9:19 PM ანეგდოტები | |
ბავშვი ეკითხება მამას ზებრაზე: – მამი, ეს მელირებული ცხენიაო? – არა, – პასუხობს, მამა, – ეს ზებრაა, მელირებული ცხენი კი დედაშენიაო. ** მამა ეკითხება შვილს: – რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდეო? – ვინ უნდა გამოვიდე, მამი და „სირიო". – რატომ, შვილოო? – რატომ და, მთელი დღე იმას გაიძახი, ამ „სირმა" რა მანქანა იყიდა, იმ „სირმა" რა მაგარი ბინა იყიდაო და, მეც მინდა, რომ „სირი" გამოვიდეო… *** – რა ღირს თუთიყუში? – რომელი? – აი, ის, შუაში რომ ზის. – 10 000 დოლარი. – რა ამბავია, რას აკეთებს ასეთს? – ეგ უბრალო თუთიყუში არაა, „კაგებეს" არქივი იცის ზეპირად. – კაი, მარჯვნივ რომაა, ის? – ის, გენაცვალე, 20 000 ღირს, „ცეერუს"არქივი აქვს მაგას ტვინში. – არ მინდა არც ეგ. ის რაღა ღირს, მარცხენა? – 50 000. – არ გადამრიო, მაგან რაღა იცის ამისთანა? – ეგ არავინ იცის, მარა ეს ორი თუთიყუში მაგას „ბოსს" ეძახის. *** ტიპს ჰკითხეს, ყველაზე ადვილი ენა რომელიაო? – რომელი და – სვანურიო… – კი მარა, რატომ სვანურიო? – იმიტომ, რომ სვანებმაც ისწავლესო. *** ჭიჭიკია ისეთი ჟმოტია, „სვადებნიში" მარტო იყო წასულიო… *** განაცხადის შევსება: – აქ რა დავწერო? – თქვენი დაბადების თარიღი… – ციფრებით თუ სიტყვიერად? – როგორც თქვენ გნებავთ… – აქ რას ვწერ? – აქ – თქვენს სახელსა და გვარს… – სიტყვიერად? *** ომია. სამხედრო გემის მიმართულებით ტორპედო მოდის და კაპიტანი ეუბნება ბოცმანს: – სადაცაა, დედა გვეტირება და ბიჭებს ნუ ჩავხოცავთ საქვაბეში, ამოიყვანე გემბანზე და ერთი გემრიელად გააცინეო… ბოცმანი ამორეკავს ხალხს და ეუბნება: – ახლა მიყურეთ! ამოვიღებ კვერცხებს, დავახეთქებ გემბანზე და გემი ნაფოტებად იქცევაო. – მართლაც ამოიღებს, ბრახ! დაარტყამს და გემი ჰაერში აიწევა… კაპიტანი და ბოცმანი გადარჩებიან. მიცურდება კაპიტანი ბოცმანთან და ეჩხუბება: – რა ჰქენი, ბიჭო, ეს რა ჩაიდინეო? – რა გინდა, ბიჭო, ხომ გავაცინე ბიჭებიო. – რა გააცინე, ტორპედო აგვცდაო. *** მიტომ იშვილა ორი თვის ზანგი და დიდი ზარზეიმით მიიყვანა შინ. ცოლმა უთხრა: – კაცო, ეს ჩვენები ვერ დაგვიზრდია და ე ზანგი რაღად გინდოდაო? – რას ამბობ, ქალო, რო გაიზრდება, ჩვენ შვილებ ინგლისურს ასწავლისო, – უთხრა მიტომ. *** ორი ღამურა კიდია ფეხებით და ერთი ეკითხება მეორეს: – ყველაზე ცუდი დღე როდის გქონდა? – მაშინ, კუჭი რომ ამეშალაო. *** ინჟინერი ქმარი ეუბნება ცოლს: – ძვირფასო, ხომ არ გამიმხელ ამ ნამცხვრის რეცეპტს? ჩემი აზრით, შენი მეთოდი დიდ რევოლუციას მოახდენდა ცემენტის მრეწველობაში… *** პოეტს ხშირად სტუმრობდა მუზა, სხვა მნახველებს პალატაში არ უშვებდნენ. *** წვეულებაზე ქალს შოკოლადის კანფეტს მიაწვდიან, ის კი მაშინვე ქმარს აწვდის. გარშემო ყველამ წამოიძახა: – ო, როგორი სიყვარულია! – არა, უბრალოდ, მე მასზე მეტი კბილები მაქვს! – განმარტა ქმარმა. *** კაცი „მამაშასთან" მივა: – ქალი მინდა, ოღონდ, უნდა წავიყვანოო. „მამაშამ" უთხრა: – ახლა გვიანია, არავინ არ წამოგყვება, მარტო ავთანდილოვიჩია წამომყოლიო. – „მკიდია", მოიყვანეო. გადაიხდის ფულს ეს კაცი, ჩაისვამს მანქანაში ავთანდილოვიჩს და წავა. გზაზე მხედრიონის პიკეტი შეხვდებათ. გააჩერებენ, – გადმო, შენი დედა, ფული მაიტაო… უცებ დაინახავენ ავთანდილოვიჩს: – უი, ავთანდილოვიჩ, ბოდიში შეწუხებისთვის, მეტს აღარ ვიზამთ, გვაპატიეთ როგორმეო. გააგრძელებს ეს ტიპი გზას. „გაიჩითება" პოლიციის რეიდი. აჩერებენ, მანქანას „შმონავენ", საბუთებს უმოწმებენ, მოკლედ „ტისკავენ" ტიპს… ერთ-ერთი „ძაღლი" ავთანდილოვიჩს შენიშნავს და… – ბოდიში, ავთანდილოვიჩ, მეტს აღარ ვიზამთ, აღარ განმეორდება, ავთანდილოვიჩ, მოგვიტევეთ, გვაპატიეთო… გააგრძელებს ეს ტიპი გზას, თან ავთანდილოვიჩს უყურებს. „გაიჩითება" კიდევ რაღაც პიკეტი. ტიპი აჩერებს მანქანას, ავთანდილოვიჩს ეტყვის, მოვალ მე ახლავეო. მივა ტელეფონ-ავტომატთან და რეკავს: – ალო, ბორდელიაო? – კიო. – მე ისა ვარ, ავთანდილოვიჩი რო წამოვიყვანეო. – მერეო? – ეგ ყველაფერი კარგი, მარა, ამან თუ იცის, „გასაჟიმად" რო მიმყავსო? *** გურულთან სტუმრები არიან და კარგად იქეიფებენ. ჰოდა, გურული ცოლს ეუბნება. ახლა, ქალო, სტუმრებს რამე გამაგრილებელი მოუტანეო და ცოლი ფანჯარას გამოაღებს. *** გურული ეუბნება მეორე გურულს: – გაიგე ბიჭო, პიანინო 50 ლარი ღირს! – არა, მაგი ნამდვილად ტყუილი იქნება. – ტყუილია, მაგრამ ხომ იაფია? *** – მიდი, შვილო, ტასო ბებოსთანა, რამე გასახარელი უთხარი, ფინთათაა მაგის საქმე. – ტასო ბებო, პანაშვიდზე „4 გიამ" რო გიმღეროი, გეგეხარდებაა? *** ზარი ტელეფონით: – ქალიშვილო, თქვენ რა ზომის მკერდი გაქვთ? – ორი ნომერი… – უკაცრავად, ნომერი შემეშალა… | |
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 1285 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |