• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 11 » სფერული ელვა- აუხსნელი უნიკალური მოვლენა
2:10 PM
სფერული ელვა- აუხსნელი უნიკალური მოვლენა
სფერული ელვა ხშირად ჩვეულებრივი ელვის პარალელურად ჩნდება. თუმცა მზიან დარშიც შეიძლება მისი ნახვა. მას მომცრო ბურთის ფორმა აქვს და 100-ვატიან ნათურასავით ანათებს. ნათების ფერი ყვითელ-მომწვანოა. ბურთის დიამეტრი რამდენიმე სმ-დან მეტრამდეა.
სფერული ელვის მოქმედება სრულიად ამოუცნობია. მას უმცირესი ნაპრალიდან შეუძლია ოთახში შეღწევა და 8-10 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს, მათ შორის- ქარის საწინააღმდეგოდაც. სფერულ ელვას თან სდევს ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ამასთან, ახშობს რადიოელექტროსიგნალებს. ცეცხლოვანი ბურთი 10 წამიდან რამდენიმე საათამდე "ცოცხლობს"- წყნარად ქრება, თუმცა საშინელი ხმით აფეთქებაც შეუძლია, რა დროსაც დიდ ენერგიას გამოყოფს.

სფერულმა ელვამ შესაძლოა ადამიანის ირგვლივაც იმოძრაოს, ხან კი"თავსაც ესხმის"- რაც დამწვრობით ან სიკვდილით მთავრდება- სამწუხაროდ, მსგავსი დასასრული შემთხვევათა 9%-ში გვხვდება.

ბევრი შემთხვევაა აღწერილი, როცა სფერული ელვა ერთ კონკრეტულ ადამიანს "დასდევს".
მეცნიერები დღემდე ვერ პოულობენ სარწმუნო პასუხს, თუ რასთან გვაქვს საქმე.

ძველ დროში სფერულ ელვას უწმინდურ ძალას უწოდებდნენ, დღეს კი ზოგი მკვლევარი მას ჩვენი პლანეტის შესასწავლად უცხო სამყაროდან მოვლინებულ ობიექტად მიიჩნევს. სფერული ელვა რომ უმეტესად ჭექა-ქუხილის დროს ჩნდება, იმით აიხსნება, რომ მძლავრი ენერგეტიკული განმუხტვების დროს იხსნება პარალელური სამყაროს პორტალები, საიდანაც ჩვენთან ინფორმაციის შემგროვებლები შემოდიან.


თუ სფერული ელვა თავს დაგატყდათ...
მთავარი წესია- არ ჩავარდეთ პანიკაში! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები, არ გაიქცეთ! სფერული ელვა ძალზე მგრძნობიარეა ჰაერის უმცირესი რხევის მიმართ, რომელსაც წარმოვქმნით მოძრაობის დროს.

თუ შინ შემოგივარდათ, ფანჯარა ფართოდ გამოაღეთ. დიდი შანსია, ცეცხლოვანი ბურთი გარეთ გაფრინდეს.

არავითარ შემთხვევაში არ ესროლოთ რამე! შეიძლება ნაღმივით აფეთქდეს და მძიმედ დაგაშავოთ: მიიღოთ დამწვრობა, ტრავმა, გონება დაკარგოთ. გამორიცხული არ არის ლეტალური შედეგიც.

თუ ელვა შეეხო ადამიანს და მან გონება დაკარგა, სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე საჭიროა სუფთა ჰაერი, დათბუნება და ხელოვნური სუნთქვა.

ვინმეს ეს ყველაფერი ზღაპარი ეგონება მაგრამ ტვ ში ძალიან ბევრი მაქ ამის შესახებ მოსმენილი და ღირს ამის წაკითხვა
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1517 | დაამატა: nikushka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

 2011-04-14
0  
  მე ძალიან მომწონს ასეთ საკითხებზე საუბარი და თქვენი სტატიაც ამ თემის შესახებ მომეწონა! :angel: :book: :book: :book: :book: :book: :book: :book: :book: :book: :book: :book: :book:
უპასუხე      ციტატა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი