1:45 PM ბილ გეიტსი | |
გეითსი თავის ორ დასთან ერთად ქალაქ სიეტლში გაიზარდა. მამამისი, უილიამ გეითს II, იყო სიეტლის რწმუნებული, ხოლო დედა, მერი გეითსი, სკოლის მასწავლებელი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მმართველთა წევრი. ბილ გეითსმა ინტერესი კომპიუტერული პროგრამების მიმართ 13 წლის ასაკში გამოამჟღავნა. 1973 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ძალიან მალე დატოვა სასწავლებელი, რათა მთელი ენერგია ”მაიკროსოფტის” განვითარებისათვის გამოეყენებინა. მან თავისი საქმიანობა 1975 წელს, ბავშობის მეგობარ პოლ ალენთან ერთად დაიწყო. ფოტოზე ბილ გეიტსი (ახალგაზრდობაში) და პოლ ალენია ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, ოფისებსა და სახლებში; მათ მთელი შთაგონებით დაიწყეს პერსონალური კომპიუტერის შექმნაზე მუშაობა. გეიტსის ხელმძღვანელობის პირობებში ”მაიკროსოფტი” ყოველთვის მიისწრაფის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რათა უფრო ადვილი იყოს საზოგადოებისთავის მისი გამოყენება. 1999 წელს გეითსმა დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, გადაწყვიტოს პრობლემები ახლებური მეთოდით. წიგნი 25 ენაზე 60 ქვეყანაში გამოიცა. 1994 წლის 1 იანვარს მან მელინდა ფრენჩზე იქორწინა; ჰყავთ სამი შვილი. ბილ გეითსი და მისი მეუღლე ასევე დაკავებულები არიან ქველმოქმედებით, მათ 28.8 მილიარდი დოლარი (2005 წ.) გადარიცხეს მსოფლიოს ჯანმრთელობისა და განათლების ფონდში. ხანდახან ბილ გეითსი საკუთარ სახლში აწყობს სადილებს. სადილზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დათანხმდება გადაიხადოს 1 000 000 დოლარი მოსაწვევში. მთელი შეგროვილი თანხა კი დიუკის უნივერიტეტში ირიცხება, სადაც მისი მეუღლე მელინდა ფრენჩი სწავლობდა. აბა ცადეთ თქვენს კომპიუტერში რომელიმე ფაილს ან პაპკას არ აქ მნიშვნელობა დაარქვათ con ცადეთ,მაგრამ მაინც ვერ შეუცვლით ამ სიტყვით ფაილს სახელს,იმიტომ რომ ბილს ბავშვობაში ამას ეძახდნენ და ეს სახელი არ მოსწონდა და აი შედეგიც. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1473 | დაამატა: nikushka | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 1 | |
| |
2011-03-08
რა კაცია...: ): )