2:58 AM დასახელდა "წლის ავტომობილი" | |
Nissan-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის უკვე ცნობილია "წლის
ავტომობილი"-ს ევროპის კონკურსის შედეგები (ოფიციალური ინფორმაცია Car of
the Year-ის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ)."წლის ავტომობილის"
გამარჯვებულად დასახელდა რევოლუციური ელექტრომობილი Nissan LEAF-ი. ეს
ერთადერთი ელექტრომობილია, რომელმაც მოახერხა გამხდარიყო ტრადიციული
ბენზინისძრავიანი ავტომობილების სრულყოფილი კონკურენტი" – თქვა "წლის
ავტომობილის" ჟიურის პრეზიდენტმა ხეკენ მესტონმა.
Nissan LEAF-მა მხოლოდ 9 ქულით გაუსწრო Alfa Romeo Guilietta-ს, მესამე
ადგილზე Opel Meriva აღმოჩნდა. შემდეგ მოდიან: Ford C-MAX/Grand C-MAX-ი,
Citroen C3/DS3, Volvo S60/V60 და Dacia Duster-ი.
საინტერესოა, რომ საპატიო წოდება "წლის ავტომობილი" მანქანამ "ავანსად"
მიიღო. ჯერჯერობით ევროპაში ეს მანქანა არ იყიდება – ავტოსალონებში ის
მხოლოდ მომავალ წელს გამოჩნდება. ამასთან მისი შეძენა შესაძლებელი იქნება
მხოლოდ 4 ქვეყანაში: პორტუგალიაში, ირლანდიის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში
და ნიდერლანდებში.
შეგახსენებთ, რომ Nissan LEAF-ი დაკომპლექტებულია ავტომობილის წინა ნაწილში
მოთავსებული ელექტროძრავით, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს წინა ბორბლები.
ცვლადი დენის ელექტროძრავა ავითარებს 80 კვტ. სიმძლავრეს და 280 ნ.მ.
მბრუნავ მომენტს, რისი საშუალებითაც ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 145
კმ/სთ-ია. ელექტროძრავა ენერგიას იღებს 90 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის
ლითიუმ-იონის ელემენტებიდან. დამუხტული აკუმულატორებით ელექტრომობილი 175
კმ-ს გადის.
| |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 969 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |