• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 11 » სასარგებლო და სასიამოვნო - კოცნა
4:00 AM
სასარგებლო და სასიამოვნო - კოცნა


საუკუნეების მანძილზე ქალებისა და მამაკაცების ერთმანეთისადმი ლტოლვის საიდუმლო აფორიაქებს მეცნიერების, ფილოსოფოსებისა და პოეტების გულსა და გონებას. ამერიკელმა მეცნიერებმა კი  გადაწყვიტეს, გაარკვიონ, რა უფრო მიმზიდველია სექსუალურ ურთიერთობებში და მოულოდნელ დასკვნამდე მივიდნენ - ინტიმურ ურთირთობებში ქალებისა და მამაკაცების უმრავლესობას აღელვებს კოცნა.

კოცნისას მუშაობაში 29 კუნთი ერთვება და ეს თავის ტვინის სისხლით მომარაგებასა და გაცვლით პროცესებს აჩქარებს. ვნებიანი კოცნა შედეგად ქმნის ქიმიურ სუბსტანციებს, რომლებიც ტვინზე ნარკოტიკივით მოქმედებენ, მაგრამ ეს ”ნარკოტიკი” მორფინის ზემოქმედებას 200-ჯერ ჭარბობს.

გარდა ამისა, კოცნა სექსუალური ცხოვრების ერთგვარი ენაცაა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცების 71% და ქალების 69% პროცენტი პარტნიორს აჩვენებს და მიანიშნებს, რომ ინტიმური ურთიერთობის გაგრძელება სურს.

სხვადასხვა სქესის წარმომადგენლის დამოკიდებულება კოცნისადმი განსხვავებულია, მაგალითად, ქალებს ურჩევნიათ რამდენიმე სახის კოცნა გამოყონ - ნაზი, დამამშვიდებელი, მომთხოვნი და აღმგზნები. მამაკაცები კი უფრო იქით იხრებიან, რომ ყოველგვარი კოცნა სექსისთვის მზაობად აღიქვან. თუმცა ქალებიცა და მამაკაცებიც ერთ აზრამდე მიდიან, რომ პარტნიორის ბაგეები ყველაზე მეტად ამაღელვებელია საყვარელი ადამიანის სხეულზე. 

დღეს კოცნის სამკურნალო ეფექტს მეცნიერული კვლევები ადასტურებენ. ჩიკაგოს სტომატოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კალციუმისა და ფოსფორის შემცველი ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა კბილებს კარიესისგან უშაქრო ”ორბიტზე” ნაკლებად არ იცავს.

პროფესორი ულფ ბემიგი კოცნას პროფილაქტიკური აცრის ვარიანტად თვლის: სხვისი ბაქტერიები ადამიანის ორგანიზმში წინააღმდეგობის უნარს აძლიერებს - ხდება ე.წ. ”ჯვარედინი იმუნიზაცია”.

კოცნის დროს ენისა და ბაგეების ყველა კუნთია ჩართული. ამ სასიამოვნო კონტაქტის ერთი წუთი იმაზე მეტ კალორიას წვავს, ვიდრე 500 მეტრის გარბენა. სახის კანი უფრო კარგად მარაგდება სისხლით და უფრო ნელა ბერდება.

* * *

დრო მიედინება, მამაკაცები და ქალები ერთმანეთის სიყვარულის მოსაპოვებლად სულ ახალ-ახალ ხერხებს იგონებენ. თუმცა ძველი, როგორც თვითონ სამყარო, კოცნა ძველებურად ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი და ამავე დროს სასარგებლო რამედ რჩება დედამიწაზე.

კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 1298 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი