1:34 PM ბეთმენი და ქალები | |
ქრისტოფერ ნოლანმა დაიწყო მუშაობა ფილმ 'მუქი რაინდის აღდგომა'-ზე. Heat Vision-ის ცნობით, ორი ქალბატონის როლზე (ერთი-ბოროტმოქმედი, მეორე-საყვარელი) ამ დროისთვის 6 მსახიობია წარდგენილი: კირა ნაითლი, ენ ჰეტევეი, ჯესიკა ბილი, კეიტ მარა, შარლოტა რაილი და ჯემა არტერტონი. ჯემა ალბათ ვეღარ მიიღებს ფილმში მონაწილეობას, რადგან მან მთავარი როლი მიიღო ფილმში 'Hansel and Gretel: Witch Hunters'. რამოდენიმე საიტმა კანდიდატების სიაში ნაომი უოტსი და ევა გრინიც დაასახელეს. მაგრამ ისინი ალბათ ვერ შეძლებენ პროექტში მონაწილეობის მიღებას, გადატვირთული გრაფიკის გამო. ფილმის გადაღებები 6 მაისს დაიწყება და იქნება ლოს-ანჯელესში, დეტროიტში და ლონდონში. პრემიერა 2012 წლის 10 ივლისსაა დანიშნული.
| |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 883 | დაამატა: nikushka | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |