6 რეკომენდაცია, რეომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ…
 პირველი
– იცოდეთ, თუკი მკერდი გაიზარდა იმ დონეზე, რომ ყველაზე მცირე ზომის
ბიუსტჰალტერი იტევს, აუცილებელია მისი ტარება. ეს დაიცავს მკერდის კანს,
მკერდს კი – შემთხვევითი მექანიკური ზიანისგან.
მეორე – ყოველდღიური შხაპის ან აბაზანის შემდეგ მკერდზე გრილი წყალი გადაივლეთ. ეს კანის სიმკვრივეს შეინარჩუნებს დიდი ხნით.
მესამე
– ცუდი არ იქნება, თუკი მკერდის კანს (ისევე როგორც სახის, ყელის)
წაუსვამთ გაყინული სამკურნალო მცენარეების ნაყენს. და არ დაივიწყოთ კვირაში
ერთხელ მკვებავი ნელსაცხებლისა და ნიღბის გამოყენება.
მეოთხე –
ყურადღება მიაქციეთ, როგორ გიჭირავთ ტანი. სიარულისას თავი აწიე და ზურგი
სწორად დაიჭირე. ასეთ მდგომარეობაში მკერდი უკეთესად ჩანს.
მეხუთე – გახსოვდეს,
მკერდისთვის ყველაზე კარგი ვარჯიში – ცურვაა. გრილი წყალი – შესანიშნავი
კოსმეტიკური საშუალებაა, ცურვასთან ერთად კი ზღაპრული საჩუქარი
სილამაზისთვის. ის ორმაგ ზემოქმედებას ახდენს: ხელების მოძრაობა
განამტკიცებს მკერდის კუნთებს, ხოლო გრილი წყალი გამობრძმედს ორგანიზმს და
კანსაც უფრო მკვრივს ხდის.
მეექვსე –
პლაჟზე არასდროს მიუშვიროთ მკერდი მზის სხივებს, საცურაო კოსტიუმის
ბიუსტჰალტერი არ გაიხადოთ. ყველა ქვეყნის მეცნიერი ერთხმად აცხადებს, რომ
მზე წლიდან წლამდე სულ უფრო აქტიური ხდება, მკერდის კანი კი ძალიან ნაზია.

|