მედალიონი! - 22 ივლისში 2011 - მოგესალმებათ
  • Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » ივლისი » 22 » მედალიონი!
8:59 PM
მედალიონი!
ერთსა ქალაქის განაპირასა 
 ცხოვრობდა ერთი ლამაზი ქალი
სილამაზით და სიკეკლუცითა
არავინ იყო მისი სადარი
მისი იმედი და სიხარული
იყო ქმარი და პატარა შვილი
ცხოვრობდა ტკბილად თავის ქმარშვილთან
ცხოვრება ქონდა ძალიან კარგი
შვილს მან სახელად დაარქვა "რეზო"
გადაუხადა ნათლობა დიდი
და ამ ნათლობის შემდეგ გაიღო
რეზოს მომავლის ცხოვრების კარი
რეზოს მამიკომ ამ ნათლობაზე
მოიპატიჯა ამხანაგები
მათ შორის იყო ტურქი ვაჯკაცი
ის სილამაზით მეტად ნაქები
ლამაზი თურქი რეზოს დედასა 
გულში ჩაუჯდა მოხიბლა ლაღად
ქმართან მივიდა და საწამლავი
ღვინის ბაკალში მან ჩაუყარა
სწორედ ამ დღიდან დაიწყო მისი
არასწორ გზაზე გეზის აღება
ყოველ საღამოს ზნედ გადაექცა
ვაჯკაცისათვის კარის გაღება
წამოიზარდა პატარა რეზო
რა გაიგონა მან ყველაფერი
მლანძღავი დედა მან მიატოვა
მლანძღავ დედაზე აიღო ხელი
გასცილდა დედას გაცილდა ოჯახს
იარაღს ანდო თავისი თავი
თუ 15წლისას სახლსგაძარცვავდა
15 წლისას ქონდა ლუკმა მპარავი
მთვარე ახალი ჩასული იყო
გზაზე გამოჩნდა მანქანის შუქი
მიქრის მანქანა და შიგ კი ძიან 
რეძოს დედა და ლამაზი თურქი
უცებ გაისმა თოფის ქუხილი
და მძღოლის გულმა შეწყვიტა ძგერა
გადმოხტა ტყიდან ვიღაც შლიგინით 
და გაჩერებულ ავტოს მივარდა
ხელები ზევით მშვიდად წარმოთქვა
იარაღს ცერად გაუხსნა გული
გაიღ კარი და დაიყვირა
ტანს გაიხადეთ მომეცით ფული
მიიღო ფული და ტანსაცმელი
კიდევ ძვირფასი განძი მრავალი
ბოლოს შენიშნა რომ მანქანაში 
იჯდა ვიღაცა ლამაზი ქალი
თქვენ ქალბატონო ძირს გადმობრძანდით
მინდა ამაღამ აგიკრა გულში
ამხანაგს უთხრა ჰა წაიყვანე
და მიიყვანე გამოქვაბულში
და შეასრულა მან რეზოს ნათქვამი
თურქმა იყვირა რეზო გიცანი 
მაგრამ მას რემომ აღარ უცადა
და შეუნგრია გულის ფიცარი
თვითონ გასწია გამოქვაბულში
სადაც ლამაზი ეგულებოდა
იქ მივიდა და რა დაინახა 
ლაამაზი ქალი იცრემლებოდა
რიჯრაჯი იყო როცა ლამაზმა 
ტანს გაიხადა სამოსი მისი
 და მოელოდა საწოლში რეზო
იმისტვის რისიც არ იყო ღირსი
რა ტკბებოდა რეზო ალერსით
შემოეპარა მას ალიონი
სინათლის სუქზე ლამაზიგ გულზე 
მან დაინახა"მედალიონი"
მედალიონში მან დაინახა 
კოხტად ჩასმული ოქროს საათი
გადააბრუნა მედალიონი
და დაინახა ტავისი სურათი
წამოხტა რეზო ლომივით ზეზე
შეყვირა ბეჩავ ვინახარ შენა
ან ეგ სურათი მედალიონში
თუ ქსურს სიცოცხლე მითხარი ვინახარ
ნუ სწყრები ვაჯო ნუ ეჭვიანობ
ვიცი შენ ჩემი ქმარი გგონია
მაგრამ ძვირპასო მედალიონში
ჩემგან წასული ჩემი შვილია
უკვე 15წელიწადია
რაც არ მინახავს მისი თვალები
მას რომ ვიგონებ გულზე მედება
ჩაუქრობელი ცეცხლის ალები
რეზომ გაიგო დედის წუხილი
15წელი მისგან წასული
აღარ ახსოვდა რეზოს მას შემდეგ
მიწას დაემხო ის გულწასული
ეს არ იცოდა ბეჩავმა დედამ
ვინც შეურჩია წუხილი მისი
ეს რა იცოდა თუ გულწასული
მის თვალწინ ეგდო ტავისი შვილი
წავიდა ქალი თვალს მოეფარა
რეზოს თვალები გულს არ შორდება
ყოველ საღამოს და ყოველ დილას
გამოქვაბული მას ელანდება
მას შემდეგ განვლო მრავალმა წელმა
მთვარე ახალი ჩასული იყო
როცა ლამაზმა ტავის ოჯახში 
იმშობიარა რეზოს ასული
მასზე ლამაზს და უტურფესსა 
ვერსად ნახავდა სული და გული
ის 16წლის გოგონა იყო
