2:59 AM Audi RS3. ოფიციალურად | |
Audi გამოუშვებს მოდელ RS3-ს! "სამიანის" ყველაზე სწრაფ ვერსიაზე გერმანულმა კომპანიამ პირველი ინფორმაცია და ფოტოებიც კი გამოაქვეყნა. ამ სუპერკარის კაპოტის ქვეშ აღმოჩნდება 5-ცილინდრიანი 2,5-ლიტრიანი ძრავა, რომელიც ტურბოდაბერვის წყალობით უკვე 340 ცხ/ძ-ს განავათარებს. ამ მოტორთან წყვილში კი იმუშავებს 7-საფეხურიანი კოლოფი S tronic-ი ორმაგი მოჭიდებით. მანქანას აქვს განსხვავებული წინა ფრთები, რომლებიც პლასტიკისა და კარბონისგანაა დამზადებული, 370 მმ. დიამეტრის წინა და 310 მმ. უკანა სამუხრუჭე დისკები. გარდა ამისა Audi RS3-ს დაუყენებენ უზარმაზარ 19-დუიმიან დისკებს და ახალ გამოსაბოლქვ სისტემას. ამასთან ეს უკანასკნელი ისეა გაკეთებული, რომ შესაძლებელია შეიცვალოს გამონაბოლქვის ხმა მძღოლის სურვილის მიხედვით – "Sport" ღილაკზე დაჭერისას ძრავა სულ სხვა ხმას გამოსცემს. 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს Audi RS3 სულ რაღაც 4,6 წამში მიაღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონულადაა შეზღუდული 250 კმ/სთ. ნიშნულზე. ცნობილია ფასიც. გერმანიაში მანქანა 49 900 ევრო ეღირება. შედარებისათვის – ყველაზე უბრალო A3 ამ ქვეყანაში 20 950 ევროდ იყიდება. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 880 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |