პროექტების რაოდენობა 7 ჯუჯის და ფიფქიის შესახებ სულ იზრდება. შარშან ოქტომბერში ტარსემ სინჰუს შესთავაზეს ფილმ 'ძმები გრიმების ფიფქია'-ს გადაღება. ბოროტი დედინაცვლის როლზე პროდიუსერებმა ჯულია რობერთსი წარადგინეს. ფილმზე Relativity Media იმუშავებს. არსებობს ასევე პროექტი 'Snow White and the Huntsman', რომელზეც სტუდია Universal-ი მუშაობს. პროექტის სცენარისტია მელისა უოლეკი. იგი აცხადებს, რომ მან ჩართო სცენარში ყველა ელემენტი, რომელიც Disney-ს მულტფილმში გამოტოვებული იყო. ჯულია რობერთსს, როლი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შესთავაზეს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსახიობთან. ბოროტ დედოფალს პროექტ 'Snow White and the Huntsman'-ში შარლიზ ტერონი შეასრულებს.
გაგრძელებაში მსახიობის ბიოგრაფია