• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 12 » ქუვეითის ”შავი ოქრო”
4:43 PM
ქუვეითის ”შავი ოქრო”

ქუვეითის ”შავი ოქრო”


  ქუვეითი - აზიის მიკრო სახელმწიფოა (S=20 ათასი კვ. კმ). მისი მოსახლეობა შეადგენს 1,8 მლნ. კაცს. აქ ცხელი კლიმატია. წელიწადის ცალკეულ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში 50 გრადუსს აღწევს. ჩრდილი აქ იშვიათობაა, რადგან უდაბნო დაფარულია მლაშობებით. ადრე მოსახლეობა თავმოყრილი იყო ოაზისებში, საუკუნეობით ეს ტერიტორია მცირემოსახლიანი იყო, იშვიათად გამოჩნდებოდნენ მომთაბარენი.

  დღეს უდაბნო მდიდარ, თანამედროვე, საოცრებებით სავსე სახელმწიფოდ იქცა. ნავთობის მსოფლიო მარაგის 20% და სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობის მარაგის მესამედი კონცენტრირებულია ქუვეითის წიაღში. ნავთობი ქუვეითში 1938 წელს იქნა აღმოჩენილი, ხოლო მისი ექსპლუატაცია მხოლოდ 1946 წელს დაიწყო.

  ნავთობის არსებობის შესახებ ქუვეითელმა ბედუინებმა ადრეც იცოდნენ, მანამდე, სანამ მას აღმოაჩენდნე ინგლისელი და ამერიკელი გეოლოგები. ბედუინებმა არაერთხელ შენიშნეს უდაბნოს ქვიშაში ყავისფერი სითხით შევსებული მცირე ჩაღრმავებები, რომელიც უვარგისი იყო სასმელად. მას ისინი იყენებდნენ როგორც სამკურნალო საშუალებას. შემდგომში აღმოჩნდა, რომ აქ ნავთობი უფრო მეტია, ვიდრე სასმელი წყალი.

  ნავთობი ზედაპირზე მაღალი წნევით ამოდის, ამოტომ ქუვეითური ნავთობის მოპოვება ყველაზე იაფია მსოფლიოში. მეორე უპირატესობა იმაშია, რომ ნავთობი თავმოყრილია შედარებით მცირე ტერიტორიაზე, ეს კი ამცირებს ნავთობსადენების მშენებლობის ხარჯებს. ამასთან, ქუვეითს მოსახერხებელი პორტი აქვს. ტანკერებს შეუძლიათ თვით სანაპირომდე მოსვლა დასატვირთად.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1093 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი