* * *
– ექიმო, თქვენთან მოსვლამდე სხვა ექიმთან ვიყავი და რეცეპტში ჩამიწერა "ამვ". რას ნიშნავს?
– არც მე ვიცი.
* * *
ქურდს ასამართლებენ.
– ბრალდებულო, რას საქმიანობენ თქვენი ოჯახის წევრები?
– მამა ციხეშია, დედაც ციხეშია, და ბო..., ძმა აკადემიაშია.
– ეს როგორ, კაცო?!
– ორთავიანი დაიბადა და სპირტში ჩადეს.
* * *
სვანი და მეგრელი ლიფტში გაიჭედნენ. ხან სვანმა იყვირა, ხან მეგრელმა, მაგრამ ვერავის გააგონეს.
– მოდი, ერთად ვიყვიროთ, – შესთავაზა სვანს მეგრელმა.
– ერთააად! – აბღავლდა სვანი.
* * *
– შავი ხელთათმანები მინდა, – ეუბნება სვანი გამყიდველს.
– კი მაგრამ შავი პალტო გაქვს?
– ახლა პალტოც მაყიდვინე! – დაიბოღმა სვანი.
* * *
– გეიგე, ჩვენი კაკოიე რომ მომკვდარა?
– არ გადამრიო, როდის, ბოშო?!
– დილის 4 საათზე.
– მაგიზა გეიღვიძა ასე ადრიანად მაგ უბედურმა?!
* * *
– ძვირფასო, – ეუბნება ახალშერთული ცოლი სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს, – აი, ხარჩო და რძიანი ფაფა მოგიმზადე. ჭამე.
– კარგი, მაგრამ ხარჩო რომელია?
* * *
– ბაბუ, მართალია, რომ ნადირობისას დათვმა გიკბინა?
– კი, ბაბუა, მართალია.
– სად გიკბინა, ბაბუ?
– მაი არაა მართალი, ბაბუა, არ დეიჯერო!
* * *
ძმაკაცი ძმაკაცს შესჩივის:
– მას შემდეგ, რაც ცოლმა მითხრა, 22 კაცთან გიღალატეო, ფეხბურთის ყურება აღარ მინდა.
* * *
– მოდი, კაცო, მოდი, – ეპატიჟება ცოლი ქმარს საწოლ ოთახში.
– უნდა გაგაწბილო, საყვარელო, დღეს არ შემიძლია. მეტროში საფულე ამომაცალეს.
– მერე საფულეში რატომ გედო?
* * *
– რა განსხვავებაა კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის?
– კაპიტალიზმის დროს კაცი კაცისთვის მგელია.
– სოციალიზმის დროს?
– ამხანაგი მგელი.
* * *
ახალ
მანქანას ძაღლი მიუჩინეს დასაცავად, მაგრამ მეორე დილით საბურავები აღარ
დახვდათ. საქარე მინაზე კი წერილი იყო მიკრული: "ძაღლს არ გაუწყრე, ისეთი
მწვადები და ნამცხვრები მოვუტანეთ, არც შენ ამოიღებდი ხმას".
* * *
სამშობიაროს ექთანს სამი ტყუპი გამოჰყავს და მამას გადასცემს:
– ხომ კარგებია?
– კი, – ამბობს ნირწამხდარი მამა და ბავშვები მანქანისკენ მიჰყავს.
– მაგენს მანქანაში რომ ჩააწყობ, მობრუნდი, სამი კიდოა! – უყვირის ექთანი.
* * *
– ტყეში მივდიოდი და გველი არ შემხვდა?!
– მერე?
– დავიხარე, დავაკვირდი და... ჯოხი ყოფილა.
– მერე?
– აღება მინდოდა და... მიკბინა.
* * *
– კიდევ ვერაფერი დაიჭირე, არა? – საყვედურობს ცოლი მეთევზეს.
– ცდები, ძვირფასო, ვეებერთელა ღლავი დავიჭირე.
– მერე სადაა?
– სადღაც დაცურავს ჩემს ანკესთან ერთად
სვანი კომპიუტერზე ნიორს ჩამოკიდებს, ვირუსი აღარ შეეყრებაო .......................................................................................... გურულები ჩინელებზე გაბრაზდნენ და ომი გამოუცხადეს. - კი მაგრამ, ომს რომ გვიცხადებთ, იცით რამდენი ვართ? - ჰკითხეს ჩინელებმა. - რამდენი ხართ? - მილიარდნახევარი! - დიდუუ! რა დამარხავს ამდენ მკვტარს! ........................................................................................ დედა, დღეს სკოლაში აცრები ჩაატარეს. _ იმედია, არ გიტირია. _ არა, მე ვერ დამეწივნენ. ....................................................................................... - ჭიჭიკია აქ ცხოვრობს? - არა. - კაცო, შენ ჭიჭიკია არა ხარ? - მე კი ვარ, მარა ცხოვრებაა ეს? ...................................................................................... ვინ იცის რა განსხვავებაა სომეხს და აკუმულატორს შორის? ... აკუმულატორს ერთი პლიუსი მაინც აქვს
|
2011-02-20