ჰოლივუდის ცნობილი წყვილი პენელოპა კრუსი და ჰავიერ ბარდემი მშობლები გახდნენ. ახალშობილის სქესს და სახელს წყვილი პრესას უმალავს. ბავშვი მაშინ დაიბადა, როცა ბარდემი საუკეთესო როლისთვის "ოსკარის" პრემიაზე წარადგინეს.
ბავშვი ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრში დაიბადა, სადაც სამყაროს მოევლინენ მადონას, სინდი კროუპფორდის, მილა იოვოვიჩის, კრისტინა აგილერას ბავშვები, იუწყება ესპანური გაზეთი Eლ Pაის-ი.
საავადმყოფო ებრაელი ბიზნესმენის კასპერ კოენის დაფუძნებულია და მსოფლიოს 10 საუკეთესო კლინიკაში შედის. აქ მშობიარობა მხოლოდ იმ შეძლებულ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც ებრაული ფესვები აქვთ.
ჰავიერი და პენელოპა ივლისში საიდუმლოდ დაქორწინდნენ, მოკრძალებულმა საქორწილო ცერემონიამ მეგობრების სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში ჩაიარა. ისინი საზოგადოების წინაშე ძალიან იშვიათად ჩნდებიან.
გაგრძელებაში მსახიობის პატარა ბიოგრაფიას ნახავთ