სიყვარული კაცის გაგებით (სექს ფსიქოლოგია) - 20 იანვარს 2011 - მოგესალმებათ
  • Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 20 » სიყვარული კაცის გაგებით (სექს ფსიქოლოგია)
11:14 PM
სიყვარული კაცის გაგებით (სექს ფსიქოლოგია)
თურმე, თუ იცი, როგორ ესმის მამაკაცს სიყვარული, შეგიძლია იწინასწარმეტყველო თქვენი ურთიერთობების მომავალი! ეს ჯერ კიდევ არისტოტელემ შენიშნა, რომელმაც სიყვარულის 6 სახე გამოყო..... აგაპე - სამსხვერპლო სიყვარული მამაკაცი, რომელცას ეს გრძნობა ესმის როგორც თავშეწირვა, გააკეთებს ყველაფერს რომ საყვარელმა ადამიანმა თავი კარგად იგრძნოს. როგორ იქცევა ის. სავარაუდოდ, დიდხანს გევლებათ თავს, ვიდრე სიყვარულში გამოგიტყდებათ. თქვენ ამჩნევთ რომ ის სანაცვლოდ არაფერს ითხოვს თქვენგან, იგი აბსოლიტურად უანგაროა. როგორც წესი, თქვენს პარტნიორს შეუძლიათ გითხრათ: "მე შენ უკანასკნელ გროშსაც კი მოგცემ” და ამის მსგავსი. რას უნდა ელოდოთ მისგან. ამგვარ სიყვარულს, რა თქმა უნდა, ბევრი პლიუსი აქვს. მამაკაცი, რომელიც თქვენთვის მუდამ სწირავს საკუთარ სურვილებს და ინტერესებს, ნდობასა და პატივისცემას იმსახურებს. მაგრამ არა უფრო მეტს. როგორც წესი, ტოტალური ზრუნვა მომაბეზრებელია. სასურველია ვნებიანი გრძნობები, მაგრამ ნურას უკაცრავად, მამაკაცი ღებულობს "მზრუნველი მამიკოს” როლს. ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ ხელს ნამდვილად არ უწყობს სექსუალურ ლტოლვას და რადგან მამაკაცი თქვენგან სამაგიეროდ არაფერს თხოულობს, თქვენ მას სულ უფრო და უფრო ნაკლებად აფასებთ. არსებითად, ის თავს გახვევთ თავის მზრუნველობას, მუდმივად ცდილობს გაიგოს თქვენი აზრები, სურვილები და გააკონტროლოს ისინი. ლუდუსი - ე.წ სიყვარული-თამაში ის უწინარეს ყოვლისა სექსუალურ ლტოლვაზეა დამყარებული. როგორ იქცევა იგი. ქალის პატივისცემით ასეთი მამაკაცი თავს არ იღლის. ის ხომ თვლის, რომ სექსუალური ლტოლვა ქალისადმი მისი სიყვარულის საუკეთესო დადასტურებაა. როგორც წესი, "შევიწროვებები” იწყება პირველივე პაემანზე. ის არ ცდილობს გაგიცნოთ როგორც პიროვნება, ყოველ უარს, "უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი” ის ხვდება, როგორც პირად შეურაცყოფას. მას შეუძლია მკვახედ განგიცხადოთ: "აბა რაღატომ ვხვდებით ერთმანეთს?!” რაც უფრო დიდხანს ამყოფებს ქალი ამგვარ მამაკაცს დისტანციაზე, მით უფრო გაცივდება იგი ამ ქალბატონის მიმართ_ის ხომ თვლის, რომ თუკი ქალს მამკაცი არ სურს, ე.ი. იგი მას არ აინტერესებს. თუმცა, თქვენ შეიძლება შენიშნოთ, რომ ეს მამკაცი, ასევე ხვდება სხვა ქალბატონებს და ამასთან არ ეჭვიანობს, თუ თქვენ მის თვალწინ ეკეკლუცებით სხვას. ის არ ცდილობს თქვენთან დაახლოებას, თქვენ გრძნობთ რომ თუკი ის შორსაა თქვენგან, მას ავიწყდებით და რეკავს მხოლოდ იმიტომ, რომ გაარკვიოს, როდის შეხვდებით ისევ. რას უნდა ელოდოთ მისგან. შესაძლოა თავიდან თქვენ გაგიტაცოთ გრძნობებმა და