რომ უკვდებოდა მშობელი დედა
და მომაკვდავმა მედალიონი
ასულს დაკიდა ბოლოს ყელზედა
თან უთხრა:აჰა მედალიონი
შენი უბედო მშობელი გიძღვნის
გახსენ და ნახე მედალიონში
სურათი არის შვილო შენი ძმის
სული დალია მშობელმა ქალმა
სვილი ცრემლებს რვრის იმის ცხედარზე
ეხლა შეჰფიცა მედალიონი
კუბოს ფიცრამდე ვატარებ დედა
რამეა თითქოს ყველაფერს ზინავს
მთვარე ახალი ცასული იყო
და ამ დროს რეზოს მძარცვავი რაზმი
მიუახლოვდა ეკლესიასა
მიზანი ქონდატ რომ მოეარათ
შესაწირავი ოქრო და ვერცხლი
შევიდა სიგ და აღტაცდა რეზო
გულზე მოედო ძლიერი ცეცხლი
ხედავს ქმნილებას კამლით დახატულს
მუხლმოდრეკილი რმერთს ევედრება
სილამაზეთი და სიკეკლუცით
ქალღმერთი დალიც ვერ შეედრება
მიუახლოვდა ლამაზ ქმნილებას
რასაც თხოვ ღმერთსა რასაც ჩურჩულებ
თუ შემომწირავ მაგ ლამაზ ტუჩებს
მე მთხოვე იგი მე შეგისრულებ
ქალმა ასწია შავი თვალები
ხედავს ვაჯკაცი სადარი მზისა
მოხიბლა უთხრა "დაე იყავი
პატრონი ჩემი სილამაზისა"
კვირა საღამოს ცისა ლაჯვარდი
იწურებოდა მზე ჩადიოდა
სწორედ ამ დროს რეზოს ქორწილზე
ვერცხლის ყანწები გადადიოდა
გატენებისას როცა შანდლებში
ბოლო სანთელი იფერფლებოდა
ნაზი ქმნილება ტანზე გახდილი
რეზოს საწოლში ელოდებოდა
ელოდა მაგრამ რატომღაც გული
უძგერდებოდა იმედი გულსა
ელოდებოდა და ამ ლოდინში 
მიცემულიყო დილის ტკბილ ძილსა
რეზომ გააღო ოთახის კარი 
თვალწინ არ შეხვდა სახე იოლი
ლამაზის გულზე მის მხედველობას
შეხვდა ნაცნობი მედალიონი
თვალთ დაუბნელდა უძლურ რეზოსა
კვლავ წყლული ჩნდება ძველსა წყლულზედა
მითხარი ეხლა მედალიონი
რომელმა გულმა დაგკიდა მხსნელად
ქალი ვერ ხვდება რასია საქმე
გაფითრებულსა რეზოსა ხედავს
ხმისა კანკალით ჩაიბუტბუტა
რატომ მილანძღავ მშობელსა დედას
თუ ეჭვიანობ ჩასმულ სურათზე 
სისულელეა ძმა არის ჩემი
მისმა დარდამ და უნახაობამ
სიკვდილს ცაუგდო ხელს დედაჩემი
რეზომ ლომივით დაიღრიალა
იქით ცოდვილო შენ ჩემო დაო
ჩემო ცოლო და ჩემო ცოდვილო
ლამაზო დაო შენ ჩემო დაო
რეებსა ბოდავ ძვირფასო რეზო
შენ ჭკუაზე ხარ თუ შეიშალე?
მიშველეთ ხალხო,ქმარი გაგიჟდა
მიშველეთ ჩქარა ექიმი ჩქარა
არა ექიმი მე არ მჭირდება
ჩემს ჭკუაზე ვარ ვიცი რას ვამბობ
მე ერთხელ შევცდი ჩემს ცხოვრებაში
და იმ ბნელ გზასა ეხლაცა ვნანობ
შევცდი მე დიახ გამოქვაბულში
როცა უაზროდ ვიწექ ლოგინში
და დედაშენი დედაჩემივე
მე გამეპარა მაშინ ცოცხალი
იმას ეგონა მკვდარი ვიყავი
იფიქრა:ვნებით გაუსკდა გული
ნეტავი მართლა მომკვდარიყავი
არ ვყოპილიყავ მე გულწასული
ეს თქვა რეზომ და მიიჭრა ქალთან
შემოიკრიბა მთლიანი ჯანი
კიდევ შეყვირა რაღაცა ლამაზს
და გაუყარა ხანჯალი გულში
იფეთქა სისხლმა და ნაკადულმა
სისხლით შეღება ოთახი რეზოს
გოგონამ მხოლოდ ახლა შეყვირა
რა დაგიშავე რადა მკლავ რეზო
სისხლში გასვრილი ხანჯალი რეზომ 
მაღლა ასწია და შეაჩერა
შემდეგ თავისი ზალღონით რეზომ
თვით გულის ძგერა მან შეაჩერა
ცაცხვებისა და ჭადრების ძირში
დაასაფლავეს ორივე ერთად
ქალსა და ვაჟის საფლავებს შუა
ზედ აწერია წარწერა მკვრივად
მოდით და ნახეთ ორი ცოდვილი
თქვენთვის სუფრაა ფართოდ გაშლილი
აქა მარხია ორი ცოდვილი
"და–ძმა"
"ცოლ–ქმარი"
"მამა და შვილი"


კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 432 | დაამატა: kulula | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 101

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი