* * *
- მამიკო, მეგობარს რომ უჭირდეს, ხომ უნდა დავეხმარო?
- კი შვილო, მაგრამ შენც რაღა გაჭირვებულს უმეგობრდები?
* * *
ერთ სამსახურში პროგრამისტს ღებულობდნენ. ანკეტის
შევსებისას გრაფაში "ბავშვები" მან ჩაწერა 6/9. ჩავარდა კადრები
საგონებელში, ბევრი იფიქრეს, რა ვერსიები არ წამოაყენეს - 6 ბიჭი და 9 გოგო
ყავსო, ბავშვები 6-დან 9 წლამდეო, 6 ცოლი და ცხრა ბავშვიო... ბოლოს
კითხეს:- რას ნიშნავს 6/9 ბავშვი? განსაცვიფრებელი პასუხი: - ცოლი მეექვსე თვეშია.
* * *
გურულები ჩინელებზე გაბრაზდნენ და ომი გამოუცხადეს. - კი მაგრამ, ომს რომ გვიცხადებთ, იცით რამდენი ვართ? - ჰკითხეს ჩინელებმა. - რამდენი ხართ? - მილიარდნახევარი! - დიდუუ! რა დამარხავს ამდენ მკვტარს!
* * *
- მამი რას ჭამ? - არაფერს, გეიწი იქით, ვამ
* * *
ექიმმა პაციენტი გასინჯა და გარეთ გაუშვა, მისი ცოლი კი დაიტოვა. -
თქვენს მეუღლეს ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. მისი ნერვიულობა არაფრით
არ შეიძლება. მისთვის მუშაობაც კი არ შეიძლება. ეცადეთ თქვენ იშოვოთ
სამსახური, მას კი რაც შეიძლება წყნარი და კომფორტული გარემო შეუქმენით,
გაუკეთეთ მისი საყვარელი საჭმლები, არ ეკამათოთ არაფერზე. ასე ის კიდევ
დიდხანს გაძლებს. კაბინეტიდან გამოსული ცოლის სახეზე ქმარი ცდილობს რაიმე წაიკითხოს. შეკითხვას ვერც ბედავს. ბრუნდებიან სახლში. - ისაა... ექიმმა... რაო? - ეკითხება ბოლოს გზაში. რაღაც იმედი მაინც ღვივის ხმაში. - შენ მოკვდები - პირქუშად პასუხობს ცოლი.
* * *
საღამოა. ქმარი ფანჯარაში იყურება ჩაფიქრებული და ცოლს ეკითხება: - ძვირფასო, გინდა ციდან ვარსკვლავი მოგიწყვიტო?
- არავითარი ვარსკვლავი, ამ საღამოს სახლში იჯდები!
* * *
მამას ბავშვი გაატანეს - ამ ერთხელ შენ წაიყვანეო. მიიყვანა უახლოეს ბაღში - იქ უთხრეს ჩვენთან არ არის ეგ ბავშვიო. მიიყვანა მეორეში - არც იქ. მესამეში, მეოთხეში... - მამი - ეუბნება ბავშვი - ცოტაც და სკოლაში დაგვაგვიანდება
* * *
ღია ფანჯრიდან ყვირილი ისმის: - მიშველეეეთ! კატა მოვიდაააა! მიშველეეეთ! შემჭამს!... შეიყარა ხალხი ქვევით. რა ხდება ვერ ხედავენ, ამხნევებენ (ბავშვი ჰგონიათ): - ნუ გეშინია, რა იყო, კაცი არა ხარ? კატამ შეგაშინა?! - კაცი არა ვარ, თუთიყუში ვარ. მიშველეეეეთ!
* * * - მამიკო, რატომ მოიყვანე დედიკო ცოლად? - ხედავ? ბავშვსაც უკვირს!
* * *
- დედიკო, მე მოვედი დისკოტეკიდან. - ჰო შვილო, ჩაიცვი ეხლა და დაიძინე.
* * *
- ბიჭუნა, რატომ თამაშობ ასანთით? - არ ვთამაშობ, სიგარეტს ვუკიდებ.
|