ემოციებმა. თუმცა მოგვიანებით, როდესაც ვნება გაივლის, შეიძლება აღმოჩნდეს რომ მასთან სექსის გარდა სხვა არაფერი გაკავშირებდათ. მამაკაცი, რომელიც თვლის, რომ სექსია სიყვარული, როგორც წესი საკმაოდ ეგოისტურია, ის მხოლოდ საკუთარ სურვილებზე ფიქრობს. თუ თქვენ უცებ შეწყვეტთ მისი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ის სწრაფად გაცივდება. ამგვარი მაამკაცის გრძნობები სწრაფწარმავალი და არაღრმაა. როგორც წესი, მას მხოლოდ მაშინ უყვარხართ, როცა თქვენ მის გვერდით ხართ, განშორებას კი იოლად იტანს. მისი მიტოვების შემთხვევაში, თქვენ ვერ ეღირსებით მისგან ზარებს ბოდიშებით, ვარდების თაიგულებს და მარადიული სიყვარულის ფიცს. არსებითად თქვენი კავშირი ინტრიგა იქნება, და რამდენად ხანმოკლე, დამოკიდებულია თქვენზე. თუ თქვენ, პარტნიორს თავზე არ მოახვევთ პასუხისმგებლობას თქვენსა და თქვენს გრძნობებზე_ კიდევ დიდხანს მშვენივრად გაატარებთ დროს მასთან საწოლში. ეროსი - გრძნობიანი სიყვარული ის უპირველეს ყოვლისა დამყარებულია ერთგულებაზე და მხოლოდ შემდეგ ფიზიკურ ლტოლვაზე. როგორ იქცევა იგი. აინტერესებს თქვენი ცხოვრება და პრობლემები. არ იკარგება თქვენთან გატარებული პირველივე ღამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მასთან საუბარი. საუბრისას ის გიყვებათ არა მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ, არამედ ინტერესდება თქვენი ემოციებითაA და გრძნობებით. რას უნდა ელოდოთ მისგან. თქვენ პრაქტიკულად იდეალური პარტნიორი იპოვეთ.! იგი არ დაიწყებს თვითდამკვიდრებას თქვენს ხარჯზე, ის აფასებს თქვენს გრძნობებს და არ დაიწყებს დაშანტაჟებას სიყვარულით ("მე ყველაფერს ვაკეთებ შენთვის, შენ კი უმადური ხარ!”) თქვენს მამაკაცს უხარია, რომ მის გვერდით თავს კარგად გრძნობთ. მას მოსწონს თქვენზე ზრუნვა. ეს ნამდვილი სიყვარულია! მანია - სიყვარული-შეპყრობილობა როგორც წესი დაფუძნებულია ვნებასა და ეჭვიანობაზე. როგორ იქცევა იგი. ამგვარი მამკაცის ყურადღების ცენტრში იმყოფება არა პარტნიორი, არამედ თავად იგი. ამის შედეგად, ის ყოველთვის ცდილობს თვითდამკვიდრებას სხვის ხარჯზე. ეს ვლინდება სხვადასხვაგვარად, მაგრამ მეტწილად_ბანალური საოჯახო უხეშობით ან დამცირებებით "წვრილმანებზე”. ასეთი მამაკაცი გაუცნობიერებლად სულ ელის პრობლემებს ურთიერთობებში, ხოლო თუ ისინი არ წარმოიქმნება,_ თავად შექმნის. მაგალითად, მას აღარ მოეწონება როგორ რეცხავთ ჭურჭელს, ან მოგედავებათ, რომ ხარჯავთ ძალიან ბევრ ფულს. ასეთი მამაკაცი ელოდება, რომ სხვა ადამიანს მასზე დამოკიდებულს გახდის, თვლის რომ ქალს იგი მხოლოდ იმიტომ უნდა უყვარდეს, რომ ის მის გვერდითაა. ამგვარი ადამიანი გაურბის რუტინას, მოწყენილობას და მიჯაჭვულობას. ის ხშირად იცვლის მეგობრებს, საცხოვრებელ ადგილს, სამსახურს, სავარაუდოდ ქორწინებაშიც არაერთხელაა ნამყოფი. რას უნდა ელოდოთ მისგან. პათოლოგიურ ეჭვიანობას. ასეთი ადამიანი იმიტომ კი არ ეჭვიანობს, რომ თქვენი დაკარგვა ეშინია, არამედ იმიტომ, რომ თქვენი მისი "ძალაუფლებისგან” გაქცევის ეშინია. ამდენად, რაც უფრო დამოკიდებულად და სუსტად იგრძნობთ თქვენ თავს, მით უფრო თავდაჯერებული იქნება ეს მამაკაცი. ის მუდმივად ეცდება გაფიქრებინოთ, რომ თქვენ დავალებული ხართ მისგან, ხოლო თქვენს მზრუნველობასა და საყვარულს მიიღებს, როგორც სავალდებულოს, არ შეამჩნევს და არ დააფასებს მას. შედეგად, რაც უფრო მეტად ეცდებით თქვენ დაუახლოვდეთ მას, მით მეტად მოგიცილებენ. და პირიქით, თუ ის იგრძნობს სიცივეს თქვენი მხრიდან, მთელი ძალებით შეეცდება მოგაწონოთ თავი. შემდეგ კვლავ სიცივე: და ასე მანამ, სანამ ეს ორივეს არ მოგბეზრდებათ. მაგარამ გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი მამაკაცი განშორების პროვოცირებას თვითონ ახდენს, რათა ხაზი გაუსვას თავის მნიშვნელოვნობას. პრაგმა - ”ანგარებიანი” სიყვარული როგორ იქცევა იგი. ამგვარი მამაკაცი ამბობს, რომ მას სჭირდება ქალი, რომელთანაც თავს მოხერხებულად იგრძნობს, (და არა ისეთი, რომელიც მას შეუყვარდება პირველივე ნახვით ან რომელთანაც ექნება ვნებიანი სექსი) გაცნობისას იგი ცდილობს გაარკვიოს, შეგიძლიათ თუ არა დიასახლისობა, ხომ არ გაწუხებთ ისტერიული შეტევები და ა.შ. ანუ ცდილობს განსაზღვროს მისთვის მოხერხებული იქნება თუ არა ერთობლივი ცხოვრება. რას უნდა ელოდოთ მისგან. ვნებები და მოულოდნელი ქცევები თქვენს ერთობლივ ცხოვრებაში არ იქნება. მუდმივად შეგაწუხებთ აზრი, რომ თქვენ აგარჩიეს როგორც ნივთი. სანამ თქვენ აძლევთ პარტნიორს ყველაფერს, რასაც ის თქვენგან ელოდა - სტაბილურობას, მატერიალურ უზრუნველყოფას, მას უყვარხართ. მაგრამ, რგორც კი ეს საფუძველი მოიშლება, დადგება განშორება. ამგვარი მამაკაცი მუდმივად გააკონტროლებს თავის გრძნობებს და თქვენგანაც იგივეს მოითხოვს. თუ თქვენ მუდმივი ცვლილებები გჭირდებათ, ახალი გრძნობების და შეგრძნებების წყურვილი გაქვთ, ეს ურთიერთობა არ გამოგადგებათ. სტორგე - სიყვარული მეგობრობა როგორ იქცევა იგი. მამაკაცი გიამბობთ თავის პრობლემებზე და მეხუთე თაობამდე ახლობლებზე. თქვენ გრძნობთ, რომ შეგიძლიათ მას გაუზიაროთ ყველაფერი. თქვენ არასოდეს არ ყოყმანობთ, როგორ უამბოთ მას რამე_ თქვენ უბრალოდ მიდიხართ და უყვებით. მუდამ დარწმუნებული ხართ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ მხარდაჭერასა და გაგებას. რას უნდა ელოდოთ მისგან. შესაძლოა სწრაფად დაგაკლდეთ ძლიერი ემოციები, მოგინდეთ ახალი შეგრძნებები. თუ თქვენ ერთმანეთის ყველა ფიქრი და სურვილი იცით, დასაახლოებელი აღარაფერია, თქვენ უბრალოდ ერთმანეთისთვის უინტერესო გახდებით! ამიტომ ჭკვიანურია იქონიოთ თქვენი ჰობი და გატაცებები, რომლებიც დაგეხმარებათ შეიქმნათ თქვენი პირადი
კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 1539 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 101

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი