3:00 AM ახალი Focus-ი კუპეც იქნება! | |
![]() Ford-ი ახალი თაობის Focus-ის ბაზაზე გეგმავს გამოუშვას არა მხოლოდ ჰეჩბეკი, სედანი და უნივერსალი, არამედ სპორტული კუპეც, რომელიც Volkswagen Scirocco-ს გაუწევს კონკურენციას. ჟურნალ AutoExpress-ის მონაცემებით კუპეს პრემიერა შედგება იანვარში დეტროიტის ავტოსალონზე. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კუპეს გამოშვებით, Ford-ი გეგმავს უარი თქვას ტრადიციულ სამკარიან ჰეჩბეკზე. კომპანიაში თვლიან, რომ სამკარიან მოდელებს ჩვეულებრივ ყიდულობენ ახალგაზრდა ადამიანები, რომელთაც არ ჰყავთ ოჯახი. ისინი კი არჩევანს გააკეთებენ უფრო კუპეზე ვიდრე ჰეჩბეკზე. ![]() ტექნიკურად კუპე მცირედ განსხვავდება ჰეჩბეკისა და სედანისაგან. მანქანის კაპოტის ქვეშ კი ჩააყენებენ არა მხოლოდ "სამოქალაქო" მოტორს 120 ცხ/ძ. სიმძლავრით, არამედ უფრო ძლიერ 2,0-ლიტრიან ტურბინებულ ვარიანტსაც, რომელიც 250 ცხ/ძ-ს განავითარებს, ასეთ მანქანას Focus ST-ს დაარქმევენ. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1052 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |