კბილების ძაგძაგი, ურემის რყევა, ცხენის ფლოქვების თქარუნი, ჩაჭიდება, შიში, სიგრილე, სუნი.
გონების წამიერი დაკარგვა და გონებადაკარგული სხეულის ურემზე შეკავება, ურმის ქანავი, მეეტლის
წკეპლა, სიჩქარე, მტვერი, გამოფხიზლება, გონებაში მოვლენების არევა, დალაგება, ფოტო შორიდან,
ენგურზე მიმავალი ურემი, გაჩერება, ფულის მოთხოვნა, აგრესია და გრძნობა რომელიც შლაგბაუმის
გადაწევის შემდეგ აქაურებს ეუფლებათ, სიტყვები ნელ-ნელა ტივტივდება, ენგურს იქით, ამ ორი არც
თუ უბრალო სიტყვით ყველაფერი ნათქვამია.
ფულის აღება, ხის შლაგბაუმის ახსნა და გზა რომელიც ენურს იქით გაგიყვანს, კარების
ჭრაჭუნი, ჟანგმოკიდებული მაქნანის დაქოქვის რამოდენიმე მცდელობა, დაჯიკავება, მოტორის დაქოქვა,
იამუ, შერყევა რომელიც სასიამოვნოა, გზის გაგრძელება და გზა ქალაქამდე საოცნებოა, ნაცნობი ქუჩების
სახელები, უკან უცნობი ქუჩები და ამ ქუჩაზე ნაცნობი ხალხის ნაცვლად უცნობთა ჩურჩული.
ხედი შორიდან, დაჟანგულ ანჯამებს ძლივს ჩამოკიდებული ჭიშკარი, კარები რომლებიც აღარ იღება
და დღეს თუ ხვალ ანჯამებს გაუშვებს ხელს და ძირს დაეცემა. აი, ნაცნობი ქუჩის შესახვევი, ნაცნობი
სახლები და 20 წლის წინანდელი წარწერები, # 23, ბოლი, ჭა და ადგილი სადაც დათვი დაბაჯბაჯებდა,
ცრემლები, სახლის ნანგრევებისაგან დარჩენილ ჩონჩხებზე შეხედვა, უკანასკნელი ოცნების ახდენა და სახლის
ეზოს შუაში მუხლებზე დაცემა, უკანასკნელი შეხედვა, უკანასკნელი გაფიქრება, რომ ნატვრა რომელიც მთელი
ცხოვრება ღრღნიდა ასრულებულია და ის ახლა
სწორედ იმ სახლის წინ დგას, რომელიც მისი წინაპრების `ოდაბადეა~ ამ ყვლაფრის გაფიქრება და
გაცნობიერება, რომ სურვილი ახდენილია, უკანასკნელად ამოსუნთქვა ამ ჰაერის, რომელიც ამ კუთხისაა და
სიკვდილი