• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » დაპირისპირება "ჯეოსტარში"
8:15 PM
დაპირისპირება "ჯეოსტარში"
დაპირისპირება "ჯეოსტარში"

- ქალბატონო მარინა, ფაქტია, რომ რამდენიმე მონაწილე აშკარად ვერ მღერის. თქვენი ოპონენტი გეტყოდათ, მაშინ რატომ აიყვანეთ ისინი?
- იცით, როგორი იყო იაგო კასტინგზე? ასევე ანი სირაძე - ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იყო შოუსთვის. 16 წლის წარმატებული, სიფრიფანა გოგონა... ხელს მოვაწერ იმაზე, რომ სმენა აქვს, მაგრამ არ მღერის ისე, როგორც უნდა იმღეროს. ზოგი შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული, მაგრამ კონკურსს ვერ უძლებდეს. ამ ბავშვმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უძლებს თუ არა. მე მგონია, თვითონაც ხვდება, რომ ვერ უძლებს. ყელი ნამდვილად ცუდ დღეში აქვს, მაგრამ მე კონცერტის დღესაც ვუთხარი, რომ კონკურსს არ აინტერესებს შენი სიცხე. გამოხვედი? - არ ვარგიხარ. ისევ და ისევ გიმეორებთ, ქართულ სიმღერას უფრო ვერ შევარჩენ, ვიდრე ჯაზს.

- როგორია ანი სირაძის ოჯახის პოზიცია, თუ ესაუბრეთ მათ?
- არ ვიცი, მე არ ვურთიერთობ კონკურსანტების ოჯახის წევრებთან. ჩემამდე არაფერი არ მოსულა. მე ვერავინ ვერ დამაბრალებს, რომ რამეს ვაკლებ მონაწილეს. მკაცრიც ვარ, მაგრამ ნურავინ იტყვის, რომ კონცერტზე მარინა ბერიძის შეეშინდა და იმიტომ ვერ იმღერა. მე რეპეტიციებზეც შევდივარ და მონაწილეებს ჩემთან ურთიერთობაც აქვთ. ვეფერები, როცა საჭიროა, ვკიცხავ კიდეც და საათობითაც ვესაუბრები, რომ ავუხსნა სიმღერის არსი.

- ასეთი გაბრაზებული მარინა ბერიძე, როგორიც ანი სირაძის შემთხვევაში იყავით, "ჯეოსტარის" არც ერთ ტურზე არ გვინახავს...
- ეს იმ წუთას წამოსული ემოცია იყო, იმიტომ, რომ ეთერ ჭელიძის შვილიშვილს არ აქვს უფლება, უსუფთაოდ იმღეროს და ვაჟა აზარაშვილის მუხტი არ წამოიღოს.

- იმ მონაწილეებს თუ აქვთ შინაგანი დისკომფორტი, რომლებიც კარგად ვერ მღერიან და მაინც წამყვან ადგილებს იკავებენ?
- პირველი შემთხვევაა, როდესაც არ აწუხებთ და მაინც აგრძელებენ. მაგალითად, რომ მოისმინოთ იაგოს რას ვეუბნები, გადაირევით, მაგრამ გაიცინებს და გაივლის. სტინგის ის სიმღერა ისე კარგად იმღერა, რომ ილუზია შემექმნა, ნამდვილად ყველაფერს გააკეთებდა. თქვენ იცით, შარშან ოთარ ლეგაშვილზე კასტინგზე რა დამემართა? ჭკუა დამეკეტა, მაგრამ კონცერტებზე ვერაფერი ქნა.

- სცენის კომპლექსი ხომ არ აქვთ?
- ბევრჯერ გამიმეორებია, არის ადამიანი, რომელიც შექმნილია კონკურსებისთვის და აქვს ძალიან მყარი ფსიქიკა და არის ადამიანი, რომელიც კონკურსს ვერ უძლებს. გაიხსენეთ ირინა ბაირამაშვილი, ოთხი ტური შესანიშნავად მიდიოდა, მერე დაიღალა, გამოილია, ვეღარ გაუძლო მისმა ფსიქიკამ. იმარჯვებენ მხოლოდ ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანები, მაგრამ ინდირას შემთხვევაში მისი ბრალი არ ყოფილა. ყოველთვის ვამბობ, დაუტოვებიათ პროექტი, დამნანებია, მაგრამ ერთია, როცა წააგებ კეკუასთან ან ფოჩხუასთან და მეორეა, რომ წააგებ ნათია დუმბაძესთან.

- მაყურებლის გარკვეული ნაწილი იმასაც ელოდა, რომ ნათია ან ანი საკუთარ ადგილს ინდირას დაუთმობდნენ.
- ასეთი შემთხვევა ერთხელ იყო, როდესაც საკომ ნინი შერმადინს დაუთმო და საკუთარი თავი მთელ საქართველოს დაამახსოვრა, მაგრამ ამას ვერავის დაავალდებულებ, ეს ან გაქვს, ან არ გაქვს.

- თქვენ თუ ელოდით, რომ ამ ტურზე მსგავსი რამ მოხდებოდა?
- ბოლოს, ყველაფერი რომ დამთავრდა, მაინც ვიჯექი და რაღაც სასწაულს ველოდებოდი. ლანას ვეუბნებოდი, როგორ გავუშვა ეს ბავშვი-მეთქი. მე თავს მოვიკლავ და ამ ბავშვის გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ამას პირადადაც დავპირდი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1030 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი