• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 20 » რა არის ფრიგიდულობა?
11:08 PM
რა არის ფრიგიდულობა?
სექსუალური სწრაფვის შემცირება ამცირებს ჩვენს ლიბიდოს. სექსისადმი გულგრილობა ხშირად სტრესის სრულ გაქრობას და სექსისადმი ზიზღსაც იწვევს. ზოგ ქალს სქესობრივი სწრაფვის დონე მეტისმეტად დაბალი აქვს. ქალი შეიძლება ჩაითვალოს ცივად (ფრიგიდულად), თუ იგი არასდროს არ განიცდის მამაკაცთან ურთიერთობისას სქესობრივ აღგზნებას, ორგაზმს ან საერთოდ არასოდეს განუცდია სრული აღგზნების მდგომარეობა, იმ შემთხვევაშიც თუ მას მამაკაცთან სრული ემოციური ჰარმონია აქვს და სექსის აქტში არ აქვს ადგილი რაიმე აღგზნებას ან კოიტუსის აქტს. სქესობრივი სიცივე ეს არის სექსუალური ინტერესის შემცირება ან არარსებობას ქალის მხრიდან (თუკი მას არ აქვს ფსიქიკური ან თომატური სისტემის დარღვევები). ფრიგიდულობა ხასიათდება სექსუალური კონაქტებისადმი უინტერესობით< სქესობრივი ურთიერთობისას სათანადო სექსუალური რეაქციის არქონით და ასევე ემოციური და ფსიქიკური დაუკმაყოფილებლობით. დაუკმაყოფილებლობა და საკუთარ თავში ჩაკეტვა არსებობს და გამოიხატება ქალის სურვილის მიუხედავად და იმის მიუხედავად, თუ რამდენად გააცნობიერა მან ეს ფაქტი. სექსუალური კონტაქტებისადმი სრული უინტერესობის პარალელურად, ქალს შეიძლება სურდეს მამაკაცებთან ფლირტი და მათი სიმათიები. გათხოვების შემთხვევაში ფრიგიდული ქალები კარგი ცოლები და დედები ხდებიან და ქმართან სიახლოვისას დაუკმაყოფილებლობას ხშირად განიცდიან, მაგრამ უფრო ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს. მოფერება, კოცნა, ხვევნა, მათში იწვევს საშოს მცირე სეკრეციას. მათ არ ესიზმრებათ ეროტიული სიზმრები და არც თვითსტიმულირებაის (მასტურბაციის) სურვილი არ უჩნდებათ. ქალების დიდი ნაწილი სრულებით არ იტანჯება სექსუალური სიცივის გამო, მაგრამ მიმართავს ექიმს სხვა სიმპტომებით მაგალითად: ორგამის არქონისა და სექსუალური აქტის დროს ტკივილის გამო. ზოგიერთი ქალი ვერ აცნობიერებს იმას, რომ არასწორედ უდგება სექსუალურ პრობლემებს, ან ქვეცნობიერად არუნდათ ამის ცოდნა. გარკვეულ როლს ამაში შიში და სირცხვილი თამაშობს, მათ ქალის სექსუალურობისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვთ. მაგრამ არ აძლევენ ქალს საშუალებას ამ თემაზე ილაპარაკოს. ქალის ფრიგიდულობის რამოდენიმე ტიპს ანსხვავებენ. პირველ ტიპს წარმოადგენენ ქალები, რომელთაც სქესობრივი სწრაფვსის გრძნობითი კომპონენტის თანდაყოლილი განუვითარებლობა აწუხებთ. რეტრადიციული ტიპი სექსუალული მგრძნობელობის განვითარების შეფერხების შედეგია ( ახალგაზრდა ქალებში) გარკვეულ შემთხვევებში ქალის ფრიგიდულობა შეიძლება რაიმე დაავადების შედეგიც იყოს (საერთო ინტოქსიკაციების, დაავადებების, ჰორმონალური დარღვევის, ენდოკრინული დარღვევის, გინეკოლგიური დაავადებებისა და სხვ.) ხშირად მზგავსი მდგომარეობა სექსუალური აქტის დროს ქალის სასქესო სფეროს ანთებითი პროცესის გამო ტკივილის შეგრძნების შედეგი ხდება და ტკივილი აისახება სექსუალურ გრძნობებზე. ხშირი ე.წ. ფსიქლოგიური ფრიგიდულობა, როცა ქალის სექსუალურობას რაიმე ფსიქოლოგიური ფაქტები აფერხებს (მაგ: სიუხეშე ქმრის მხრიდან, განსაკუთრებით სექსუალური თანაცხოვრების დასაწყისში, ქალის დაშვებულობის დიაპაზონის დარღვევა და უგულებელყოფა, ქალის სქესობრივ გრძნობის გაუფრთხილებლობა, არასასურველი ორსულობის შიში). სქესობრივი დარღვევევის მიზეზი შეიძლება ტკივილის შეგრძნებაც გახდეს, რომელსაც ქალი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის - აბორტის დროს განიცდის შეიძლება გადაქონდეს ინტიმურ სიახლოვეზე, როგორც ამ განცდების შესაძლებელ წყაროებზე. რასაც ფიზიკური სიახლოვის პასიურობამდე და ზოგჯერ სრულებით შეზიზღებამდეც მივყავართ. ფრიგიდულობის პროფილაქტიკისთვის მეტად მნიშვნელოვანია გარემოს შექმნა, რომელშიც ორივე პარტნიორი მაქსიმალურად შეძლებს მოდუნებასა და გახსნას. აჩქარებე დროის უკმარისობა, დაორსულების შიში, იმის შიში რომ ვინმე შემოგისწრებთ და სასაცილოდ ან გარყვნილად მოეჩვენებათ - ეს ყველაფერი აფერხებს და ბლოკავს თქვენი სქესობრივი გრძნობების ზრდას. ბევრი ქალისთვის ნაცნობია სიტუაცია როცა სქესობრივი ცხოვრება არ აკმაყოფილებთ მათ სექსუალურ მოთხოვნებს, რისი მიზეზიც მეუღლის აჩქარებული, არასწორი და გამოუცდელი ქმედებებია. კაცების უმრავლესობას სიახლოვის მთავარი აქცენტი თვით სქესობრივ აქტზე გადააქვთ და უგულებელყოფენ მოფერებასა და სტყვებს. მათ ავიწყდებათ, რომ რამდენადაც უფრო მოდუნდება და აღიგზნება ქალი სასქესო აქტის წინა პერიოდში, მით უფრო მალე დადგება მისი ფსიქიკა ინტიმურ ტალღაზე და მისი ეროგენული ზონები უფრო მზადყოფნაში იქნებიან ალერსის მისაღებად. რაღაც ეტაპზე ქალი აცნობიერებს, რომ მაკაკაცის ალერსი მისი შინაგანი მოთხოვნილება ხდება, მისი განცდის სურვილი უფრო მწვავდება და ფიზიკური სიახლოვის სურვილი ჩნდება, რომელიც უკვე ქალისთვისაცაა სასურველი და არა მარტო მამაკაცისთვის. საკუთარი მოთხოვნილების გაჩენა ფსიქიური გრძნობების ამპლიტუდის რეგულაციაში, მათ რიტმსა და ხანგრძლივობისას ჩნდება ახალი ძლიერი განცდა - ორგაზმი - რომელსაც ადრე ქალი მხოლოდ სიზმარში ან საერთოდ არასოდეს განიცდიდა..
კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 1112 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი