• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 12 » უდაბნო საჰარა
5:00 PM
უდაბნო საჰარა

უდაბნო საჰარა


საჰარა - დედამიწის უდიდესი უდაბნოა, მისი ფართობი 7 მლნ კვ. კმ. საჰარის ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც იგი დაფარული იყო სავანებით და ტყეებითაც კი. უჩვეულოდ მშრალი ჰაერი რელიეფთან შეხამებით ჯოჯოხეთად აქცევს თანამედროვე საჰარის მიწას. უდაბნოს შიდა რაიონებში არის ერთეული ადგილები, სადაც წვიმა წლობით და ათწლეულობით არ მოდის, ხოლო თუ მოდის, ზედაპირზე დაცემამდე ორთქლდება, მიწამდე არც ერთი წვეთი არ აღწევს. ასეთ ადგილებში სრულიად მოულოდნელად შესაძლებელია ისეთი თავსხმები, რომლებიც ძლიერ წყალდიდობებს იწვევს. რამდენიმე წუთში დიდი ფართობები იფარება წყლის ფენით. ამბობენ, რომ საჰარაში უფრო მეტი ადამიანია დამხრჩვალი, ვიდრე წყურვილით დაღუპული.

  ტრი პოლოსთან ახლოს, ჰაერის ტემპერატურა ივლისში 58 °C- საც აღწევს. კლდეების მუქ ზედაპირზე ტემპერატურა შეიძლება მიუახლოვდეს 100 °C. მზის ჩასვლის წინ, როდესაც ჰაერი მტვრითაა გაჯერებული, ხშირად იქმნება მირაჟები - წარმოსახვითი ”ოაზისები”, ”ტბები” ან ”მთები”.

  დღისით უდაბნოში ცხელა, ღამე ცივა. ჰაერის ტემპერატურის დღე-ღამური რყევა 30 °C-ზე მეტს აღწევს, მაგრამ დღის სიცხეს ადამიანი უფრო ადვილად იტანს, ვიდრე ღამის სიცივეს.

  ყველაზე აუტანელი ხანგრძლივი ქარბუქებია. მტვრისა და ქვიშის ქარბუქი საოცარ სანახაობას წარმოადგენს. ისინი ხანძრებს გვანან. ცხელი ქარბუქიანი დღეების შემდეგ ჰაერი საჰარაში ძლიერ ელექტროლიზდება. ტანსაცმლის, თმების, რკინის ნივთებიც კი ნაპერწკლებს ყრიან. ქარბუქები ხშირად საოცარი სიძლიერისაა. მისი სიჩქარე აღწევს 50 მ/წმ და მეტსაც.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1463 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი