"ალბათ ყველას გახსოვთ ის დღე, როდესაც ფეისბუქს like ღილაკი დაემატა. ბევრს ეს იდეა მოეწონა, ბევრისთვის კი შემაწუხებელი და მომაბეზრებელი იყო ახალი ნოთიფიქეიშენების მიღება. თუმცა დროთა განმავლობაში ყველა მიეჩვია და ამ ღილაკს დამატებითი ფუნქციაც გამოუჩინეს.
ჩვენ შევადარეთ ფეისბუქის მონაცემები და როგორც აღმოჩნდა ყველაზე მეტად ამ ღილაკს რუსეთის სამხრეთით მდებარე ერთ პატარა ქვეყანაში, საქართველოში იყენებენ. ფეისბუქის ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს გამოკვლევა და როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ქართველებს მოაფიქრდათ ამ ღილაკის გამოყენება სხვადასხვა კონკურსებში.
სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მონაცემთა ბაზაზე და ჩვენს სერვერებზე მიდის სერიოზული დატვირთვა. ჩვენი IT გუნდის წევრები მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ აღმოფხვრან ყოველგვარი ხარვეზი, თუმცა დატვირთვა იმდენად დიდია, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ავუდივართ, რის გამოც ხშირად ითიშება ჩვენი საიტი, ხშირად იტვირთება კონტენტი დაგვიანებით და სხვ. ზარალმა უკვე მილიონებს გადააჭარბა.” – აცხადებს ცუკერბერი CNN-თან ინტერვიუს დროს.
"ამ წიგნის დაწერის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. like ღილაკმა არა მხოლოდ ფეისბუქის თანამშრომლების ცხოვრება შეცვალა, არამედ უბრალო მომხარებლებისაც კი. "ცხოვრება ლაიქ ღილაკამდე და მის შემდეგში” აღწერილი მაქვს იმ ადამიანების ბედნიერი სახეები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ და იმ გაუბედურებული პიროვნებების ისტორიები, რომლებსაც ამ პრობლემებთან აქვთ შეხება.
წიგნში ასევე მოცემულია სხვადასხვა მარკეტინგული გზები და მაგალითები კომპანიებისთვის, თუ როგორ შეიძლება ვმართოთ ჩვენი ბიზნესი ფეისბუქზე უკეთ და ა.შ.
წიგნის გამოშვების მთავარი მიზეზი კი ქართველი სოციალური მედიის მენეჯერებისთვის თხოვნაა, რომ მსგავსი კონკურსებისგან თავი შეიკავონ, შეიძინონ ეს წიგნი გამოსვლისთანავე, წაიკითხონ, გაეცნონ ახალ იდეებს და უკეთ მართონ თავიანთი კომპანიის გვერდები ფეისბუქზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დატვირთებს სერვერზე ვეღარ გავუძლებთ და მოგვიწევს ფეისბუქის დახურვა – პატივისცემით მარკ ცუკერბერგი”.