3:15 AM DISCOVERY ჯექსონის შესახებ ფილმს აღარ აჩვენებს | |
DISCOVERY მაიკლ ჯექსონის შესახებ ფილმს აღარ აჩვენებს ტელეარხმა
„Discovery" 2011 წლის 31 იანვარს დაგეგმილი დოკუმენტური ფილმის
„გასაიდუმლოებული მაიკლ ჯექსონი: რით გარდაიცვალა სინამდვილეში მაიკლი"
ჩვენება გადადო. სურათი მოიცავს დოკუმენტურ კადრებს და ექიმების მტკიცებულებებს. პოპულარული მომღერლის ნათესავებმა და თაყვანისმცემლებმა სურათის გაშვებასთან დაკავშირებით კატეგორიული უარი განაცხადეს. შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა. ტელეარხს Discovery დაგეგმილი ჰქონდა, დასავლეთ ევროპის რამოდენიმე ქალაქში სურათის ჩვენება. ტელევიზიაში ფილმის სარეკლამო რგოლებიც კი გავიდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, ფილმის ჩვენება გადაიდო. ტელეარხი ოფიციალურ განცხადებაში იუწყება, რომ „ტრანსლაცია განუსაზღვრელი ვადით გადაიდო". | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 784 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |