლიურ დეპრესიული, გოთებისთვის დამახასიათებელია არტისტულობა და გრძნობების გადაჭარბებული გამოხატულება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია მათი სრული ა სოციალურობა, პანკებისგან განსხვავებით რომლებიც სოციალურად გარკვეულწილად აქტუირები არიან და ხშირად ისინი სხვადასხვა სოციალური მოთხოვნებით გამოდიან და ანტიგლობალისტურ თუ ანტისისტემურ გამოსვლებში იღებენ მონაწილეობას, გოთები აბსოლუტურად არანაირ მონაწილეობას არ ღებულობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათი პოზიცია მარტივია „კისერი გიტეხიათ" .

რეალურად მათ შექმნეს ურბანისტულ გარემოში პატარა ფუტურისტულ რომანტიული გარემო სადაც თავს მშვენივრად გრძნობენ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1392 | დაამატა: nikushka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი