ის, რაც მარტინ სკორსეზეს არ გამოუვიდა, გამოუვა ქევინ მაკდონალდს. რეჟისორი აპირებს გადაიღოს დოკუმენტური ფილმი 'მარლი' ცნობილი მუსიკოსის შესახებ. ეს პროექტი ჩაუვარდა, როგორც სკორსეზეს, ასევე ჯონათან დემესაც. ახლა პროექტს სათავეში ქევინი ჩაუდგა. წინა კვირას რეჟისორმა რიდლი სკოტთან ერთად წარადგინა თავისი ახალი ნამუშევარი 'Life in a Day''. 'რა ამოძრავებდა ბობს? ეს ალბათ საიდუმლოდ დარჩება, მაგრამ ჩვენი ფილმის ნახვით, შეძლებთ მის უკეთ გაცნობას', - განაცხადა მაკდონალდმა. გადაღებები იამაიკაზე, იაპონიაში, ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში იქნება. ფილმის პრემიერა მომღერლის გარდაცვალების 30 წლის თავზეა დაგეგმილი.
გაგრძელებაში ნახავთ ბობ მარლის ბიოგრაფიას