2:50 AM BMW-ს ახალი "ექვსიანი" | |
![]() ლოს-ანჯელესის ავტოსალონის გახსნამდე კომპანია BMW-ემ მე-6 სერიის ახალი თაობის კაბრიოლეტის ოფიციალური ფოტოსურათები წარადგინა – ეს ავტომობილი 2011 წლის გაზაფხულზე გამოვა გაყიდვაში. ![]() ახალი მოდელი მისი წინამორბედი "ექვსიანის" სტილშია გადაწყვეტილი, მაგრამ გერმანულ კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ძარის ელემენტების გარდა აქ ყველაფერი სრულიად ახალია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის 6-Series Convertible-ს თვლების ბაზა წინამორბედთან შედარებით შესამჩნევად დიდია (+74 მმ.). გარდა ამის, კაბრიოლეტის ძარა 50%-ით ხისტია, რაც დადებითად უნდა აისახოს მის მართვადობაზე. ![]() ახალი კაბრიოლეტი კვლავაც აღიჭურვება დასაკეცი რბილი სახურავით, რომლის გადახდა სულ რაღაც 19 წამშია შესაძლებელი (დახურვაზე კი 24 წამი დაგჭირდებათ), ამასთან ამ ოპერაციების შესრულება შესაძლებელია მოძრაობის დროსაც, ოღონდ სიჩქარე 40 კმ/სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს. და კიდევ, თვითონ სახურავის დაკეცვის მექანიზმი ორჯერ უფრო მსუბუქია ვიდრე ახლანდელი "ექვსიანის". ამაში საკვირველი არაფერია – ბავარიელები შეეცადნენ გაეკეთებინათ ისე, რომ მანქანის ყველა ელემენტი უფრო მსუბუქი ყოფილიყო. 2011 წელს კაბრიოლეტი უნდა გამოუშვან 650i და 640i ვერსიებით. პირველი მოდელის კაპოტის ქვეშ მოთავსდება 4,4-ლიტრიანი ბენზინის ძრავა, რომელიც 407 ცხ/ძ-ს და 600 ნ.მ-ს ავითარებს (მოტორი იმუშავებს 8-საფეხურიან "ავტომატთან" ან 6-საფეხურიან "მექანიკასთან" ერთად). BMW 650i Convertible-ს მაქსიმალური სიჩქარე შეიზღუდება ნიშნულზე 250 კმ/სთ. ნულიდან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს კი 4,9 წამში მიაღწევს. ![]() BMW 640i მიიღებს 320 ცხენის ძალას (მბრუნავი მომენტი 450 ნ.მ. იქნება). ამ უკანასკნელს ექნება სისტემა "სტოპ-სტარტი" და 100 კმ-ზე საშუალოდ მხოლოდ 7,9 ლ. საწვავს მოიხმარს. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 999 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |